ახალი ბრენდის ნიშანი წარმოდგენილი იქნება მსაჯების კვართებზე, რომლებიც ამ უქმეებზე ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩებს მოემსახურებიან
რაგბის საერთაშორისო საბჭო IRB-ს ამიერიდან "მსოფლიო რაგბი" World Rugby ეწოდება.

"მსოფლიო რაგბის" ლოგოსა და ბრენდის პრეზენტაცია "მსოფლიო რაგბის კონფერენცია-გამოფენაზე" მოხდა, რომელიც 17 და 18 ნოემბერს ლონდონში გაიმართა.

"მსოფლიო რაგბის" ცნობით, ბრენდის ნიშნის ცენტრში გამოსახული სიმბოლო, რომელიც მოდერნისტული და პროგრესული ლოგოთი არის წარმოდგენილი, ნათლად ასახავს ორგანიზაციის მისიას - თამაშის გლობალურ ზრდას, ხოლო მწვანე და ლურჯი ფერების სქემით, ინარჩუნებს კავშირს მის მემკვიდრეობასთან.

მსოფლიოში რაგბით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ახალი ბრენდის გაშვება მიმდინარე რებრენდირების პროცესის კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც FutureBrand-ის დახმარებით შემუშავდა.

ბრენდის გამოხატვის ახლებური კონცეფცია და ვიზუალური მახასიათებლები, მსოფლიო რაგბის აზრით, რაგბის კავშირებსა და ფედერაციებს დაეხმარება ქომაგებთან და კომერციულ პარტნიორებთან უფრო ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებაში.

ახალი ბრენდის ჩანაცვლება მოხდა ყველა სახის ციფრულ პლატფორმაზე - გაეშვა ახალი ვებვერდი: worldrugby.org და სოციალური მედია @worldrugby.

ახალი ბრენდის ნიშანი წარმოდგენილი იქნება მსაჯების კვართებზე, რომლებიც ამ უქმეებზე ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩებს მოემსახურებიან.

აღსანიშნავია, რომ რებრენდირება არ შეეხება 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასს.

წყარო: rugby.ge

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
IRB-მ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური ჯილდო გადასცა
ჩემი ოჯახისთვის საქართველო სახლია - მილტონ ჰეიგი World Rygby-ს მეორე ეპიზოდში საქართველოს შესახებ [VIDEO]
IRB-ᕘᕡ
რაგბის წესებში ცვლილებაა
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ რაგბის 100 მილიონი ლარი დაახარჯა [VIDEO]
ნოემბერში ტესტების სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდება
ᓐᓮᓐᓚᓘ ᓞᓠᓝᓒᓠᓐᓛᓐ: ᓛᓘᓚᓘᓝᓜᓘ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓝᓠᓐᓒᓑᓔ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓣᓠᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓘᓡᓗᓕᓘᓡ