23 ნოემბერს, ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა
23 ნოემბერს, ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა.

სუპერლიგასა და "ვერცხლის ლიგაში" IV ტურის შეხვედრები გაიმართა.

გასულ კვირას დაწყებული სუპერლიგის მეოთხე ტური გუშინ გამართულმა ორმა დაპირისპირებამ დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა უპრობლემოდ მოახერხა DHL-ის დამარცხება, ანგარიშით 9-2 და მიმდინარე გათამაშებაში სამიდან სამი მოგება დაუგროვდა. კვლავ არ კარგავს ქულებს ჩემპიონატის ფავორიტი მფკ "ნატახტარი".

გუშინ, "საქართველოს უნივერსიტეტთან" გამართულ შეხვედრაში, ჩემპიონი ორჯერ აგებდა, თუმცა გამოცდილების ხარჯზე მაინც მოახერხა მატჩის სათავისოდ დასრულება და ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვება, 3-2.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურის ორი შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართა. ჩემპიონატის საუკეთესო დაპირისპირებად შერაცხულ მატჩში "პროგრეს ბანკი" "პსპ"-ს დაუზავდა 5-5, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ბათუმის "დინამოს" სძლია - 4-0.

23.11.2014. სუპერლიგა. IV ტური

შსს - DHL GEORGIA 9-2

გოლები: ინჯგია (5), ივეჩიანი (1), ცნობილაძე (1), კაკაშვილი (1), ლუკავა (1) - ღონღაძე (2)

მფკ ნატახტარი - UG 3-2

გოლები: გოგოხია (1), დარჩია (1), სეფერთელაძე (1) - მეკოკიშვილი (1), ჯანგავაძე (1)

არასრული მეოთხე ტური გაიმართა "ვერცხლის ლიგაში". ზედიზედ მეორედ დამარცხდა დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი, რომელმაც ამჯერად "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდთან დათმო, 0-3.

პირველი გამარჯვება იზეიმა ბანკი "რესპუბლიკის" გუნდმა, რომელმაც "ივერიაბეთს" მოუგო უშანსოდ, 7-1. სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა "ბი პი ჯორჯიამ", რომელიც "ვითიბი" ბანკის მეორე გუნდთან დამარცხდა, 1-2.

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება, "ბაქსვუდსა" და "პროკრედიტ ბანკს" შორის, სადაც გამარჯვება "ბანკირებს" ხვდათ წილად, 3-1.

23.11.2014.ვერცხლის ლიგა.IV ტური

ტატიშვილი - საქართველოს ბანკი 2 0-3

გოლები: ჯაკობია (1), ხუციშვილი (1), ჯოხაძე (1)

ვითიბი ბანკი 2 - BP GEORGIA 2-1

გოლები: ბუსხრიკიძე (1), სულაძე (1) - კუჭუაშვილი (1)

ბანკი რესპუბლიკა - ივერიაბეთი 7-1

გოლები: ზერეკიძე (4), დიასამიძე (2), თეთრაძე (1) - გაგოშიძე (1)

ბაქსვუდი - პროკრედიტ ბანკი 1-3

გოლები: თ. უგრეხელიძე (1) - სნიმშჩიკოვი (1), თურმანიძე (1), გიორგი გვასალია (1)

ამავე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა უკვე მომდევნო კვირას, 30 ნოემბერს გაიმართება:

კოლიერსი - სნიკერსი

რუსთავი 2 - კრედო

საქრუსენერგო - GWP

გუშინვე, სუპერლიგისა და "ვერცხლის ლიგის" მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ. სუპერლიგაში ეს პატივი ერგო "საქართველოს უნივერსიტეტის" მეკარეს, ბაჩო გოგიშვილს, რომელიც ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMA, საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" მეკარის ორიგინალი მაისურით დაჯილდოვდა. "ვერცხლის ლიგის" მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელს, ლადო ასათიანს (ბაქსვუდი) თაფლი "მეფუტკრის" პროდუქცია გადაეცა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - sportall.ge, adami.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია