ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს ლეგიონერებზე ახალი ლიმიტი ემატება
ჯანო ანანიძის პოზიცია მოსკოვის "სპარტაკში" მას მერე შეირყა, რაც ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის თასზე გუნდთან ერთად შორეულ აღმოსავლეთში წასვლაზე უარი განაცხადა.

ჯანომ კარგა ხანს დუბლებში ითამაშა, რადგან დასჯილი იყო. ცოტა ხნის წინ ჩვენებური პირველ გუნდში კი დააბრუნეს, თუმცა ჯერ იქ არ უთამაშია.

ქართველი ფეხბურთელის მომავალი "სპარტაკში" კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება - დიდი შანსია, 2015/16 წლების სეზონიდან რუსეთში ლეგიონერებზე ასეთი შეზღუდვა დაწესდეს - 10+15, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 ფეხბურთელიდან 10-ზე მეტი ლეგიონერის ყოლა კლუბს აეკრძალება. სამაგიეროდ, ახლა თუ მხოლოდ 7 ლეგიონერის თამაში შეიძლება ერთდროულად, მომავალში 10-ივეს შეეძლება გამოსვლა.

მოსკოვის "სპარტაკში" დღეისათვის 13 ლეგიონერი ირიცხება და კვოტის დაწესების შემდეგ "სპარტაკს" მათი ნაწილის გაშვება მოუწევს.

Sports.ru: "სპარტაკში" დამკვიდრების არც ისე კარგი პერსპექტივა აქვს ჯანო ანანიძეს, რომელმაც გარისკა და კონფლიქტში შევიდა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რის გამოც დუბლებში გაუშვეს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, ზამთრის და განსაკუთრებით, ზაფხულის სელექციის დროს".

რა შეიძლება მოხდეს ანანიძის შემთხვევაში, თუ ის 10-ეულში ვერ მოხვდება?

ერთი ვარიანტი მისი განათხოვრებაა. გასული სეზონი ჯანომ "როსტოვში" იჯარით გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო პრემიერლიგაში საგოლე პასებით. მაგრამ 10-ლეგიონერიანი ლიმიტი სხვა რუსულ კლუბებსაც ეხებათ, არა მარტო "სპარტაკს". იგივე "როსტოვს" უფრო მეტი ლეგიონერი ჰყავს, ვიდრე "სპარტაკს". 15 ლეგიონერი ჰყავს მოსკოვის "ლოკომოტივს", რომლის ქართველით დაინტერესებაზეც ბოლო დროს საუბრობდნენ.

მეორე ვარიანტი ანანიძის რომელიმე ევროპულ გუნდში გაყიდვაა, თუმცა, თუ მან ამ სეზონში არ ითამაშა, დაინტერესებაც ნაკლები იქნება.

ასე რომ, "სპარტაკს" არ აწყობს ანანიძის სათადარიგოთა სკამზე "დალპობა".

პრემიერლიგაში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - საბა კვირკველია "რუბინის" ღირსებას იცავს. "რუბინს" 10 ლეგიონერი ჰყავს. მომავალში რა მოხდება, ძნელი სათქმელია, ამ ეტაპზე საბას ლიმიტი არ ემუქრება.

Myst
ტვინი ნუ მ*****ით რა ამ "რუსეთის ნაკრებზე თქვა უარი"-თ,როდის თქვა?სად თქვა?გამოიძახეს რუსეთის ნაკრებში და ამან უარი უთხრა?ახალგაზრდული კიდე შეიძლება მარა აზრზე ვინც არ ხართ ფეხბურთის გეტყვით რომ თუ მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს თამაშები ჩატარებული ფეხბურთელს მაინც შეუძლია ნაკრების შეცვლა,არ გამოგადგებათ ეგ "აპრავდანიად".არ ვარგა და მორჩა,სპარტაკის ვერცერთ მწვრთნელზე ვერ იტყვის კაცი რო ამას შანსი არ მისცა,კარპინიც ათამაშებდა თავის დროზე,იაკინიც ათამაშებდა რო მოვიდა (სანამ ზემოაღნიშნულ ******* გააკეთებდა) და წეღან ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნეს ნაკრებში ამის ნორმალური თამაში არ მახსოვსო რასაც 100% ვეთანხმები.თუნდაც ოქრიაშვილთან რო გავავლოთ პარალელი,იმასაც აკლია პროფესიონალიზმი მარა ფაქტია რო ნაკრებისთვის იმ ბიჭს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ყოველთვის,ამას კიდე შემტევი ნახევარმცველი ჰქვია და 2-3 წელია ნაკრებში კაცი არ მოუტყუებია.დავიღალეთ რა ამაზე სტატიებით ტვინი ნუ წაიღეთ
ქუთათელი
ჯანო ნამდვილი ქართლოსია, მან ეს კაცობაში დაამტკიცა და მიტომ გვიყვარს ასე ეს კარგი ქართველი პატრიოტი. ჯანო ღმერთი დაგეხმაროს ყველა შენს მიზნებში. ამინ.
Alex
აეწვა აქ ხალხს, უაზრობებს წერენ.
abc
რამ გაგბოროტათ ხალხო, თანაც ახალგაზრდები ხართ ალბათ, რატომ არა გაქვთ ერთმანეთთან სოლიდარობის, რომ არ ვთქვა სიყვარულის გრძნობა, იმის მაგივრად რომ მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდა ქართველ ბიჭს, რომელმაც უარი თქვა რუსეთის ნაკრებში გამოსვლის პერსპექტივაზე საქართველოს სანაცვლოდ, და შეიძლება ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ეხლა დუბლებშია გადაყვანილი, ყოველი მისი წარუმატებლობა გახარებთ, და არა მარტო მისი, ყველასი ალბათ, იმიტომ რომ თვითონ ხართ წარუმატებლები და ბოროტები
17
მაგხელას გოჭს უნდა ჭამდეს ფეხბურთელი. ეხლა არ დაიწყოთ მესიც პატარააო!
shoda
თქვე დალოცვილებო, ან ისეთი რამე თქვით, რომ ცოტა აზრი იყოს თქვენს ნათქვამში,ანდა დამუწეთ პირი და უაზრობების ლაპარაკს შეეშვით!
Saba
1 კარგი თამაში მაინც გამახსენეთ ნაკრებში კარგად რო ეთამაშოს, ოფიციალურებზე მაქვს საუბარი. კი ინდომებს ეს ბიჭი მარა ეგრე დაუშვილი და გელაშვილისც ინდომებენ. აი რა იცის ზედმეტმა პიარმა. კიდე კაი პროფესიონალი მაინცაა და ოქრიაშვილივით არაა
Zurab
ქობულეთში დაუბრუნდეს ჩელეს!
Besarioni
სრულიად ვეთანხმები გაგას.
ბოლო თამაშში მაგრა ჩაისვარა
ასეა
gaga
ჯანოს არ სპართაკის თბილისის დინამოს ღირსიც არაა, ვერ თამაშDობს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა