22 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" ძიუდოისტთა მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება - ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატი
22 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" ძიუდოისტთა მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება - ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატი.

ეს პირველობა წლეულს მეორედ იმართება, თუმცა ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელი მიენიჭა. შეჯიბრება კვლავაც ბავშვებში - 1997-98 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ტარდება.

შარშანდელმა ტურნირმა, რომელიც თბილისური "შევარდენის" გამარჯვებით დამთავრდა, დიდი ინტერესი გამოიწვია და წლეულს მკვეთრად გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა - 26 კლუბია დარეგისტრირებული. გაზრდილია საპრიზო ფონდიც, რომელიც უკვე 14 ათასი ლარია.

მოგეხსენებათ, საკლუბო სისტემაზე გადასვლა ქართული სპორტის სადღეისო მოთხოვნაა - სპორტის სახეობების უმეტესობა ვერაფრით ახერხებს ამ სისტემის შემოღებას. ძიუდო ერთ-ერთი პირველი მერცხალია, რომელმაც პირველი ნაბიჯი ნამდვილად გადადგა ამ გზაზე და როგორც გითხარით, ჯერ კიდევ შარშან ჩაატარა საკლუბო პირველობა.

მართალია, ჯერ მხოლოდ ჭაბუკებში ატარებენ, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაისად უფროსებშიც ჩატარდეს.

მით უფრო, ორი სოლიდური კლუბი უკვე გვყავს - შსს და "საგარეჯო", რომლებიც წლეულსვე, სულ მალე - 20 დეკემბერს ევროპის საკლუბო პირველობის პირველ ლიგაში ჩაებმებიან.

იმედია, სხვა კლუბებიც შეიქმნება და მართლაც ღირსეული ტურნირი ჩატარდება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. მაშინ ჩვენი სპორტსმენები უცხოეთში კი არ წავლენ კლუბებში საჭიდაოდ, პირიქით, იქაურები ჩამოვლენ აქ, შედეგად კი ძიუდოს ქართველი ქომაგი მიიღებს კარგ საჩუქარს - უშუალოდ ნახავენ არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიოს წამყვანი ძიუდოისტების ჭიდაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..