ლატვიის ”სკონტოს” 21 წლის თავდამსხმელი დავით ჯანელიძე ევროპული ვარიანტების მოლოდინშია

2006 წელს "თბილისის" რამდენიმე ფეხბურთელი კობა ჟორჟიკაშვილმა "ზესტაფონში" გადაიყვანა, რამაც ეს ორი კლუბი ერთმანეთს დააპირისპირა - ღირდა ჩიტი ბდღვნად, რადგან ”საბითუმო" გადაბირების შემდეგ ”ზესტაფონში" მისი დღევანდელი ლიდერები აღმოჩნდნენ - როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდაშელი, ბუბა დაუშვილი, ლექსო ბენაშვილი, ირაკლი ძარია. მათთან ერთად იყო დავით ჯანელიძე, რომელიც ”ზესტაფონის" ძირითადში ვერ მოხვდა. საქართველოში ჯანელიძის თამაშს უფრო ნაკლებად იცნობენ, ვიდრე მის სატრანსფერო ამბებს. დათო ”ზესტაფონში" დიდი სკანდალით მივიდა და ასევე დატოვა კლუბი, წლეულს კი ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ რიგის ”სკონტოში" მოხვდა.

დანარჩენზე 21 წლის თავდამსხმელი თავად მოგვითხრობს.

- რიგის ”სკონტოში" როგორ აღმოჩნდი?

- ჩემი პირველი ლატვიური კლუბი ვენტსპილსის ”ტრანზიტი" იყო. შემდეგ ჩემმა მენეჯერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკო რეხვიაშვილმა ”სკონტოს" ფარმ-კლუბ რიგის ”ოლიმპსში" მიმიყვანა. ”ოლიმპსში" კარგად ვითამაშე, ”სკონტოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სტარკოვსმა შემნიშნა და მიმიწვია.

- ლატვიაში ჩემპიონი გახდი, მაგრამ საქართველოში ნაკლებად გიცნობენ.

- აქაურ უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ნახევარი წელი ვითამაშე, ”ზესტაფონს" ვეკუთვნოდი და ცხინვალის ”სპარტაკში" გამანათხოვრა. სხვათა შორის, მაშინ უმაღლეს ლიგასა და თასის მატჩებში ექვსი გოლი გავიტანე და ”სპარტაკში" გატარებული პერიოდი ძალიან წამადგა. უმაღლეს ლიგაში თამაშის პრაქტიკა აუცილებელია, სხვაგვარად ლატვიაში დამკვიდრება გამიჭირდებოდა. ჩვენი ჩემპიონატების დონე თითქმის თანაბარია, მაგრამ ლატვიაში უკეთესი პირობებია, სავარჯიშოც, ფინანსურიც.

- ”ზესტაფონში" გენდობოდნენ და ამიტომაც აგიყვანეს, მაგრამ ძირითადში რატომ ვეღარ დაწინაურდი?

- სერიოზული კონფლიქტი მქონდა, მაგრამ წარსულში დაბრუნება არ მსურს. ფაქტია, რომ ამ კონფლიქტის გამო იძულებული გავხდი, საქართველოდან წავსულიყავი. ცუდი რამ არ იფიქროთ, ფეხბურთთან დაკავშირებული კონფლიქტი იყო და უკვე დახურული თემაა.

სამწუხარო ისაა, რომ მერე კარგად ვერ გამიცნეს და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის საშუალებაც არ მომცემია. არც ვკამათობ, ვისაც იწვევდნენ, ჩემზე უკეთეს ფორმაში იყვნენ, ხალხიც უფრო იცნობდა.

- ”სკონტოში" თავიდან ძირითადში თამაშობდი, შემდეგ კი ნაკლებად ჩანდი.

- მიზეზი ტრავმა იყო, კოჭი გადამიტრიალდა და ორი კვირა დავისვენე. შემდეგ კი ფორმის აღდგენა და ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა თავიდან მომიხდა. თუმცა სტარკოვსი ბოლო ტურებში შემადგენლობაში კვლავ მაყენებდა. სულ რაღაც ოთხი თვეა, ”სკონტოში" ჩავირიცხე და, ცხადია, ძირითადში ხშირად თამაში ვერ მოვახერხე.

- რიგელებთან რამდენწლიანი კონტარქტი გააფორმე?

- ”სკონტომ" ჯერ ოთხწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზა, მაგრამ ალეკო რეხვიაშვილმა კლუბს ორივესთვის უფრო ხელსაყრელი პირობა შესთავაზა - ნახევარწლიანი კონტრაქტი. კლუბი უკეთ გაერკვეოდა, აწყობდა თუ არა უფრო ხანგრძლივი ურთიერთობა და მეც ამ პერიოდში ვნახავდი, შევძლებდი თუ არა კლუბში ადაპტირებას. ახლა კი თავისუფალი აგენტი ვარ.

- ”სკონტო" ახალ კონტრაქტს გთავაზობს?

- ”სკონტოში" დარჩენაც შემიძლია, მაგრამ რეხვიაშვილმა მითხრა, ევროპიდან უკეთესი წინადადებები მაქვსო. ვნახოთ, ყველაფერი ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.

ლატვიაში თამაშობს ლაშა ღონღაძეც. 20 წლის ტანმაღალი ცენტრალური მცველი ”ოლიმპსში" წასვლამდე თბილისის ”დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, მერე ”დინამო2"-ში თამაშობდა.

”ერთი წელია, ”ოლიმპსში" გადავედი. მწვრთნელი მენდობოდა, მათამაშებდა და მისი დამსახურებაა, ლატვიაში რომ გამიცნეს. თუმცა გამორიცხული არაა, კლუბი შევიცვალო.

ჩემი მენეჯერიც ალეკო რეხვიაშვილია და მეუბნება, რომ შეიძლება გერმანიის ან ავსტრიის ბუნდესლიგაში წავიდე. მალე გადაწყდება, თამაშს რომელ კლუბში გავაგრძელებ. ლატვიაში ძალიან ბევრი სელექციონერი ჩამოდის, ისინი ჩემპიონატის მატჩებს ესწრებიან და საინტერესო ფეხბურთელი უყურადღებოდ არ დარჩება", - გვითხრა ღონღაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა