მილიონი ევრო გათამაშდა
ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა შეინარჩუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. სოჭში გამართული საჩემპიონო მატჩის მე-11 პარტიაში სკანდინავიელმა თეთრი ფიგურებით დაამარცხა ინდოელი ვიშვანათან ანანდი, რის შემდეგაც ანგარიში გახდა - 6.5:4.5 და მე-12 პარტიის ჩატარება საჭირო აღარ გახდა.

მე-11 პარტიაში დიდოსტატებმა ესპანური პარტია გაითამაშეს. სამი საათის განმავლობაში დაფაზე პოზიცია თანაბარი იყო, სანამ ანანდმა ერთ-ერთი კომბინაციისას შეცდომა არ დაუშვა, რამაც კარლსენს უპირატესობა მოუპოვა. სულ მალე ინდოელი დანებდა მეტოქეს.

"რაღაც მომენტში გარისკვა გადავწყვიტე, მაგრამ რისკმა არ გაამართლა. კარლსენმა შეცდომები არ დაუშვა. აღარაფერი მრჩებოდა - ვა-ბანკზე უნდა წავსულიყავი. საერთო ჯამში, მთელი საჩემპიონო მატჩის განმავლობაში კარლსენი ჩემზე უკეთ თამაშობდა", - აღიარა ანანდმა.

მატჩის საპრიზო ფონდი იყო მილიონი ევრო.

კარლსენი პირველად ჩემპიონი გასული წლის ნოემბერში გახდა, როცა ინდოეთში 6.5:3.5 დაამარცხა ანანდი. 2014 წლის მარტში ინდოელმა პრეტენდენტთა ტურნირი მოიგო და კარლსენთან მეორედ შეხვედრის უფლება მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ანანდი VS კარლსენი: ჩენაიში მშვიდობაა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენის მარში, ანანდის ფიასკო
მაგნუს კარსლენი თითქმის მსოფლიოს ჩემპიონია
დიდებული მაგნუს კარლსენი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია!
ნანა ძაგნიძის ბრინჯაო და ლევან ფანცულაიას სენსაცია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა