პლეი ოფის საგზურები დღესაც იქნება
25 ნოემბერს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი განახლდება - 4 ჯგუფში მე-5 ტურის მატჩები გაიმართება. ამ ჯგუფებში საგზურების ნახევარი უკვე დარიგებულია.

რეალურად, დღეს კიდევ ორ გუნდს შეუძლია პლეი ოფის საგზურის წინასწარ დაბევება. ესენია "ჩელსი" და "შახტარი". ეს სხვებსაც შეუძლიათ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თამაშზე არ არიან დამოკიდებულნი.

E ჯგუფი: პრესტიჟის საქმე

მიუნხენის "ბაიერნს" თავი ქუდში აქვს - ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა საწყის 4 ტურში იმარჯვა და პლეი ოფის საგზურიც გაინაღდა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიბევა. მიუხედავად ამისა, ახლა მას სხვების ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თუკი დღეს "ბაიერნი" მანჩესტერში იმარჯვებს, დიდი ალბათობით, დაასამარებს ინგლისის ჩემპიონის იმედებს.

მეორე მხრივ, "ბაიერნს" შეუძლია "სიტი" "თამაშში დატოვოს". მოკლედ, ბავარიული გუნდი სხვების ბედ-იღბლის გამგე გახდა, მაგრამ მან ეს წინა ტურებში საუკეთესო თამაშით დაიმსახურა.

თქმა არ უნდა, რომ ცენტრალური დაპირისპირება რუსეთშია, სადაც ცსკა რუდი გარსიას "რომას" მასპინძლობს. გუნდებს 4-4 ქულა აქვთ და მათთვის ეს დაპირისპირება "ექვსქულიანთა" კატეგორიიდანაა.

ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თამაშები ყოველთვის პრესტიჟული იყო, როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის".

რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "რომა" ყოველთვის "რომაა". ევროპაში ახლა ჩვენზე ძლიერი ბევრი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. პირველ მატჩში მეტოქეს კარგად მოვუგეთ და ეს ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს. სიმართლე ითქვას, ფრე ცუდი შედეგი არ იქნება".

ცსკა-რომა 21:00

სიტი-ბაიერნი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 4 4 0 0 11-1 12

2. რომა 4 1 1 2 7-11 4

3. ცსკა 4 1 1 2 5-9 4

4. სიტი 4 0 2 2 4-6 2

F ჯგუფი: "ბარსა" კუნძულზე

თუკი წინა ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლა მაინც დუღს და გადმოდუღს, აქ თითქმის ყველაფერი გარკვეულია: "პარი სენ-ჟერმენი" და "ბარსელონა" უკვე სამშვიდობოს არიან. ვის დარჩება ამ ორში პირველი ადგილი, რომელიც პლეი ოფში გარკვეულ უპირატესობას (ხვდები სხვა ჯგუფის მეორეადგილოსანს და თან საპასუხო მატჩს შინ თამაშობ) იძლევა - აი, ჯგუფში შემორჩენილი ორი ინტრიგიდან ერთ-ერთი.

ლორან ბლანის გუნდს მცირე უპირატესობა აქვს ლუის ენრიკეს სამწყსოსთან. მეორე ინტრიგა კი მესამე ადგილს და ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს უკავშირდება - "აიაქსი" თუ აპოელ-ი.

გიორგოს დონისი (აპოელ-ი): "ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" კვიპროსშია ლიგის მატჩის სათამაშოდ, დიდებულია. მათ ჩვენ პირველ შეხვედრაში ურიგოდ არ ვეთამაშეთ, მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს. შინ ვართ და ჩვენი სიძლიერე უნდა ვაჩვენოთ. ჩემი გუნდის მეიმედება".

აპოელ-ი-ბარსელონა 23:45

პსჟ-აიაქსი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 4 3 1 0 6-3 10

2. ბარსელონა 4 3 0 1 8-4 9

3. აიაქსი 4 0 2 2 3-7 2

4. აპოელ-ი 4 0 1 3 1-4 1

G ჯგუფი: დი მატეო უკან არ იხედება

დღევანდელი ჯგუფებიდან ეს ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით ყველანაირი ინტრიგა შერჩა: არც ერთი საგზური არ გათამაშებულა და ჯერ არც ერთ გუნდს არ დაუკარგავს პლეი ოფის შანსი.

რა თქმა უნდა, ნაკლები შანსია, რომ ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" ყველაფრის გარეშე დარჩეს, მაგრამ ჯერ არც "ლურჯების" ბოლო ადგილზე გასვლა გამორიცხულა თეორიულად. უფრო რეალურად კი, მოურინიოს გუნდი მაინც აშკარა ფავორიტია. საკმარისია, "ჩელსიმ" გელზენკირხენში მოიგოს და საგზური ხელთ აქვს. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" თავკაცი რობერტო დი მატეო ადრე "ჩელსის" მწვრთნელი იყო.

ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მწვრთნელი): "აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ რობერტო დი მატეოზე ვილაპარაკო. მოდი, მატჩზე ვილაპარაკოთ. კარგი იქნება, თუკი დღესვე მოვიპოვებთ საგზურს, რადგან დეკემბერში ძალიან ბევრი თამაში გველის და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადადება არ ივარგებს. ჩემი გუნდი კარგად თამაშობს ყოველ მატჩში, მაგრამ თავისით და იღბლის წყალობით არაფერი მოდის. ძალიან კარგად რომ ვთამაშობთ, ამიტომაც ვართ პირველ ადგილზე, როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში".

რობერტო დი მატეო ("შალკეს" მწვრთნელი): "ახლა მიუნხენსა და 2012 წელზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მუდამ წინ იხედება და არა წარსულში".

შალკე-ჩელსი 23:45

სპორტინგი-მარიბორი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 4 2 2 0 9-2 8

2. შალკე 4 1 2 1 8-9 5

3. სპორტინგი 4 1 1 2 8-8 4

4. მარიბორი 4 0 3 1 3-9 3

H ჯგუფი: პორტუს პირველი უნდა

"პორტუ" პლეი ოფშია, ხოლო დონეცკის "შახტარი" მიზნამდე ერთ ნაბიჯზეა - საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად ქცეული ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს და საკმარისია, ფრე ითამაშოს და ისიც პლეი ოფშია.

"ბილბაოს" მაქსიმუმი კი ევროპალიგის პლეი ოფის საგზურია. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგაში გამოფხიზლდა. ასე რომ, არც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ველოდოთ მისგან სუსტ თამაშს.

ხულიელ ლოპეტეგი ("პორტუს" მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, შეცდომა დავუშვათ და ბატე-ს სერიოზულად არ მივუდგეთ. ამ კლუბმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და არც "ბილბაოს" დამარცხებაა იოლი საქმე. დიახ, ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ პირველი ადგილის დაკავება გვსურს, რომ პლეი ოფში ძალიან ძლიერ მეტოქეებს ავცდეთ. ამიტომაც ჩვენთვის სამი ქულა უმნიშვნელოვანესია".

ერნესტო ვალვერდე ("ბილბაოს" მწვრთნელი): "ჩვენი მიზანია, კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ქულები გვჭირდება, რადგან ევროპალიგაზე ასპარეზობის გაგრძელება გვსურს".

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი): "არაფერს ნიშნავს, რომ "ატლეტიკს" ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა უფრთხილდება თავისი კლუბის პრესტიჟს. მათ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ, მაგრამ აქ საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოიყვანეს".

ბატე-პორტუ 21:00

შახტარი-ბილბაო 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 4 3 1 0 12-3 10

2. შახტარი 4 2 2 0 14-2 8

3. ბატე 4 1 0 3 2-19 3

4. ბილბაო 4 0 1 3 2-6 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zzz
ბავარია!!!!!! ბაიერნი>(არაა აუცილებელი დიდი ანგარიში)
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს