ორი ტოპ-შვეიცარიელი ერთმანეთს ვერ ეგუება?
წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა შვეიცარიელ ჩოგბურთელებს - როჯერ ფედერერსა და სტენ ვავრინკას შორის.

პირველად კონფლიქტის შესახებ ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ ილაპარაკა. მისი თქმით, ჩოგბურთელები ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დიდხანს დარჩნენ გასახდელში და რაღაცაზე ხმამაღლა კამათობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ფედერერმა ოთხი მატჩბოლი მოიგერია და სამ სეტში გაიმარჯვა - 4:6, 7:5, 7:6(6), რის შემდეგაც, მოულოდნელად ფინალში თამაშზე უარი განაცხადა. მაკინროი ვარაუდობს, რომ ვავრინკასთან კონფლიქტით მიღებული სტრესი შეიძლებოდა ყოფილიყო ფინალზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი.

გუშინ კი ბრიტანულ პრესაში დაიწერა ჩხუბის მიზეზის შესახებ. ყველაფერში დამნაშავე ფედერერის მეუღლე მირკა ყოფილა. ვავრინკამ გამოუცხადა როჯერს, რომ მესამე სეტში მირკა ხმამაღალი კომენტარებით ცდილობდა სტენის პროვოცირებას (მან ქმრის მეტოქეს "მტირალა" უწოდა). ის ამას ლოჟიდან აკეთებდა, რომელიც კორტის დონეზე მდებარეობს. ვავრინკამ ისიც დაამატა, რომ როჯერის მეუღლე მსგავს საქციელში უიმბლდონის დროსაც იყო შემჩნეული.

ჩოგბურთელებს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს შვეიცარიის ნაკრების შანსებზე დევისის თასის ფინალში, რომელიც 21-23 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება. ფედერერიც და ვავრინკაც მიწვეულები არიან ნაკრებში და, შესაძლოა, წყვილთა მატჩის ერთად თამაშიც მოუწიოთ. შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონ ფედერერს ერთხელაც არ მოუგია დევისის თასი.

P. S. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერერი უკვე ლილშია ჩასული, მაგრამ გუშინ გამოტოვა გუნდის ვარჯიში. მიზეზი ის ტრავმაა, რომლის გამოც როჯერმა არ ითამაშა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

"ზურგის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ იმდენად არა, რომ ვარჯიში შევძლო. იმედს არ ვკარგავ", - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა