კობი ბრაიანტი რეკორდს უახლოვდება
კობი ბრაიანტმა ამ ცოტა ხნის წინ რეკორდი დაამყარა აცილებული ტყორცნების რაოდენობით, გუშინ კი უფრო მნიშვნელოვანი მიღწევით იწონებდა თავს - მას კარიერაში 32 ათასი ქულა დაუგროვდა. მარტო პირველ ნახევარში "ლეიკერსის" ლიდერის ანგარიშზე 19 ქულა იყო, სულ კი კალიფორნიელებმა დროის ამ მონაკვეთში 67 ქულა მიითვალეს. "ატლანტას" დაცვაში არაფერი გამოუვიდა, რადგან "ლეიკერსმა" პირველ ტაიმში ტყორცნების 61.4 პროცენტი მოათავსა კალათში, მთლიანად მატჩში კი ეს მაჩვენებელი 54 პროცენტს შეადგენდა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლები დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდნენ მეტოქეს. მესამე მეოთხედი მათ 13:0 გაქცევით დაიწყეს და 15-ქულიანი ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს. მაგრამ "ლეიკერსმა" ერთხელაც არ მისცა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება - ყოველთვის, როცა "ატლანტა" ერთი შეტევის მანძილზე უახლოვდებოდა მეტოქეს, სტუმრები ყოველ ჯერზე ზრდიდნენ სხვაობას. ძალიან დაეხმარა გუნდს ჰილი, რომელმაც მეორე ტაიმში 18 ქულა დააგროვა.

რაც შეეხება ბრაიანტს, ახლა მის ანგარიშზე 32 001 ქულაა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში სამ საუკეთესო სნაიპერს შორის მოსახვედრად მას სამასზე ნაკლები ქულა სჭირდება. ამ შემთხვევაში ბრაიანტი გაუსწრებს მაიკლ ჯორდანს, რომელსაც კარიერაში 32 292 ქულა აქვს მოპოვებული. მატჩის შემდეგ 36 წლის ბრაიანტმა განაცხადა: "ეს არის 19-წლიანი დაძაბული მუშაობის შედეგი".

NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერია ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387 ქულით, მეორეზე იმყოფება კარლ მელოუნი - 36 928 ქულა.

ატლანტა-ლეიკერსი 109:114

20:31, 32:36, 31:24, 26:23

ა: მილსეპი (29+4 ჩაჭრა), ტიგი (23), ჰორფორდი (15+8 მოხსნა), სეფოლოშა (10+9 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (28), ბუზერი (20+10 მოხსნა), ჰილი (18+10 მოხსნა), იანგი (17), ლინი (15+10 პასი).

"იუტას", როგორც იქნა, გამოუჩნდა მწვრთნელი, რომელსაც მატჩების მოგება უნდა და არა უბრალოდ პირველი რიგიდან კალათბურთის ყურება. ქუინ სნაიდერს მსაჯებთან კამათი და თავის შეგირდებზე ხმის აწევა დასჭირდა იმისთვის, რომ გამოეცოცხლებინა თავისი გუნდი პირველ ტაიმში ნაჩვენები ფერმკრთალი თამაშის (11 შეცდომა და 33 პროცენტი რეალიზაცია) შემდეგ.

უკვე მესამე მეოთხედში "ჯაზმენები" სხვანაირად გამოიყურებოდნენ, თამაშიდან 13 ტყორცნა გამოიყენეს, აქედან ოთხი - სამქულიანი იყო. "ოკლაჰომამ" მასპინძლების ასეთ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა და მეოთხე მეოთხედი ფორმალობად გადაიქცა.

იუტა-ოკლაჰომა 98:81

14:23, 26:19, 32:17, 26:22

ი: ბერკსი (20+14 მოხსნა), ბერკი (17+9 პასი), კანტერი (16+15 მოხსნა), ჰეივორდი (13), ფეივორსი (10+7 მოხსნა).

ო: ლემბი (19), ადამსი (11+8 მოხსნა), ჯექსონი (10+7 პასი).

წელს "საკრამენტოსა" და "ნიუ ორლეანს" ეხერხებათ მოგებული მატჩების დათმობა. ამიტომაც მათ შეხვედრაში ინტრიგა ბოლომდე იყო შენარჩუნებული. და ისევე, როგორც "პორტლენდთან" მატჩში, "ნიუ ორლეანის" რიგებში გადამწყვეტ მომენტებში თამაში საკუთარ თავზე არა ენტონი დევისმა, არამედ ტაირიკ ევანსმა აიღო. ამჯერად, ეს კარგად გამოუვიდა.

თავდაპირველად რთული შესვლა გამოიყენა მას შემდეგ, რაც "კინგზმა" ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა. შემდეგ კაზინსმა უპასუხა სამქულიანი შეტევით და სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლო იერიშში ევანსმა ბოლომდე შეინარჩუნა ბურთი და რთული საშუალო ტყორცნა შესრულა, რომელიც ზუსტი იყო და "საკრამენტოს" აღარ დაუტოვა თამაშის გადარჩენის შანსი.

საკრამენტო-ნიუ ორლეანი 100:106

27:20, 27:25, 15:31, 31:30

ს: კაზინსი (24+17 მოხსნა), გეი (15+5 პასი), ტომპსონი (15+9 მოხსნა), კოლისონი (13+11 პასი), კასპი (13).

ნ-ო: დევისი (28+9 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (22), ევანსი (18+6 მოხსნა+5 პასი), გორდონი (17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლეიკერსმა" მაგარი თამაში ჩაატარა, "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
ჯამალ მარის მაგარი მატჩი და "დენვერის" მეორე გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა