საქართველოს სამბოს ნაკრები 20-24 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნარიტაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა
17 ნოემბერს დასრულდა საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 20-24 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნარიტაში უნდა გაიმართოს.

ჩვენი ეროვნული გუნდი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მოსამზადებელი შეკრების დასკვნით ეტაპს ბოლო წლებია, ყოველთვის გორში გადის.

ამჯერადაც, სამბისტთა ნაკრები გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში, მთავარი მწვრთნელის, ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა.

მანამდე მზადების პირველი და მეორე ეტაპი ბაკურიანსა და ბორჯომში გაიარეს.

ჯონდო მუზაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობაც დაასახელა: გენადი ჩირგაძე (52), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), შმაგი ლაგაზაური (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), ბესარიონ ბერულავა (74), ნიკო კუცია (82), დავით კარბელაშვილი (90), დავით ლორიაშვილი (100), ბექა ბერძენიშვილი (+100).

- შეკრების პირველი ეტაპი ბაკურიანში მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას დაეთმო. ბორჯომში ამას ხალიჩა დაემატა, დასკვნითი მესამე ეტაპი კი, ტრადიციულად, გორში გავიარეთ და ძირითადად ხალიჩაზე ვვარჯიშობდით. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ბორჯომის შეკრებას ოლიმპიური კომიტეტი გვიფინანსებს. გორში მზადება ყოველთვის ნაყოფიერია, რადგან აქ სპარინგისთვის ძლიერი ფალავნები საკმარისზე მეტია, თუმცა ამჯერად სხვაგვარი ვითარება იყო.

ჩვენი შეკრება ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატისთვის შიდა ქართლის გუნდის მოსამზადებელ შეკრებას და უშუალოდ ჩემპიონატს დაემთხვა. ამიტომ დარბაზში ადგილობრივი მოჭიდავეები ცოტანი იყვნენ. უფრო ჩვენი ნაკრები ერთმანეთთან ვარჯიშით გავიდა ფონს. სულ გორში 28 სამბისტით ვიყავით - გვითხრა ჯონდო მუზაშვილმა.

- შეკრების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობის შერჩევისას რა როლი ითამაშა არჩილ ჩოხელის ხსოვნის მემორიალურმა ტურნირმა?

- ფაქტობრივად, ამ ტურნირის მიხედვით გავარკვიეთ ფავორიტების ვინაობა 52, 62 და 90 კგ წონით კატეგორიებში, ანუ იქ, სადაც წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე მედლები არ გვქონდა მოპოვებული. ჩირგაძე (52), ლაგაზაური (62) და კარბელაშვილი (90) სწორედ ჩოხელის მემორიალის გამარჯვებულები არიან.

- გორის დარბაზში საკონტროლო შეხვედრების მიხედვით, რომელიმე წონაში მიიღეთ გადაწყვეტილება?

- საერთოდ, საკონტროლო შეხვედრები ამ დატვირთვით ნელ-ნელა მინდა ამოვიღო პრაქტიკიდან. მიმაჩნია, რომ უკეთესის ვინაობა თავად მწვრთნელებმა ისე უნდა გაარკვიონ, რომ სპორტსმენებს შეკითხვები არ ჰქონდეთ.

- ყველაზე მეტად არჩევანის გაკეთება რომელ წონით კატეგორიაში გაგიჭირდათ?

- 100 კგ-ში, სადაც დავით ლორიაშვილს მივანიჭეთ უპირატესობა, თუმცა მისი კონკურენტი ლაშა გურული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ძალიან კარგ ფორმაშია და ამას წინათ ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო. მაგრამ ლორიაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონია და მან გურულს ქვეყნის ჩემპიონატზე პირადი შეხვედრაც მოუგო. ამიტომ არჩევანი ლორიაშვილზე გავაკეთეთ და მადლობელი ვარ გურულის, რომ დარწმუნდა ჩვენს მიუკერძოებლობაში და პროტესტი არ გამოუთქვამს.

- წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მედლების მომპოვებელი სამბისტებიდან იაპონიაში მხოლოდ ნოდარ მეტრეველი (+100) არ იქნება...

- მეტრეველი ტრავმას იშუშებს, ჯერ ვარჯიში არ დაუწყია. ის ბექა ბერძენიშვილით ჩავანაცვლეთ, რომელიც სხვათა შორის, აგრეთვე ჩოხელის მემორიალის გამარჯვებულია.

- ჩოხელის მემორიალის შემდეგ მოსკოვში იასპარეზეთ, ასლამბეკ ასლახანოვის მემორიალზე...

- A კატეგორიის ეს ტურნირი ოქტომბერში გაიმართა, მაგრამ მოსკოვში იმ შემადგენლობით ასპარეზობა, რომელთა გუნდში დაყენებას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვვარაუდობდი, არ ჩავთვალე საჭიროდ. მოსკოვში ხუთმა - თორნიკე მუზაშვილმა (57), მინდია ლილუაშვილი (68), კახა მამულაშვილმა (74), ლაშა გურულმა (100) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ ტურნირზე ჩვენმა ბიჭებმა კარგი საშეჯიბრო პრაქტიკა მიიღეს.

- გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?

- ვფიქრობ, რომ ყველა მოჭიდავე კარგ ფორმაში ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატს და შესაბამისად, იაპონიაში წარმატების იმედით მივდივართ. საბედნიეროდ, ტრავმირებული არავინაა. მადლობას იმსახურებენ მწვრთნელები - მირიან პავლიაშვილი, ლევან ქოჩიევი.

იაპონიაში სამბისტ ქალთა გუნდიც იასპარეზებს - შორენა შარაძე (64), თეა სუხიტაშვილი (68), ნინო ოძელაშვილი (72) და ირინა ლეონიძე (+80).

ეს უკანასკნელი შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატიდან, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, შინ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა ეროვნული გუნდიდან კი ოქროს მედლები მოიპოვეს ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57) და ლევან ნახუცრიშვილმა

(68), ვერცხლის - ლაშა გურულმა (100), ბრინჯაოსი - კახა მამულაშვილმა (74) და ნოდარ მეტრეველმა

(+100).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს