ქართველი ფეხბურთელი "ვოლინთან" ერთად ხუთეულზე ფიქრობს
"ვოლინისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პროფესიული ლიგის პრესსამსახურს ესაუბრა. ეს ინტერვიუ "ვოლინის" მორიგ მატჩამდეა ჩაწერილი.

- სანდრო, სანამ ნაკრებში წახვიდოდით, თქვენ 4:0 აჯობეთ "ოლიმპიკს". ეს ლუცკელების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო პრემიერლიგაში...

- კარგი განწყობა დაგვრჩა. "ოლიმპიკი" ცუდად არ თამაშობს და ანგარიში არ ასახავს რეალობას, მაგრამ ეტყობა, ჩვენც კარგად განვეწყვეთ მატჩისთვის. ასეთი მოგებები სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება.

- თქვენი თამაშითაც კმაყოფილი ჩანხართ, თან სეზონში პირველი გოლი გაიტანეთ...

- დიახ, ცუდად არ მითამაშია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი, კიდევ შემიძლია მომატება. "ვოლინში" ადაპტაციისთვის დრო ბევრი დამეხარჯა. შეიძლება მოგვიანებით, მაგრამ მაინც ჩავეწერე გუნდის სქემაში.

- რას იტყვით "დნიპროში" გატარებულ წელიწად-ნახევარზე?

- დნეპროპეტროვსკში გატარებული დროიდან მხოლოდ კარგი მახსოვს, ერთის, მაგრამ მთავარის გარდა - ძალიან ცოტას ვთამაშობდი. ამიტომაც დავთანხმდი იჯარით წასვლაზე, მსურს სტაბილურად თამაში.

- არ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენი კონდიციები გაანიავეთ?

- ფეხბურთის თამაში არ დამვიწყებია და ფორმაც შევინარჩუნე. უბრალოდ, სულ სხვა რამაა სათამაშო პრაქტიკა. რადგან ყოველთვის კარგად ვვარჯიშობდი, სათამაშო ტონუსის აღდგენა არ გამჭირვებია.

- რადგან ნაკრებში გიძახებენ, ალბათ, ასეცაა...

- რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები სულ სხვა განზომილებაა. იქ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს იწვევენ. ლეგიონერების თამაშებს საქართველოში აკვირდებიან. მართალია, "დნიპროს" სათადარიგო რომ ვიყავი, მაშინაც მიძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ ახლა თავს უფრო კარგად ვგრძნობ.

- პოლონელებთან 0:4 წააგეთ, მაგრამ გქონდათ მომენტი, რომელსაც შეეძლო თამაშის ჩარხის შეტრიალება...

- პირველ ტაიმში პოლონელებს თითქმის თანაბრად ვეომეთ. არადა, პოლონეთის ნაკრები და მისი ლიდერები ძალიან ძლიერები არიან. დიახ, შემეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარს ავაცილე. რას იზამ... როცა საკუთარ შანსს არ გამოიყენებ, მეტოქე დაგსჯის. მეორე ტაიმში მეტოქემ სტანდარტულებიდან ორი გოლი გაგვიტანა და ამის შემდეგ ნაკრებში ყველაფერი აირია. ამიტომაც მივიღეთ ასეთი უსიამოვნო ანგარიში.

- ძნელია, ალბათ, ამის მერე კლუბში დაბრუნება...

- ყველაფერი ნორმალურადაა, ხდება ხოლმე. უკვე დიდი ხანია, მივეჩვიე, რომ სანაკრებო ამბებიდან საკლუბოზე გადავერთო ან პირიქით. როგორც კი ჩამოვედი, მხოლოდ "მეტალურგთან" თამაშზე ვფიქრობდი.

- "ვოლინს" ბევრი გააქვს და ბევრს უშვებს. ვიტალი კვარციანი ალბათ შემტევების თამაშით უფრო კმაყოფილია...

- სჯობს, ბევრი გაიტანო და გაუშვა, ვიდრე ვერ გაგქონდეს და ცოტას უშვებდე. მწვრთნელიც ასე განგვაწყობს ხოლმე მატჩებზე, თუ აგებ, სჯობს 5:7 წააგო, ვიდრე 0:2.

- მალე ჩემპიონატი შესვენებაზე გავა. რომელი ადგილი დაგაკმაყოფილებთ ზამთრის პაუზის წინ?

- ხუთეული. ვფიქრობ, ამის მიღწევა შეგვიძლია.

status quo
ამას ჰგონია ეს რიჟა წვერი უხდება?რის ფეხბურთელია,კარში ვერ ახვედრებს ბურთს...
jano
Kvelgan sadac Ar shevedi , cavikitze komentebi, da vgijdebi to.. saidan moxvedit es amdeni eqspertebi ?? Sul rogor sheiLeba adamianeბზე ese laparaki? Bicho rogor sheizleba kvelas ro lanძgavt da apurtxebs?! An vin xar Saertod ro adamians pirad sheuracxkopas akeneb??! Tu Ar mogcons tamashi eg ertia Mara rato lanzgav??!! An tu tamashi aრ mogcons gadi da Iket itamashe ! Tfui araperi geshvelebat . Shuglis agsavse internet lomebo !
2014
5:7 რომ წააგო, ე.ი. 5 გოლი უნდა გაიტანო. მაგას ძლიერი თავდასხმის ყოლა ჭირდება. საქართველოში გოლის გამტანი რომ არავინაა, იმიტომ ათამაშებდა ქეცბაია ნაკრებს დაცვიდან. როდემდე უნდა იკვებოთ ამ უაზრო სიტყვებით. ხომ გაიძახიან, ჩვენი რაგბისტები მაგრები არიანო. ძლიერი მაშინ ხარ, ძლიერს რომ ეტამაშები რაღაც დონეზე მაინც. ვისაც ბოლო წლებში ვეთამაშეთ, ძლიერი ირლანდიაა. შედეგი სახეზეა. აბა, იაპონიასთან თანაბარი თამაში ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებს შეუძლია, სადაც რაგბი მეტ-ნაკლებად პოპულარულია.
zveli
სად ნახეთ ეს უსახური ინტერვიუ. ეს როგორც საუბრობს ისე თამაშობს. აზროვნების ნატამალი არ გააჩნია და შემქმნელის პოზიციაზე თამაშობს, ნუ ჭე კლასის გუნდებთან შეიძლება გააქვს, მაგრამ ნაკრების დონეზე ზალიან სუსტია.
გულშემატკივარი
მოკლედ რა..... ნაკრებზე რას იტყვი? სჯობს 0-4 წააგო ვიდრე 0-1????? "ზატო" 0-4-ის შემთხვევაში შეტევებში გაატარო თამაში :)))) აბა ნაკრების 4-5 წაგებული მე არ მინახია და....
Alex
გაიხარე ბრატ! ეგრეა რა, შეტევა უკეთესია ყველანაირად, თუნდაც იმიტომ, რომ სილაჩრეში ვერავინ დაგდებს ბრალს, უტევდნენ ბიჭებიო იტყვიან...
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია