წელს განსაკუთრებით თავი თბილისელმა თეოდორა კახიანმა და ქუთაისელმა მიხეილ მარდალეიშვილმა გამოიჩინეს

ახალგაზრდა ქართველმა მუშკეტერებმა წლეულს რამდენიმე შეჯიბრებაში იყოჩაღეს.

განსაკუთრებით მოხმალავეებმა - თბილისელმა თეოდორა კახიანმა და ქუთაისელმა მიხეილ მარდალეიშვილმა გამოიჩინეს თავი.

თეოდორამ საქართველოს პირველობა ჯერ კადეტებში, შემდეგ უფროსებშიც მოიგო, ქვეყნის თასსაც გამოჰკრა ხელი. თურქეთის თასიც დაიმსახურა, ხოლო ევროპის თასის ერთ-ერთ ეტაპზე სოფიაში მესამე ადგილზე გავიდა. მარდალეიშვილმა საქართველოს ჩემპიონატში, ირანის თასსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს თასის ეტაპზე მესამე ადგილები დაიკავა, კონტინენტის თასის გათამაშებაზე ორჯერ რვა საუკეთესოში მოხვდა.

ამჟამად ევროპელ თანატოლთა შორის რეიტინგით მეცხრამეტეა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ 2010 წლის შედეგების შეჯამების შემდეგ ორივე მოხმალავე წლის საუკეთესო მოფარიკავედ დაასახელა. ახლა ისინი ახალი სეზონისთვის მონდომებით ემზადებიან თბილისში. მარდალეიშვილი თანაგუნდელებთან და უკრაინის ნაკრების წევრებთან ერთად ნაახალწლევს ბაკურიანს გაემგზავრება საერთო ფიზიკური მომზადების გასავლელად, 15 იანვრიდან კი უკრაინელ კოლეგებთან ერთად კიევში განაგრძობს ერთობლივ წვრთნას.

საგულისხმოა, რომ უკვე 7-8 იანვარს კახიანი იტალიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვა, მარდალეიშვილი კი იანვრის ბოლოს ლონდონში ევროპის თასის ეტაპზე იასპარეზებს.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, შოთა დარასელიას ქალიშვილი - რაპირაში სპორტის ოსტატი მანანა დარასელია რამდენიმე წლის წინათ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მისი მეგობრებისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინიციატივითა და თანადგომით მეორედ გაიმართა მანანა დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ვეტერანთა შორის. საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ხათუნა ჭუმბურიძე, 2. ინგა ფრანგიშვილი, 3. ირინა სალუქვაძე და ხათუნა მამუკაშვილი.

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე