ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ტრანსფერებზე მომუშავე სააგენტო "ლაოლამ" საქმიანობა განაახლა

ჩვენს საფეხბურთო სამყაროში ვის არ სმენია აკა ტონიას შესახებ. მის მიერ განხორციელებული ტრანსფერები, ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელებისა, მუდამ საინტერესო იყო. აკა ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მისი სააგენტო "ლაოლა" კვლავ ამოქმედდა, რაშიც აკას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა ირაკლი ვაშაკიძემ თავისი წვლილი შეიტანა.

ირაკლისთან საუბარი მისი კარიერით დავიწყეთ, მერე კი სატრანსფერო ამბებზე ვილაპარაკეთ.

- ჩემი საფეხბურთო კარიერა "სამტრედიადან" იწყება, მერე იყო: "ზოოვეტი", ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", სალონიკის "არისი", ბოლნისის "სიონი", "თბილისი", აზერბაიჯანული "თურანი" და "გაბალა", ბოლოს კი მარტვილის "მერანი". ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ელგუჯა გუგუშვილმა. კარიერას თვალს რომ გადავავლებ ხოლმე, უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ალბათ უკეთესიც შეიძლებოდა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დავრჩი და ჩემი მეგობრის, აწ გარდაცვლილი აკა ტონიას მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო ბიზნესის სააგენტო "ლაოლაში" ვმუშაობ. აკა 2004 წელს გახდა ფიფას ლიცენზირებული აგენტი და იმავე წელს ჩემი ტრანსფერი განახორციელა სალონიკის "არისში". სხვათა შორის, ეს "ლაოლას" პირველი ტრანსფერი იყო. აკასთან შეთანხმებული ვიყავი, ფეხბურთელობას რომ დავასრულებდი, მის სააგენტოში ვიმუშავებდი და ამ სიტყვის ერთგული დავრჩი.

- ჩვენში საფეხბურთო ტრანსფერებზე არაერთი სააგენტო მუშაობს, "ლაოლაზე" რას გვეტყვით?

- აკას მამა, თეიმურაზ ტონია ფიფას აგენტია და ტრანსფერებზე ის მუშაობს. მე კი სააგენტოს გენერალური დირექტორი ვარ და მას ვეხმარები. აკა შარშან, აგვისტოში გარდაიცვალა. ეს დიდი ტრაგედია იყო, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები დათრგუნულები ვიყავით. უკვე ავმოქმედდით, განვაახლეთ ვებგვერდი, რომელიც უფრო მეტად დაიხვეწება და ამ ზამთრის შესვენებისას ტრანსფერებსაც განვახორციელებთ.

- ახალს რას სთავაზობთ ფეხბურთელებს?

- აკამ ჩვენს ფეხბურთში მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა: თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ჯერ დუშან უჰრინის, შემდეგ კი რაინერ ცობელის ჩამოყვანა; კლაუს ტოპმიოლერთან პირველად აკამ დაიწყო მოლაპარაკება და საქართველოში მუშაობაზე დაიყაბულა, მერე კი საქმეში ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო. ექტორ კუპერის ჩვენს ნაკრებში მუშაობაც აკას მოგვარებული საქმე იყო, ისევე, როგორც თბილისის "ამერიდან" ჩეხეთში, პლზენის "ვიქტორიაში" დიმიტრი ტატანაშვილის გადასვლა.

პირველ რიგში, გვინდა ის, რომ მოთამაშეებმა კონტრაქტის პირობებით პროფესიონალ ფეხბურთელებად იგრძნონ თავი. ეს ეხება როგრც ფინანსურ, ასევე იურიდიულ მხარეს. ჩვენ ფეხბურთელებსა და ახალბედა ტალანტებს მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. კლიენტთან ურთიერთობას არ ვამთავრებთ მისი ერთი კლუბიდან მეორეში გადაყვანით. მოთამაშის კონტრაქტს იურიდიულად ვაწესრიგებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფეხბურთელის უფლებები სრულად იყოს დაცული. ტრანსფერის შემდეგაც ვაგრძელებთ ურთიერთობას ფეხბურთელთან და მას ბოლომდე მხარში ვუდგავართ.

უცხოელი პარტნიორები გვყავს: ესპანეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, შვედეთში, პოლონეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში... ჩვენი კლიენტები უცხოელი ფეხბურთელებიც არიან.

- ქართული კლუბები ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერისას სააგენტოებს თითქმის არ მიმართავენ, რასაც ზოგჯერ პრობლემები მოჰყვება ხოლმე.

- სამწუხაროდ, უმეტესად ასეა, ჩვენს კლუბებს ურჩევნიათ, სააგენტოების გვერდის ავლით იმუშაონ ტრანსფერებზე. ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, როცა კონტრაქტი იურიდიულად სათანადოდ არ არის გამართული და უმეტესად ფეხბურთელი ზარალობს.

- ჩვენებურებიდან რომელი ცნობილი სახეა "ლაოლას" კლიენტი?

- გიორგი შაშიაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი... ვმუშაობთ ალექსანდრე გოგობერიშვილისა და კიდევ სხვათა ტრანსფერებზე. იანვრიდან მასშტაბურად ვიწყებთ მუშაობას და ჩვენი კლიენტი არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გახდება.

- გავიგე, რომ შაშიაშვილის ტრანსფერზე მუშაობთ. გიორგი ამ ზამთარს შეიცვლის კლუბს?

- მას ბერძნულ "ერგოტელისთან" სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი. შაშიაშვილით ცნობილი ბერძნული და პოლონური კლუბები არიან დაინტერესებული და ვნახოთ. შესაძლოა, ტრანსფერი ამ ზამთარს გახერხდეს, თუ არა, სეზონის დასრულებამდე მოვიცდით.

- ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ხშირად ესწრებით. შარშან თავადვე თამაშობდით და რა სხვაობას, რა პრობლემას ხედავთ?

- ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მოედნის საფარი და ცარელი ტრიბუნებია. კარგ მოედანს ფინანსები სჭირდება, რომლის დეფიციტსაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენი კლუბები კვლავაც განიცდიან. ვფიქრობ, სწორი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელია ტრიბუნების შევსება. თავადვე ვიყავი ფეხბურთელი და მერწმუნეთ, ძალიან ძნელია ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში. გულშემატკივარი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ფეხბურთის ფედერაცია მთავრობასა და ჩვენს კლუბებს შორის ერთგვარი ხიდი უნდა იყოს და მეტად იზრუნოს, რათა ჩვენს ფეხბურთში ბიზნესისთვის უფრო სასურველი გარემო შეიქმნას.

ვფიქრობ, სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული ზვიად სიჭინავას და თუ ამ მიმართულებას გააგრძელებს, საქმე უფრო უკეთ იქნება. ერთიც მინდა აღვნიშნო, ძალიან მახარებს თემურ ქეცბაიას გუნდის წარმატებები, რომლის დასტური რვამატჩიანი წაუგებელ სერიაა. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ასაკობრივი ნაკრების, განსაკუთრებით კი ეროვნული გუნდის წარმატებები. რაც მეტი წარმატება ექნებათ ნაკრებებს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ფეხბურთელების ფასი და მეტად დაფასდება უცხოეთში ჩვენი ფეხბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

27 VAშHAKIDძE

სატრანსფერო საქმე. ინტერვიუ ირაკლი ვაშაკიძესთან

ლაოლა შაშიაშვილის ტრანსფერსაც გვპირდება

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა