ქართველი გოლკიპერი საკლუბო კარიერით კმაყოფილია
ბერძნულმა gazzetta.gr-მ ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრებისა და ოფი-ს გოლკიპერ გიორგი ლორიას. ინტერვიუ, ძირითადად, ქართველის საკლუბო კარიერას ეხება.

- ახლახან ტრავმირებული იყავით, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორ მატჩში თამაში შეძელით. რა მოხდა?

- რამდენიმე დღის წინ მარჯვენა ხელი ვიტკინე. საბედნიეროდ, იოლად გამოვძვერი, თუმცა ხელი ისევ მტკივა. თამაში შევძელი გამოცდილების ხარჯზე და დავამტკიცე, რომ კარგ ფორმაში ვარ.

- რამდენად რთული იყო ბერძნულ ლიგაში ადაპტაცია თქვენთვის?

- თავიდან გამიჭირდა, რადგან პირველად ვთამაშობდი სამშობლოს გარეთ. ბერძნული ლიგა, რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა არ არის, მაგრამ ევროპის ტოპ-10 ლიგებში შედის. ვარჯიშები კარგია, თამაშების ტემპი და დაძაბულობა - დიდი. ოფი კარგი გუნდია, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ კარგი სეზონი გამოგვივიდეს.

- ახლა თქვენთან ერთად თქვენი თანამემამულე გიორგი მერებაშვილიც თამაშობს...

- ეს დიდებულია. როცა გიორგი ოფი-ზე შემეკითხა, მე მოვუყევი ყველაფერი და გადაწყვეტილება მერე მიიღო. თბილისის "დინამოს" აკადემიიდან ერთად მოვდივართ. მას საოცარი დებიუტი ჰქონდა, "პანათინაიკოსს" გაუტანა. მოკლედ, კარგად დაიწყო და ახლა მის ანგარიშზე ორი გოლი და საგოლე პასია.

- ბერძნულის უცოდინრობა არ გაფერხებთ?

- ყველამ იცის ინგლისური. ოფი-ში 9 უცხოელი ვართ და ერთმანეთთან ინგლისურად ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ბერძნული ენა უნდა ვისწავლო, თანაც სწრაფად.

- თქვენი მწვრთნელი ჯენარო გატუზოა, რომელსაც უფრო საფეხბურთო კარიერით ვიცნობთ...

- როცა თამაშობდა, თვალებში ცეცხლი უელავდა. ახლა, როცა მწვრთნელია, იმავეს ვატყობ. გატუზოს ოთხი კარგი იტალიელი სპეციალისტი ეხმარება, რომელთაგანაც ერთ-ერთს ალექს ფერგიუსონთან უმუშავია. სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავად მუშაობს.

- როგორ ართმევს თავს გატუზო საქმეს?

- თავიდან 3-5-2 ტაქტიკით ვთამაშობდით, მერე 4-4-2-ზე გადავედით და ახლა ბურთი უფრო კარგად გვიჭირავს და თამაშს ვაკონტროლებთ.

- საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი იყო. ეტყობა ეს კლუბებს?

- ევროპულ სარბიელზე ბერძნული კლუბები კარგად გამოდიან. გუნდებს საკმაო ფინანსური რესურსები აქვთ. ასე რომ, კრიზისი ბერძნულ ფეხბურთს არ შეეხო.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"თუ კარგი წინადადება იქნება" - გატუზო რუსული კლუბის გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ