"ვერაფრით ვივიწყებ იმ ორ მომენტს"
სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მილანი" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

თამაში კარგი სანახავი იყო, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტებიც უხვად შეიქმნა, მაგრამ მეორე მხრივ, ხარვეზიც ბევრი იყო - რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, "მილანს" და "ინტერს" კლასი აკლიათ. მოკლედ, "სან სიროზე" მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ დაბალი კლასი...

ტაქტიკური ჭიდილი

თამაში ტაქტიკური თვალსაზრისით მეტად საინტერესო გამოდგა - "ინტერი" ბურთის გაკონტროლებას და მოედნის ცენტრზე გაბატონებას ცდილობდა, "მილანი" კი ფლანგებსა და სწრაფ იერიშებზე აკეთებდა აქცენტს. ფილიპო ინძაგი სწრაფი გარემარბებით ცდილობდა ფონს გასვლას - ჟერემი მენეზი და სტეფან ელ შაარავი მეტწილად გრძელ გადაცემებს იღებდნენ, მათი საქმე კი თამაშის გამწვავება იყო.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე ფერნანდო ტორესი ირჯებოდა, თუმცა ბევრი არაფერი გაუკეთებია. მოკლედ, "მილანი" ფლანგებს მიენდო და ეს ლოგიკურიცაა, რადგან ნაიჯელ დე იონგის და რიკარდო მონტოლივოს არყოფნაში, ბურთის დამჭერი ფეხბურთელები ნაკლებად ჰყავს.

ამჯერად, საყრდენ ხაზს მიკაელ ესიენი და სალი მუნტარი ამაგრებდნენ, თუმცა საუკეთესოდ ვერ წარმოჩინდნენ. განსაკუთრებით კი, ეს მუნტარიზე ითქმის, რომელმაც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.

სამაგიეროდ, "ინტერმა" გააკეთა აქცენტი ბურთის დაჭერაზე, რაც არავის გაჰკვირვებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდს შუა ხაზში მატეო კოვაჩიჩი ჰყავს. გამთამაშებლად კოვაჩიჩი გყავდეს და აქცენტს ფლანგებზე აკეთებდე, სწორი არჩევანი არ უნდა იყოს.

მეორე ნახევარში ერნანესიც ჩაერთო თამაშში და თუ მათ ზდრავკო კუზმანოვიჩს და ფრედი გუარინს დავუმატებთ, ერთობ ტექნიკურ ნახევარდაცვას მივიღებთ, რომელსაც ბურთის დაჭერა არ უნდა გაუჭირდეს. შესაბამისად, "სან სიროზე" ტაქტიკური ჭიდილი ვიხილეთ და ამ ჭრილში, თამაში მართლაც საინტერესო სანახავი გამოდგა.

თამაში

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. დასკვნითი ნაწილი მაინც "როსონერის" უპირატესობით წარიმართა და შესაძლოა, ამიტომაც მატჩის შემდეგ უფრო კმაყოფილნი "ინტერისტები" ჩანდნენ.

ანგარიში ჟერემი მენეზმა დიდებული დარტყმით გახსნა, საგოლე პასი კი მას სტეფან ელ შაარავიმ გაუკეთა. "ინტერის" გოლი თითქოს არსაიდან მოვიდა, ობი მიკელი საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა.

გატანის ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან სტეფან ელ შაარავიმ და თანაც ორჯერ; "ინტერიდან" კი მაურო იკარდი სცოდავდა. სულ ბოლოს, ანდრეა პოლის მიეცა შანსი, მაგრამ მიზანმა მასაც უმტყუნა.

რობერტო მანჩინიმ გუნდის გაძლიერება ერნანესის თამაშში ჩართვით სცადა, ფილიპო ინძაგის პასუხი კი ტორესის კეისუკე ჰონდათი ჩანაცვლება გახლდათ. ერნანესმა ნაკლებად და ჰონდამ კი დაგვამახსოვრა თავი - რამდენჯერმე მწვავედ შეუტია და ერთხელ გატანაც შეეძლო. მთლიანობაში, საინტერესო მატჩი გამოვიდა, მაგრამ მწარე რეალობას ვერსად გავექცევით: დღეს "ინტერს" და "მილანს" კლასი აკლიათ.

ეს აღარაა ის "მილანი", რომელშიც სულ ახლო წარსულში რიკარდო კაკა, ანდრეი შევჩენკო და ფილიპო ინძაგი ბრწყინავდნენ და შესაბამისად, აღარც ის "ინტერია", სადაც შემტევ ტრიოს დიდებულ ფორმაში მყოფი ვესლი სნეიდერი, სამუელ ეტო'ო და დიეგო მილიტო ქმნიდნენ. გუშინ ელ შაარავიმ და იკარდიმ საუცხოო მომენტები გააფუჭეს, მეკარეებთან პირისპირ დარჩენილებმა ბურთი ჩარჩოში ვერ მოახვედრეს - ინძაგი და ეტო'ო ასეთ ეპიზოდებში, პრაქტიკულად, არ ცდებოდნენ...

ფილიპო ინძაგი ("მილანის" მწვრთნელი): "კარგი თამაში გამოვიდა, რომელიც ალბათ ლოგიკური შედეგით დასრულდა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და შესაბამისად, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები. თუმცა სატურნირო ცხრილის ყურება არაფერს მოგვცემს, ხარვეზები უნდა დავინახოთ და ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთ გავისარჯოთ. ორივე გუნდი რეკონსტრუქციის ფაზაშია და შესაბამისად, შეცდომა ბევრი იყო.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა როგორც აღმასვლა, ისე ჩავარდნა. მთავარია, რომ მონდომება არავის აკლდა, დანარჩენი კი დროის ამბავია. ფერნანდო ტორესს უჭირს თავის გამოჩენა, მაგრამ მას ბოლომდე ვენდობი. ხშირად ვიხსენებ ერნან კრესპოს შემთხვევას, რომელსაც ორი თვე ვერ გაჰქონდა გოლი, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდო და არც უნანია; კრესპომ გაიტანა და შემდეგ ვეღარც გააჩერეს. ტორესი დაიწყებს გატანას, ამაში დარწმუნებული ვარ".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "ბიჭებს მადლობა ეკუთვნით, რადგან თავი არ დაუზოგავთ და მთლიანობაში, კარგი თამაში აჩვენეს. მით უმეტეს, ტაქტიკური მოდელი შევცვალეთ და ახალ სქემასთან შესაგუებლად სულ ხუთი დღე ჰქონდათ. დერბის განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს და სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის რთულია. გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო.

გუნდის გადაწყობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მთავარი სამუშაო წინ გველის, თუმცა ამასთან, ქულები გვჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ვიბრძოლოთ. მადლობა "ინტერის" ქომაგებს, ძალიან თბილად მიმიღეს და დადებითად დამმუხტეს. ჩვენ ერთად დავუბრუნებთ გუნდს ძველ დიდებას".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ვერაფრით ვივიწყებ სტეფან ელ შაარავის და ანდრეა პოლის მომენტებს, მოგების შემთხვევაში ხომ ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ფეხის ნაბიჯზე მივუახლოვდებოდით. არა უშავს, ასე უნდა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად მოვა.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჭიქა ნახევრად სავსეა, რადგან ჩვენს თამაშში პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. სილვიო ბერლუსკონის ველაპარაკე და ისიც კმაყოფილია. ფილიპო ინძაგის ნდობის სრული მანდატი აქვს და დარწმუნებული ვარ, მის ხელში გუნდი დიდ მიზნებს შეეჭიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ფინანსური პრობლემების გამო "ანთალიასპორი" ნასრისა და მენეზს დაემშვიდობება
იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: პირველად 2003 წლის შემდეგ
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
[PHOTO] ელ შაარავის საცოლემ ბარძაყზე ფეხბურთელის სურათი დაიხატა - რას წერს ლუდოვიკა სოციალურ ქსელში
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.
ელ შაარავიმ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ანთალიასპორმა" სამუელ ეტო'ოს კონტრაქტი გაუწყვიტა
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
ელ შაარავი "რომაში" ბრუნდება
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
ელ შაარავი "რომას" დატოვებას არ აპირებს
ტრანსფერ ONLINE: 1 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ამორიმი, გლასნერი ან იასლე - ვინ ჩაიბარებს "მილანს"?
ფეხბურთელები, რომლებსაც ახალ ზიდანს უწოდებდნენ - რა დაემართათ ფრანგ ტალანტებს?
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
ფილიპო ინძაგი "სალერნიტანას" უთავკაცებს
ჟერემი მენეზის მეძავთან გართობის ვიდეო გავრცელდა და გუნდიდან გარიცხეს [VIDEO]
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ელ შაარავი "რომაში" დაბრუნდა
La Gazzetta dello Sport: რანიერიმ დღეს კვარაცხელიას შესაჩერებლად ასეთი გეგმა მოიფიქრა
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი