კრუიფი მესის არ ცნობს?
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმაზე, თუ ვინ იმსახურებს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს. კრუიფის აზრით, ყველაზე მეტად "ოქროს ბურთი" ეკუთვნის გერმანიის ნაკრების ზოგიერთ ფეხბურთელს, რომლებმაც წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

"პირადად მე "ოქროს ბურთს" გერმანიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს მივცემდი. მაგალითად, ძალიან მომწონს ფილიპ ლამის თამაში. შესაძლოა, თვალში არ გხვდებოდეს მისი მოქმედება, მაგრამ თითქმის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია და მრავალი წლის განმავლობაში "ბაიერნის" ლიდერი გახლავთ. მანუელ ნოიერი - განსაკუთრებული მეკარეა, რომელიც ასევე იმსახურებს ასეთ აღიარებას", - აცხადებს კრუიფი.

ამასობაში, ესპანურმა გამოცემა "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა თავის მკითხველებში იმის გასარკვევად, ვინ არის საუკეთესო მეკარე იმათგან, ვის გვერდითაც უთამაშია "ბაიერნის" ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს.

შეგახსენებთ, ამასწინანდელ ინტერვიუში მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ბავარიას" მეკარე მანუელ ნოიერი ბევრით აღემატება იმ გოლკიპერებს, ვისთანაც მას კარიერაში უთამაშია.

"მარკამ" მკითხველებს შესთავაზა არჩევანის გაკეთება ნოიერს, "რეალის" მეკარე იკერ კასილიასსა და სხვა გოლკიპერებს შორის. გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ რესპონდენტთა 58.9 პროცენტი კასილიასს ანიჭებს უპირატესობას. მეორე ადგილზე ნოიერი გავიდა 16.3 პროცენტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
სტოიჩკოვი: ვან გალი იდიოტია, ბევრი ფეხბურთელი დაღუპა
კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა
"მფრინავი ჰოლანდიელი" - ესპანეთში ჯერ ტანსაცმლის ბრენდი შექმნა, მოგვიანებით თანამედროვე ფეხბურთსაც ჩაუყარა საძირკველი