ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფინიქსი ვეტერანების იმედად დარჩა

ფინიქსი ვეტერანების იმედად დარჩა

NBA: საშობაო მატჩის წაგების შემდეგ, "ჩიკაგო ბულზმა" კინაღამ ზედიზედ მეორე შეხვედრაშიც - "დეტროიტთან" წაიფორთხილა

საშობაო მატჩის წაგების შემდეგ, "ჩიკაგო ბულზმა" კინაღამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში წაიფორთხილა. "დეტროიტთან" გასვლით მატჩში სროლა არ წაუვიდათ "ხარების" სნაიპერებს და გუნდმა საერთო ჯამში, თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 39.6 პროცენტი გამოიყენა.

თავისზე სუსტ მეტოქესთან მარცხი "ჩიკაგოს" გეგმაში არ შედიოდა და მან ფარქვეშ კარგი თამაშით მაინც მიაღწია საწადელს. სტუმრებს 55 მოხსნა (19 შეტევაში) ჰქონდათ "დეტროიტის" 39 მოხსნის წინააღმდეგ.

ყველა სირთულის მიუხედავად, "ჩიკაგო" ვალდებული იყო ძირითად დროში მოეგო ეს მატჩი. ბოლო მეოთხედის წინ "ბულზი" 68:57-ს იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ სტუმრების შეტევა საბოლოოდ მოიშალა, ამასთან, ახალგაზრდობა გაიხსენა ტრეისი მაკგრეიდიმ და "დეტროიტს" შესანიშნავი "ქამბექი" გამოუვიდა. თუმცა დერიკ როუზის აქტივობით ჩიკაგოელებმა დაიბრუნეს საწყისი უპირატესობა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო 4 წუთში "ჩიკაგომ" თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო. "დეტროიტის" ბოლო შეტევის წინ "ხარები" ორი ქულით იყვნენ წინ და როცა ყველაზე მეტად საჭირო იყო, სწორედ ამ დროს წააგეს ფარი - მასპინძლებმა სამჯერ ააცილეს ბურთი კალათს და სამივეჯერ მოხსნეს, რის შემდეგაც ვილანუევამ ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით ხუთ წუთში კი საუკეთესო იყო კარლოს ბუზერი, რომელმაც შეხვედრა 31 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. ოვერტაიმში მან ორი ბურთი ჩააგდო და ერთხელ რონი ბრიუერს ჩააგდებინა, ასევე მნიშვნელოვანი იყო 38 წლის კურტ ტომასის ორქულიანი. დაცვამაც კარგად ითამაშა, როცა 93:92-ზე "დეტროიტის" შეტევისას სტაკი შეაჩერა. ამას მოჰყვა კორვერის ორი ზუსტი საჯარიმო და ვილანუევას საკუთარი ნახევრიდან ნასროლი სამქულიანი - მეორედ ამ კალაბურთელმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

უჭირს "ფინიქს სანზს", რომელმაც ორ დღეში ორი თამაში წააგო. მის რიგებში ჯერაც არ გამოჩენილა "ორლანდოდან" შეძენილი ვინს კარტერი. "კლიპერსთან" პირველი მეოთხედის შემდეგ "სანზი" 15 ქულას აგებდა, მეორე მეოთხედის მსვლელობისას კი ეს უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა - 51:33. მაგრამ სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ეს იყო, რადგან სტივ ნეში და გრანტ ჰილი დანებებას არ აპირებდნენ და მიკაელ პიეტრუსის დახმარებით ხანგრძლივი სპურტი წამოიწყეს. ბოლო შესვენებისთვის სხვაობა მინმალური იყო, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - 85:85.

მაგრამ "ფინიქსმა" მეტის გაკეთება ვერ შეძლო. "კლიპერსი" დროულად მოეგო გონს და ინიციატივა დაიბრუნა. ბლეიკ გრიფინმა მოულოდნელად იოლად ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, ბაირონ დევისმა სამქულიანი გამოიყენა და კალიფორნიელებმა ახალი ძალით შეუტიეს. თუმცა მატჩის მშვიდად დასრულება მაინც ვერ მოახერხეს. სირენამდე 2 წუთით ადრე 10 ქულით წინ გასვლის შემდეგ მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ საქმე გაკეთებული იყო და მოდუნდნენ, რითაც კინაღამ ხელმეორედ გაფლანგეს კომფორტული უპირატესობა. მიუხედავად ამისა, ბოლოს "კლიპერსმა" მნიშვნელოვანი საჯარიმოები ჩააგდო და რთული გამარჯვება მოიპოვა.

კლიპერსი-ფინიქსი 108:103

33:18, 28:31, 18:29, 29:25

კ: გრიფინი (28+12 მოხსნა), გორდონი (24), დევისი (15+9 პასი), ფოიე (10).

ფ: პიეტრუსი (25), ნეში (21+15 პასი), ჰილი (19+7 მოხსნა), ფრაი (12+6 მოხსნა), გორტატი (11+5 მოხსნა).

კლივლენდი-მინესოტა 97:98

28:17, 21:34, 24:19, 24:28

კ: ჯეიმისონი (24+6 მოხსნა), პარკერი (21+7 მოხსნა+7 პასი), უილიამსი (17+5 მოხსნა+11 პასი), ჰიქსონი (11+5 მოხსნა), ვარეჟაო (6+12 მოხსნა).

მ: ბიზლი (28+6 მოხსნა), რიდნური (23+5 მოხსნა+6 პასი), ლავი (16+18 მოხსნა), ფლინი (11).

დეტროიტი-ჩიკაგო 92:95 (ო)

15:23, 19:17, 23:28, 28:17, 7:10

დ: პრინსი (17+6 პასი), სტაკი (16+5 მოხსნა), მაკგრეიდი (15), ჰემილტონი (15), ვილანუევა (12+10 მოხსნა).

ჩ: ბუზერი (31+11 მოხსნა), როუზი (23+12 მოხსნა+8 პასი), დენგი (10+6 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ატლანტა 93:86

25:27, 21:28, 28:16, 19:15

ნ-ო: პოლი (22+8 პასი), უესტი (18), ოკაფორი (14+15 მოხსნა), არიზა (12+10 მოხსნა), ჯეკი (10).

ა: ჯონსონი (23+5 მოხსნა), უილიამსი (18+5 მოხსნა), სმიტი (10+12 მოხსნა), კროუფორდი (10).

ინდიანა-მემფისი 90:104

20:32, 26:19, 18:26, 26:27

ი: გრეინჯერი (29+5 მოხსნა), ჰიბერტი (14+10 მოხსნა), დანლივი (10+8 მოხსნა).

მ: გეი (30+8 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), რენდოლფი (18+16 მოხსნა), გასოლი (17+8 მოხსნა+7 პასი), მაიო (17+6 მოხსნა), კონლი (4+6 მოხსნა+10 პასი).

სან ანტონიო-ვაშინგტონი 94:80

27:23, 21:19, 33:23, 13:15

ს-ა: ჯინობილი (21), პარკერი (20+6 მოხსნა+14 პასი), ჰილი (11).

ვ: ლუისი (21+12 მოხსნა), ჰაინრიხი (15+7 პასი), ჰოვარდი (11+6 მოხსნა), ტორნტონი (11), იანგი (10), არმსტრონგი (6+13 მოხსნა).

დენვერი-ფილადელფია 89:95

25:13, 21:30, 25:23, 18:29

დ: ბილაპსი (24), აფლალო (14), ლოუსონი (14), ნენე (13+9 მოხსნა), სმიტი (9+11 მოხსნა), ანდერსენი (3+11 მოხსნა).

ფ: ჰოლიდეი (22), იანგი (20+7 მოხსნა), მიქსი (17), ბრენდი (13+17 მოხსნა+3 დაფარება).

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა