ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: როგორია უკაპიტნო "ბაიერნი"?

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: როგორია უკაპიტნო "ბაიერნი"?

101-ე ჩრდილოური დერბი, კისლინგი ცილერის წინააღმდეგ, რიბერის მე-100 გოლის მოლოდინში...
ფოტო: სერიოზული მოტივაცია ექნება ფრანკ რიბერის, რომელსაც "ბაიერნის" მაისურით ოფიციალურ მატჩებში 99 გოლი აქვს გატანილი

ორკვირიანი პაუზის შემდეგ მე-12 ტურით გაგრძელდება ბუნდესლიგის გათამაშება. ტურში განსაკუთრებით გამორჩეული შეხვედრა არ არის, მაგრამ რამდენიმე მატჩი ინტერესს იწვევს...

"ჰოფემ" ჩემპიონს გამოცდა უნდა მოუწყოს

"ბაიერნი" 17-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრას და უდავო ფავორიტადაც მოვნათლავდით, რომ არა ტრავმების ეპიდემია, რომელმაც ბოლო დროს, დარია ხელი ხოსეპ გვარდიოლას გუნდს.

ამ კვირას იყო ინფორმაციები ფილიპ ლამის, მანუელ ნოიერისა და ტომას მიულერის დაზიანებების შესახებ. ამ ტრიოდან ლამის თამაში გამორიცხულია - ის მინიმუმ, სამი თვე ვერ გავა მოედანზე. ნოიერმა უკვე დაიწყო ვარჯიში და არც მიულერის ტრავმა ჩანს სერიოზული.

ასეა თუ ისე, გვარდიოლას შემადგენლობის კიდევ ერთხელ გადახალისება მოუწევს. სავარაუდოდ, ლამის ადგილს ნახევარდაცვის ცენტრში სებასტიან როდე დაიკავებს, თუმცა არ არის გამორიცხული ერთი საყრდენით (ჩაბი ალონსო) თამაში.

სერიოზული მოტივაცია ექნება ფრანკ რიბერის, რომელსაც "ბაიერნის" მაისურით ოფიციალურ მატჩებში 99 გოლი აქვს გატანილი და მისგან საიუბილეო გოლს ელიან.

"ჰოფენჰაიმი" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორჯერ დამარცხდა, თან ამ მატჩებში შარშანდელივით აურია დაცვაში - შვიდი გოლი გაუშვა, იმდენი, რამდენიც წინა ცხრა ტურში ერთად აღებული. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ამ ფაქტორის გამოყენებას შეეცდება.

"ბაიერნის" სასარგებლოდ სტატისტიკაც ლაპარაკობს - "ჰოფენჰაიმთან" 12 მატჩში რეკორდმაისტერი არასოდეს დამარცხებულა.

ცენტრალური მატჩი გელზენკირხენშია

ტურის ცენტრალურ მატჩად შეიძლება "შალკესა" და "ვოლფსბურგის" დუელი მოვნათლოთ. წესით, ეს გუნდები კონკურენტები უნდა ყოფილიყვნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობა ცხრას უდრის. "ვოლფსბურგი" შეუჩერებლია - ზედიზედ შვიდი ოფიციალური მატჩი (ექვსი ბუნდესლიგაში) აქვს მოგებული და საშუალოდ სამ გოლზე მეტს იტანს.

"შალკე" ვალდებულია, სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებაზე იფიქროს, მაგრამ სხვა სადარდებელი აქვს - მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური, რომელშიც რობერტო დი მატეოს გუნდი შინ მიიღებს "ჩელსის".

ამ ტურნირზე "მეშახტეებს" გარანტირებული არაფერი აქვთ, ამიტომაც ლონდონელებთან მაქსიმალური მონდომება მართებთ, არადა, კრიზისში მყოფ "შალკეს" წელს ორ ფრონტზე ბრძოლა არ გამოსდის და, შესაძლოა, ამ ორი მატჩიდან ერთ-ერთის მსხვერპლად შეწირვა დასჭირდეს. ისე კი არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "შალკეში" დი მატეოს მოსვლის შემდეგ გუნდმა ყველა მატჩი მოიგო შინ.

წესით, მხიარული თამაში გველოდება, რადგან ამ გუნდების ყოველი მერვე დარტყმა აღწევს მიზანს. სავარაუდოდ, ინიციატივა "ვოლფსბურგის" მხარეს იქნება, რადგან იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "შალკე" თითქმის ყველა მატჩში ჩამორჩება მეტოქეს დარტყმების რაოდენობით - ბუნდესლიგის ოთხ შეხვედრაში "მეშახტეებმა" ჯამში 35-ჯერ დაარტყეს და მეტოქეებს 79-ჯერ დაარტყმევინეს.

გაიტანს თუ არა კისლინგი?

"შალკესგან" განსხვავებით, "ლევერკუზენს" თითქმის მოგვარებული აქვს საქმე ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომაც შეუძლია ბუნდესლიგაში მდგომარეობის გამოსწორებაზე იფიქროს. თან "ფარმაცევტები" მოულოდნელ უშუალო კონკურენტს - "ჰანოვერს" ხვდებიან, რომელიც ზედიზედ სამი მოგებით და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ყოფნით იწონებს თავს.

თან რონ-რობერტ ცილერმა ამ სამ მატჩში გოლი არ გაუშვა და ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრაშიც "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი. ამ ფონზე საინტერესო იქნება ცილერისა და შტეფან კისლინგის დუელი. "ლევერკუზენის" ფორვარდი 814 წუთია ვერ ახერხებს გოლის გატანას.

"ლევერკუზენს" ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და თუ შაბათს სამ ქულა აიღებს, პირველ ოთხეულში ჩაანაცვლებს თაიფუნ ქორქუთის გუნდს. მაგრამ ერთიც არის - ამ გუნდების ბოლო 13 შეხვედრაში სტუმარს არ მოუგია.

ბორუსიებს იოლი მატჩები აქვთ

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" წინა ტურში წააგო სეზონში პირველი მატჩი და ახლა, განწყობა "აინტრახტთან" საშინაო შეხვედრაში უნდა გამოიკეთოს. ეს იოლი ამოცანა ჩანს, რადგან ფრანქფურტელებს ზედიზედ ოთხი წაგება აქვთ და თან 11 მატჩში 23 გოლი გაუშვეს - ასეთი შედეგი გუნდს 19 წელია არ ჰქონია.

"გლადბახს" კი ნახევარდაცვაში გრანიტ ჯაკა უბრუნდება, გარდა ამისა, 10 მატჩია (6 მოგება, 4 ფრე) არ მარცხდება შინ ბუნდესლიგაში.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები სულ ახლახანს შეხვდნენ ერთმანეთს გერმანიის თასზე და "ბორუსიამ" სტუმრად 2:1 მოიგო.

"გლადბახთან" მოგების შემდეგ, "დორტმუნდი" ვალდებულია სტუმრად მოუგოს "პადერბორნს". ეს თუნდაც თავმოყვარეობის საკითხია - პირველი ბუნდესლიგის აბსოლუტური დებიუტანტი ვიცე-ჩემპიონზე მაღლა დგას ცხრილში.

წინა ხაზში იურგენ კლოპს თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, სამაგიეროდ, ბევრი კითხვის ნიშანია დაცვის ხაზში, სადაც ტრავმირებული მატს ჰუმელსი და სოკრატის პაპასტატოპულოსი ვერ ითამაშებენ.

ამ შეხვედრას ერთი საინტერესო დეტალი ახლავს თავს: "პადერბორნის" ფეხბურთელები - ბაკალორცი, დუკში, ჰუნემაიერი, კრუზე, საგლიკი და ვრანჩიჩი "დორტუნდის" ყოფილი დაწუნებული მოთამაშეები არიან და ბუნებრივია, ეცდებიან ყოფილ კლუბს ძველი წყენა შეახსენონ.

101-ე ჩრდილოური დერბი

დაბოლოს, ერთი პრინციპული დაპირისპირებაა გათამაშების ცხრილის ქვემოთ მყოფ გუნდებს შორის - 101-ე ჩრდილოურ დერბიში გაარკვევენ ურთერთობას "ჰამბურგი" და "ვერდერი".

ბრემენელთა სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს: ახალი მწვრთნელის ვიქტორ სკრიპნიკის ხელმძღვანელობით "ვედერმა" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი მოიგო და აღმავლობის გზაზეა, გარდა ამისა, მან ბოლო ექვს მატჩში ხუთჯერ დაამარცხა "ჰამბურგი", თან ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვა.

ამ გუნდებს შორის წინა 100 მატჩში 297 გოლი გავიდა, ასე რომ, მე-300 გოლია მოსალოდნელი...

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური

შაბათი.22 ნოემბერი

ბაიერნი-ჰოფენჰიამი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, პისარო - კასტელსი.

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 მატჩი: +8=4-0 (28-10)

შალკე-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: აოგო

ტრავმა: გიფერი, კოლაშინაცი, დრაქსლერი, გორეტცკა, ფარფანი - ფელიპე, ოხსი.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 მატჩი: +11=13-10 (48-43)

გლადბახი-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - ტრაპი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 80 მატჩი: +27=22-31 (117-127)

მაინცი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვოლშაიდი, ჰოფმანი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 მატჩი: +7=3-2 (21-8)

ჰანოვერი-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფელიპე, სტანკევიჩუსი, ანდრეასენი, ჰოფმანი - პაპადოპულოსი, რაინარტცი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 მატჩი: +5=10-15 (30-55)

პადერბორნი-დორტმუნდი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბერტელსი, ამედიკი, ვემერი, პეპიჩი - ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, ბლაშჩიკოვსკი, ჟი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

პირველად თამაშობენ

კიოლნი-ჰერტა 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რისე, ჰელმესი - ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პეკარიკი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 48 მატჩი: +23=9-16 (84-64)

კვირა. 23 ნოემბერი

ჰამბურგი-ვერდერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იანსენი, ბაისტერი - ბარგფრედე.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 100 მატჩი: +31=33-36 (148-149)

შტუტგარტი-აუგსბურგი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: შვააბი, დიდავი, აბდელაუე, იბიშევიჩი - დე იონგი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი.

მატჩი

+2=1-3 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 მატჩი: +3=0-3 (9-12)

ბომბარდირები:

6 - გიოტცე (ბაიერნი), დი სანტო (ვერდერი), ოკაზაკი (მაინცი), მიულერი (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი); 5 - კრუზე (გლადბახი), ლევანდოვსკი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს

წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა

[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა

აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია

ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა

"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია

"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?

საქართველო 4:2 აზერბაიჯანი

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: უიღბლო "დორტმუნდი", უიღბლო როისი [VIDEO]

ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (3:2 პენ.) - გოლეადორის აცილებული პენალტი [VIDEO]

ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

Kicker: შტეგან კისლინგი ფეხბურთიდან ზამთარში წავა

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს

კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...

ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"

"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი

ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბორუსიამ" ისევ წააგო და ფსკერზე დაეშვა [VIDEO]

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" დაფრინავს, "დორტმუნდი" ქულებს და ლიდერებს კარგავს [VIDEO]

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა