გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა ტრადიციული ყოველკვირეული განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს
გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა ტრადიციული ყოველკვირეული განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს.

გაცნობებთ ჩვენებურთა მონაცემებს:

ქალები. ერთეულები. 221 (221). სოფიო შაფათავა (223), 322 (319). ეკატერინე გორგოძე (118), 438 (426). სოფიო ქვაცაბაია (69), 442 (442). ოქსანა კალაშნიკოვა (67), 691 (691). მარიამ ბოლქვაძე (25), 745 (748). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (21), 1149 (1156). თამარ კუტუბიძე (5), 1229 (1236). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 74 (74). კალაშნიკოვა (1125), 178 (177). შაფათავა, 410 (413). გორგოძე (106), 437 (436). ქვაცაბაია (96), 851 (952). ბოლქვაძე (16), 1171 (1173). ჭალაგანიძე (7).

ვაჟები. ერთეულები. 221 (209). ნიკოლოზ ბასილაშვილი (223 ქულა), 571 (576). ალექსანდრე მეტრეველი (53), 860 (863). გიორგი ცივაძე (3), 1101 (1093). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1404 (1398). ალექსანდრე ბაკში (3), 1711 (1706). ირაკლი მეტრეველი (1).

ქართველ ჩოგბურთელთა ერთ ნაწილს საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესება ამ კვირასვე შეუძლია, რადგან ჩვენებურები რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

მაგალითად, ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა პოლონეთში იმყოფება და იქაურ 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმება. ამას წინათ სოფიომ ოლგა დოროშინასთან ერთად მინსკში მხოლოდ წყვილთა ფინალი დათმო და მეორე ადგილი დაიკავა.

შაფათავა და დოროშინა პოლონეთშიც შეამხანაგდნენ და იქაც განთესვით მესამე ნომერი აქვთ.

სტარტზე ისინი ელიზა კოსტოვას (ბულგარეთი) და პერნილა მედვეშოვას (ჩეხეთი) ტანდემს გაუწევენ მეტოქეობას.

ერთეულთა თანრიგში შაფათავა მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებულ რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი) შეხვდება.

ანტალიაში, როგორც გაუწყეთ, ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. გორგოძე რეიტინგფავორიტია. მისი მეტოქეა დილეტა ალესანდრელი (იტალია).

ქვაცაბაია მეორე ნომრადაა განთესილი. ქართველ ჩოგბურთელს სუნგ-ჰიი ჰანი (კორეა) დაუპირისპირდება. წყვილებში გორგოძე ალონა ფომინასთან (უკრაინა) ერთად მეორე ნომერია და პირველ წრეში გერმანელებს - პატრისია ბოენტგენსა და დანა კრემერს შეხვდება, ხოლო ქრისტინა შაკოვეცთან (გერმანია) შეამხანაგებული ქვაცაბაია განთესვით მესამეა და სტარტზე კემრე ანილისა (თურქეთი) და ვინჩენცა კირაოლოს (იტალია) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

იტალიურ ანდრიაში ვაჟთა ტურნირის (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო) პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეა მასპინძელი მატეო ბერეტინი, ხოლო წყვილებში ბასილაშვილი და იან მერტლი გზიდან ფილიპო ბალდისა და სტეფანო ტრავალის ჩამოშორებას შეეცდებიან.

თურქეთში, ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს გიორგი ცივაძე. ერთეულთა თანრიგში პაულ ვოელნერს გამოცდის, წყვილებში კი უკრაინელ დმიტრო ბადანოვთან ერთად ფერდუნ შევკედოვსა და დანაილ ტარპოვს (ორივე - ბულგარეთი) შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა