რა მოხდა ბოლნისის "სიონში"?
ბოლნისის "სიონში" ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის დაწყებამდე, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ზვიად სტურუამ აღმასრულებელ დირექტორ ნუგზარ ლომთაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შემდეგ ლომთაძემ კლუბის ხელმძღვანელობის სახელზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

შევიტყვეთ თუ არა ეს ინფორმაცია, თავდაპირველად კომენტარისთვის "სიონის" მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს მივმართეთ:

"ეს მოხდა ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყების წინ. იმ დროს არ ვიყავი შემთხვევის ადგილზე. კრება მქონდა, ბიჭებს ვესაუბრებოდი.

როგორც ვიცი, ერთი შეკითხვის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან ცუდი ფაქტია. ერთია, როცა ფეხბურთელებში ხდება რაღაც და მეორეა, როცა ასეთ ფაქტს ზედა ეშელონებში აქვს ადგილი.

მხოლოდ ერთის პირობა შემიძლია დავდო - კარგად შევისწავლით და გამოვიკვლევთ მომხდარს", - გვითხრა ბურდულმა.

ახლა მოვუსმინოთ "სიონის" აწ უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს.

- მართლა მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება თქვენსა და ზვიად სტურუას შორის?

- დიახ, ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი.

- მაინც, რა მოხდა?

- მომიახლოვდა და რაღაც შეკითხვა დამისვა. მე ვუთხარი, რომ ხელმძღვანელობასთან გაერკვია ყველაფერი. მან კიდევ გამიმეორა კითხვა და როცა იგივე პასუხი მიიღო, გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, არ დააკმაყოფილა პასუხმა.

- რა გკითხათ სტურუამ?

- საფეხბურთო თემაზე მკითხა...

"ლელოს" ცნობისმოყვარეობა თავად სტურუამ დააკმაყოფილა:

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ასეთი ამბავი შეიძლება ნებისმიერ გუნდში მოხდეს. საფეხბურთო თემაზე იყო მცირე გაუგებრობა.

რას ამბობთ, არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ღმერთმა დამიფაროს! რომელი საუკუნეა?

თასის თამაშზეც იყო ლომთაძე, შევხვდით ერთმანეთს და ხელიც ჩამოვართვით", - გვითხრა სტურუამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gvanca
სტურუა ვისი მოყვანილია? ბურდულის მოყვანილია, კითხეთ და იტყვის, არ მგონია ეგ მაინც მოიტყუოს, ლომთაძე კიდე პატიოსანი კაცია და დიდი ხანია მაგ გუნდში მუშაობს და აქამდე არაფერი მიუქარავს. ეგაა, რო სტურუამ იჩხუბა და სხვა წავიდა, ანუ ხელს აფარებენ სტურუას
სოსო
სტირუა ვინ მიიყვანა, კალაძემ?
malxazi.
სტურუა ცესიერი კაცია და არ მოიტყუებს, მარტალს ამბობს. იკიტხეტ ვინ არი ლომტადზე, ვისი მოყვანილია.
Gvanca
რა იყო, ბურდულს ეშინია, რომ კალაძის ძმაკაცი მოიშოროს გუნდიდან და გაუშვას? თუ თვითონაც ადასტურებს იმას, რომ ჩხუბი მოხდა და დაარტყა, და ის კაციც, ვისაც დაარტყეს, მარტო სტურუაა მართალი? რაღაც სუნი მცემს იმის, რომ ბურდული ხელს აფარებს, თუ ასე არაა, გამოვიდეს და დაგვიმტკიცოს. რა უბედურებაა, თურმე ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა, ხო ეგ აკლია ჩვენ დამპალ ფეხბურთს.
gega
რა პონტშია სპორტულ დირექტორად, რა დაიმსახურა ასეთი და კიდევ ნაკრებშია მეკარეების მწვრთნელად? ააა, კალაძის ძმაკაცი თუა მაშინ ბოლნისში ძეგლი დაუდგით :)
თვითმხილველი
სტურუა ცრუობს, არა მარტო ჟურნალისტთან, არამედ ღმერთის წინაშეც, ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო და სიტყვიერიც, რაც შეეხება ხელის ჩამორმევას, აქაც მორიგი სიცრუეა
Anna
კალაძის ბლატაობს სტურუა ნეტა? თუ რა ხდებაა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
თბილისის "დინამო": სად არის ნუკრი რევიშვილი?
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
მაქსიმე ქვილითაია: აცალონ ამ ბიჭებს ორი წელი და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ბოლო წლების საუკეთესო ქართველი მეკარე - გიორგი ლორიას 150-ე!
ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები
ილია სტურუა: უნდა მოვუმატო და რაც შეიძლება, ძლიერ ლიგაში მოვხვდე
ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]