"ბაიერნმა" ზედიზედ მე-18 მატჩი არ წააგო და მდევართან 7 ქულამდე გაზარდა უპირატესობა
* ბასტიან შვაინშტაიგერი 132-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს.

* "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში 2800-ე გოლი გაიტანა.

* კისლინგმა 859-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

* ბომბარდირთა დავაში გიოტცე და მაიერი დაწინაურდნენ 7-7 გოლით.

ბუნდესლიგაში საჩემპიონო ინტრიგა თანდათან ქრება - "ბაიერნი" ისევ იგებს, მისი კონკურენტები კი ქულებს კარგავენ. ამასობაში, "დორტმუნდი" ისევ გასავარდნ ზონაში დაეშვა, თან წლის ბოლომდე გამოაკლდა მარკო როისი...

"ბაიერნს" პრობლემა არ აქვს

მიუნხენის "ბაიერნმა" 18 მატჩამდე აიყვანა თავისი წაუგებელი სერია. ბოლო დროს ბევრი იწერებოდა ბუნდესლიგის ლიდერის წამყვანი მოთამაშეების ტრავმების შესახებ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ლამსა და ალაბას თუ არ ჩავთვლით, მასპინძლების შემადგენლობა ოპტიმალური იყო.

სხვათა შორის, პირველად "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ, ერთდროულად ვიხილეთ ძირითად შემადგენლობაში რიბერი და რობენი. ლამის არყოფნაში, რომელიც სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს, პეპ გვარდიოლამ ერთი საყრდენით თამაში არჩია, თუმცა გიოტცე ხშირად იხევდა უკან და უნარიანად ეხმარებოდა ჩაბი ალონსოს. ასე რომ, კაპიტნის ტრავმას დიდად არ შეუცვლია სათამაშო სქემა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო მომენტი: "ბაიერნი" მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს უთმობდა მეტოქეს და კონტრშეტევებზე აგებდა თამაშს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გვარდიოლას მორიგი ექსპერიმენტი იყო.

"ჰოფენჰაიმის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის წინასწარ წაგებული არ გასულა მოედანზე. სტუმრებმა უარი არ თქვეს ჩვეულ მხიარულ თამაშზე და "ბაიერნს" სახიფათო კონტრშეტევებს სთავაზობდნენ. პირველი საგოლე მომენტიც სწორედ "ჰოფემ" შექმნა, როცა მოდესტემ დაახლოებით ოთხი მეტრიდან თავით დაარტყა, მაგრამ ააცილა. "ბაიერნს" კარგა ხანი ასეთი მომენტი არ ჰქონია და გოლიც მოულოდნელი გაიტანა - გიოტცემ 27 მეტრიდან ეფექტურად დაარტყა და წინ გამოსულ ბაუმანს თავზე გადაუგდო ბურთი.

ამის შემდეგ "ბაიერნის" უპირატესობა აშკარა გახდა. სავარაუდოდ, ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა მე-40 წუთზე რობენმა თავზე დაასვა ბურთი ლევანდოვსკის და მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

მეორე ტაიმში თამაშის დიდი ნაწილი მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი იყო შვაინშტაიგერის შეცვლაზე გამოსვლა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ეს მისი პირველი გამოჩენა იყო ოფიციალურ მატჩში. 132-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება შვაინმა საგოლე პასით აღნიშნა - როდეს გაატანინა. მანამდე კი რობენის გოლი ვიხილეთ.

"ბაიერნმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - 4:0, 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ბურთების შეფარდებით - 49:6. გარდა ამისა, რეკორდმაისტერმა ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა - აქამდე არასოდეს ჰქონდა 12 ტურში მხოლოდ სამი გოლი გაშვებული. "ჰოფენჰაიმმა" კი 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ მიჯრით მესამე მატჩი წააგო.

"ჩვენ გვქონდა პრობლემები შეხვედრის სტარტზე: პირველი 15 წუთი მხოლოდ იმას ვაკეთებდით, რომ მეტოქეს ვაძლევდით ბურთს, - განაცხადა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ. - მაგრამ ამის შემდეგ თამაში დალაგდა. ვფიქრობ, ანგარიში 4:0 ძალიან დიდია ასეთი მატჩისთვის. ტაბლოზე შედეგი არ ასახავს საფეხბურთო მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. ყველაფრის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ".

იხილეთ ვიდეო

კონკურენტები ჩამორჩნენ

ეს ტური "ბაიერნისთვის" იდეალური გამოვიდა, რადგან მისმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. "ვოლფსბურგს" ბევრი უწინასწარმეტყველებდა ზედიზედ მეშვიდე მოგებას გელზენკირხენში, მაგრამ "მგლებისთვის" პირველი 25 წუთი კოშმარული გამოდგა.

ჩუპო-მოტინგის დუბლითა (მეოთხე კარიერაში) და ფუხსის ზუსტი ჯარიმით "შალკე" 3:0 გავიდა წინ. ამის შემდეგ, 32-ე წუთიდან 82-ე წუთამდე მასპინძლებს კარში აღარ დაურტყამთ, "ვოლფსბურგმა" კი ყველაფერი გააკეთა ანგარიშის გასათანაბრებლად. ჯერ კიდევ შესვენებამდე ოლიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ნახევარში კი დარტყმების შეფარდება ოთხი თორმეტთან იყო სტუმრების სასარგებლოდ.

შეცვლაზე შესულმა ბენდტნერმა "ვოლფსბურგის" ისტორიაში მე-900 გოლი გაიტანა, ბოლოს კი ნალდომ ძელს გაარტყა ბურთი. "შალკემ" გაჭირვებით შეინარჩუნა სასურველი ანგარიში და დი მატეომ ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი მოიგო. იტალიელს ახალ პოსტზე სტუმრად სამიდან სამი წაგება აქვს და თუ გასვლაზე ქულების აღებას ისწავლის, შეიძლება "შალკეს" მდგომარეობა გამოსწორდეს კიდეც. ასეა თუ ისე, "მეშახტეებმა" კარგი სამსახური გაუწიეს "ბაიერნს", რომელიც უკვე 7 ქულით დაშორდა "ვოლფსბურგს".

10 ქულამდე გაიზარდა რეკორდმაისტერის უპირატესობა "გლადბახზე", რომელმაც 18-მატჩიან წაუგებელ სერიას ორი მარცხი მოაყოლა. "აინტრახტთან" საშინაო წაგებას სენსაცია შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ფრანკფურტელებს ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდათ, "ბორუსია" კი შინ რვა თვეა, არ მარცხდებოდა. თან, ცოტა ხნის წინ ლუსიენ ფავრის გუნდმა გერმანიის თასზე სტუმრად მოუგო "აინტრახტს".

მასპინძლებისთვის თამაშის დასაწყისი ცუდს არაფერს მოასწავებდა. უკვე მეხუთე წუთზე ნორდტვეიტმა რიკოშეტის დახმარებით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ "ბორუსიამ" თამაშს უკლო, თუმცა პირველ ტაიმში შეინარჩუნა სასურველი ანგარიში.

ყველაფერი მეორე ტაიმის სამწუთიან ინტერვალში შეიცვალა, როცა შტენდერამ ზომერის კარის შორეულ კუთხეში ჩასვა ბურთი, შემდეგ კი მაიერმა დაამატა სეფეროვიჩის დარტყმულს (მაიერი გიოტცესთან ერთად შვიდი გოლით ლიდერობს ბომბარდირებში). "ბორუსია" გონს ვეღარ მოვიდა და ინუიმ მესამე გოლით მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი.

როდის ეშველება "დორტმუნდს"?

ამ ტურის ყველაზე უიღბლო გუნდი "დორტმუნდია". გარდა იმისა, რომ მან თითქმის მოგებულ მატჩში დაკარგა ქულები, კვლავ ხანგრძლივი დროით გამოაკლდა როისი. ფორვარდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეორე ტაიმში ბაკალორცთან შეჯახება. მარკომ მუხლი დაიზიანა და სავარაუდოდ, 2014 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და ლიგის ახალბედა უცნაურ პოზიციებზე შეხვდნენ ერთმანეთთან მატჩს. "პადერბორნი" მოულოდნელად გათამაშების ცხრილში შუაში აღმოჩნდა, "დორტმუნდი" კი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს ცხრილის ქვემოდან ამოსვლას. ქალაქები - დორტმუნდი და პადერბორნი 100 კილომეტრით არიან დაშორებულები ერთმანეთისგან, თან "პადერბორნში" "ბორუსიას" ექვსი ყოფილი ფეხბურთელი გამოდის. ასე რომ, კლუბებს შორის კავშირი საკმაოდ დიდია.

და სწორედ ერთ-ერთმა ექსდორტმუნდელმა საგლიკმა გაათანაბრა ანგარიში მატჩის მიწურულს და მორიგი ქულები დააკარგვინა "ბორუსიას". არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ვერავინ დაიჯერებდა, რომ იურგენ კლოპის გუნდი გამარჯვების გარეშე დარჩებოდა. ორი უპასუხო ბურთი ამის გარანტიას იძლეოდა. მაგრამ მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ბრაიტენრაიტერმა მეორე ტაიმში მოედანზე მეორე ფორვარდი გამოიყვანა; თან, "დორტმუნდი" მოდუნდა, შემდეგ დაიღალა და ისევ გასავარდნ ზონაში დაეშვა.

"ბორუსიასთვის" დიდი შვება ვერ იქნებოდა 2800-ე გოლი ბუნდესლიგაში - უფრო მეტი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს გატანილი.

იხილეთ ვიდეო

დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "ლევერკუზენის" გასვლითი მოგება "ჰანოვერთან", რომელიც სამი ტური გოლს არ უშვებდა. ამ მატჩში ანგარიში კისლინგმა გახსნა, რომელიც 859 წუთი ვერ ახერხებდა გოლის გატანას.

ბუნდესლიგა. XII ტური

22 ნოემბერი

ბაიერნი-ჰოფენჰიამი 4:0

გოლები: 1:0 გიოტცე (22), 2:0 ლევანდოვსკი (39), 3:0 რობენი (82), 4:0 როდე (87)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი (73. დანტე), ბერნატი, ჩაბი ალონსო, რობენი, გიოტცე (78. შვაინშტაიგერი), რიბერი, მიულერი (59. როდე), ლევანდოვსკი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, შტრობლი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ბეკი, შვეგლერი, რუდი, ფოლანდი (71. შიპლოკი), რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (86. კიმი), მოდესტე (71. შალაი)

გაფრთხილება: ბოატენგი, ჩაბი ალონსო - შვეგლერი, ფოლანდი

გაძევება: შალაი (90)

კუთხური: 9-5 ჯარიმა: 18-20 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 17(14)-11(6) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 71 000

გლადბახი-აინტრახტი 1:3

გოლები: 1:0 ნორდტვეიტი (6), 1:1 შტენდერა (54), 1:2 მაიერი (57), 1:3 ინუი (73)

გლადბახი: ზომერი, კორბი, ალვარო დომინგესი, იანტჩკე, ვენდტი, ჯაკა, ნორდტვეიტი (76. ჰრგოტა), ჰანი (66. აზარი), ჰერმანი (76. ტრაორე), რაფაელი, მ. კრუზე

აინტრახტი: ვიდვალდი, ჩენდლერი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, ჰასებე, აიგნერი (90. პიაზონი), შტენდერა (67. კიტელი), ინუი, სეფეროვიჩი (90+2. მადლუნგი), მაიერი

გაფრთხილება: ალვარო დომინგესი - რუსი, ჩენდლერი, ოშჩიპკა, ჰასებე

გაძევება: ჯაკა (90+2)

კუთხური: 8-11 ჯარიმა: 12-20 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 9(1)-25(13) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 54 010

ჰანოვერი-ლევერკუზენი 1:3

გოლები: 0:1 კისლინგი (46), 0:2 სონი (58), 1:2 გიულსელამი (60), 1:3 ბელარაბი (72)

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, პრიბი (75. ალბორნოსი), შმიდებახი, გიულსელამი (83. ბიტენკურტი), ბრიანი, შტინდლი (75. ა. ზობიხი), კიიოტეკე, ხოსელუ

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ბიონიში, ლ. ბენდერი, როლფესი (46. გონსალო კასტრო), ჩალჰანოგლუ, ბელარაბი (84. დრმიჩი), სონი, კისლინგი (90. იედვაი)

გაფრთხილება: გიულსელამი, პრიბი, შმიდებახი - როლფესი

კუთხური: 2-3 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 2-9 კარში დარტყმა: 10(7)-20(11) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 40 800

მაინცი-ფრაიბურგი 2:2

გოლები: 1:0 დიასი (27), 1:1 შმიდი (30), 1:2 მეჰმედი (58), 2:2 ბელი (88)

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, დიასი (86. ნოვესკი), გაისი, პარკი, ხაირო (60. ალაგუი), მალი (72. ჯურიჩიჩი), კოო, ოკაზაკი

ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, ტორეხონი, მიტროვიჩი, გიუნტერი, დარიდა, ჰიოფლერი, კლაუსი (75. ფრანცი), შმიდი, მეჰმედი (84. კერკი), გუედე (61. შაჰინი)

გაფრთხილება: - კლაუსი

კუთხური: 9-3 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 11(8)-10(3) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 28 157

პადერბორნი-დორტმუნდი 2:2

გოლები: 0:1 ობამეიანგი (12), 0:2 როისი (45+1), 1:2 რუპი (60), 2:2 საგლიკი (81)

პადერბორნი: ლ. კრუზე, რაფა, შტროდიკი, ჰიუნემაიერი (35. ჰაინლოტი), ჰარტერცი (80. საგლიკი), რუპი, უალი (46. კაჩუნგა), ბაკალორცი, ვრანჩიჩი, ქოჩი, შტოპელკამპი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, გინტერი, დურმი, გიუნდოგანი, კელი, მხითარიანი (87. რამოსი), კაგავა (58. გროსკროიტცი), როისი (67. იოიჩი), ობამეიანგი

გაფრთხილება: ბაკალორცი, ჰარტერცი, საგლიკი - ობამეიანგი

კუთხური: 1-6 ჯარიმა: 18-12 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 8(3)-13(9) ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 15 000

შალკე-ვოლფსბურგი 3:2

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (10), 2:0 ჩუპო-მოტინგი (22), 3:0 ფუხსი (25), 3:1 ოლიჩი (37), 3:2 ბენდტნერი (74)

შალკე: ფერმანი, ნოიშტედტერი, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, უჩიდა, კირხოფი (72. მარტიპი), ფუხსი, ჰიოგერი, ბოატენგი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი (90. აიჰანი)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში (46. ჰანტი), ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, გილავოგი (63. ჯუნიორ მალანდა), ვიერინია, პერიშიჩი, დე ბრუინი, ოლიჩი (72. ბენდტნერი)

გაფრთხილება: ჰუნტელაარი - ლუის გუსტავო

კუთხური: 2-7 ჯარიმა: 11-17 თამაშგარე: 4-4 კარში დარტყმა: 10(6)-17(9) ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 60 989

კიოლნი-ჰერტა 1:2

გოლები: 0:1 ბეერენსი (28), 1:1 უჯა (58), 1:2 ნდიენგი (86)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (88. ფინე), მავრაი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, გერჰარდტი (46. ოსაკო), ოლკოვსკი, ფოგტი, შვენტო (73. ჰალფარი), უჯა

ჰერტა: კრაფტი, ნდიენგი, ჰეგელერი, ბრუქსი, შულცი, სკიელბრედი, ჰოსოგაი, ბეერენსი, შტოკერი (61. ნიმაიერი), ბენ-ჰატირა (73. ჰარაგუჩი), შიბერი (83. კალუ)

გაფრთხილება: შტოკერი, ნიმაიერი, სკიელბრედი

კუთხური: 3-5 ჯარიმა: 11-17 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(5)-10(4) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 49 200

23 ნოემბერი

ჰამბურგი-ვერდერი 2:0

გოლები: 1:0 რუდნევსი (83), 2:0 ვოლფი (90+3. საკ. კარში)

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, ვესტერმანი, ოშტრჩოლეკი, ბეჰრამი, გუაიდა, ნ. მიულერი (81. გიოტცი), ჰოლტბი (67. რუდნევსი), ვან დერ ვაარტი (86. არსლანი), ლასოგა

ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე (88. ელია), ლუკიმია, გალვესი, გარსია, ბარტელსი, ფრიტცი, კროოსი, იუნუზოვიჩი, ჰაიროვიჩი (57. მაკიადი), პეტერსენი (70. ზელკე)

გაფრთხილება: დიკმაიერი, ვესტერმანი, ვან დერ ვაარტი, ოშტრჩოლეკი - გარსია, მაკიადი, ბარტელსი

გაძევება: ფრიტცი (90)

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 26-23 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 13(8)-12(5) ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 57 000

შტუტგარტი-აუგსბურგი 0:1

გოლი: 0:1 ვერჰაეგი (72-პენ)

შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, რიუდიგერი, ჰლუშეკი, ორიოლ რომეუ, ლაიტნერი (75. სარარერი), ჰარნიკი (76. ტიმო ვერნერი), გენტნერი, კოსტიჩი, გინჩეკი (32. კლაინი)

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ფოილნერი (83. ჰონგი), ბობადილია, ჰალილ ალთინთოფი, ტობიას ვერნერი (88. კაიუბი), მიოლდერსი (60. ჯურჯიჩი)

გაფრთხილება: ორიოლ რომეუ, ლაიტნერი - ტობიამ ვერნერი, ფოილნერი, ვერჰაეგი

გაძევება: შვააბი (27)

კუთხური: 6-3 ჯარიმა: 16-25 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 9(5)-17(6) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 48 200

ბომბარდირები: 7 - გიოტცე (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი); 6 - დი სანტო (ვერდერი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), ოკაზაკი (მაინცი), მიულერი (ბაიერნი); 5 - კრუზე (გლადბახი), ბელარაბი (ლევერკუზენი), ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოლიჩი (ვოლფსბურგი), რობენი (ბაიერნი), სონი (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური

28 ნოემბერი:

ფრაიბურგი-შტუტგარტი

29 ნოემბერი:

აუგსბურგი-ჰამბურგი, ლევერკუზენი-კიოლნი, ჰერტა-ბაიერნი, შალკე-მაინცი, ვერდერი-პადერბორნი, ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი

30 ნოემბერი:

ვოლფსბურგი-ბორუსია (მ), აინტრახტი-დორტმუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მია
ესა ხართ თქვენ, ჟურნალისტები, ფეხბურთის ვაი ექსპერტები, ნახეთ გიოტცეს გოლი, რა თავზე გადაუგდო, რას ბოდიალობთ, კაცმა ცხრიანში უძლიერესი დარტყმით ჩააჭედა ბურთი, ან საერთოდ არააქვს ნანახი ან კიდევ გაგებაში არაა
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (3:2 პენ.) - გოლეადორის აცილებული პენალტი [VIDEO]
"ლევერკუზენმა" ბომბა შეიძინა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: როგორია უკაპიტნო "ბაიერნი"?
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
Kicker: შტეგან კისლინგი ფეხბურთიდან ზამთარში წავა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბორუსიამ" ისევ წააგო და ფსკერზე დაეშვა [VIDEO]
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" დაფრინავს, "დორტმუნდი" ქულებს და ლიდერებს კარგავს [VIDEO]
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა