ინტერვიუ "მაიამი ჰიტის" ლიდერთან
"მაიამი ჰიტი" უკვე შვიდი მატჩია თავისი ტრავმირებული ლიდერის, დუეინ უეიდის გარეშე თამაშობს. შესაბამისად, ფლორიდელ მცველს საკმარისი დრო რჩება ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის.

გთავაზობთ უეიდის ბოლო ინტერვიუს ფრაგმენტებს, რომელშიც ის ლაპარაკობს დერიკ როუზზე, კობი ბრაიანტზე, "მაიამიში" მიმდინარე ცვლილებებზე, საკუთარ სათამაშო ევოლუციაზე და ა. შ.

- ახალგაზრდობაში დაფრინავდით მოედანზე, თუმცა სიფრთხილისკენ მოგიწოდებდნენ. რამდენად ითვალისწინებდით ამ რჩევას და შესაბამისად, ზრუნავდით საკუთარ ორგანიზმზე?

- არ მგონია, რომ ვინმე საერთოდ ფიქრობს ამაზე, სანამ რაიმე სერიოზული არ მოხდება. ჩემთვის ამ საკითხში ათვლის წერტილი გახდა მხარზე გადატანილი ოპერაცია. მას შემდეგ სხვანაირად ვუყურებ საკუთარ ჯანმრთელობას. მძიმე ტრავმა და ოპერაცია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ მსგავსი შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. და მხოლოდ ასეთი ინციდენტების შემდეგ კალათბურთელები, როგორც წესი, იცვლიან საკუთარ შეხედულებას.

- დღეს აქტიურად განიხილავენ დერიკ როუზის გამონათქვამს საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვის შესახებ, რათა კარიერის დასრულების შემდეგ ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს. ბევრი ამ ფრაზას ასე აღიქვამს: კალათბურთელს არ სურს მაქსიმალურად დაიხარჯოს მოედანზე. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

- როცა ისეთ მძიმე ტრავმას მიიღებ, როგორიც როუზს ჰქონდა, ცნობიერება იცვლება. ამას ვერაფერს მოუხერხებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გიყვარს კალათბურთი და სრულად არ იხარჯები მოედანზე. უბრალოდ, უკვე იცი, რომ ასეთი რამ ერთხელ მოხდა და შეიძლება კიდევ მოხდეს. და იწყებ შორეულ პერსპექტივაში საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს. ეს არის ადამიანის აზრთა სვლის გარდაუვალი მსვლელობა.

- დღეს ხარ 21 ან 22 წლის და საკუთარი თავი უნაკლოდ მიგაჩნია. მეორე დღეს კი იღვიძებ და გრძნობ, რომ თურმე სუპერმენი აღარ ხარ. რამდენად მტკივნეულია ამის გაცნობიერება ელიტური დონის პროფესიონალი სპორტსმენისთვის?

- რაღაც მომენტში ყველა იწყებს ფიქრს მომავალზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ხდება 19 ან 20 წლის ასაკში. უფრო ზედა ასაკშიც კი, სანამ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების პიკზე ხარ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაგაჩნია, ასეთი ფიქრები არასოდეს გეწვევა. ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ - რა იქნება მომავალში.

მაგრამ გარკვეულ მომენტში ყველა იწყებს სამყაროს სხვა თვალით აღქმას. არავის ანიჭებს სიამოვნებას იმის დანახვა - როგორ იბრძვიან პარტნიორები ტრავმის მიღების ფასად. და უნებურად მათი წვალება შენზე გადმოდის. ამ მომენტში გეუფლება შეგრძნება - შესაძლოა, ოდნავ უნდა მოუკლო ტემპს და შეცვალო საკუთარი საქციელი, რათა ეფექტური იყო კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად უნდა დაიჭირო მომენტი და უმტკივნეულოდ გადაიტანო ახალგაზრდა მოთამაშიდან ვეტერანად გადასვლა.

- როგორ მიმდინარეობს "მაიამი ჰიტის" ტრანსფორმაცია ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ?

- ეს ძალიან საინტერესო პროცესია და მისთვის საუკეთესო განსაზღვრების მონახვა რთულია. გუნდმა დაიწყო უკეთესობისკენ გარდასახვის გზა, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ. ჩვენ ჯერ ისევ გამოგვყვა სეზონებს შორის შესვენებისას მიღებული იმედგაცრუება.

მაგრამ NBA-ში ნებისმიერი გუნდი განწირულია იმისთვის, რომ გადაიტანოს რთული პერიოდი და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხვდები - სინამდვილეში რას წარმოადგენ. სირთულეების გადალახვის შემდეგ გუნდი სხვანაირი ხდება. მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი. ჩვენი თამაში ჯერ დაუხვეწავია. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო დალასში გამარჯვება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მტკივნეული საშინაო წაგება "ინდიანასთან".

ეს ტიპური აღმასვლისა და ჩავარდნის მომენტებია, რომლებიც ჩემპიონატის დროს ხდება, მაგრამ ახლა ჩვენ ამას ოდნავ სხვანაირად აღვიქვამთ. განსაკუთრებით, ეს გვეხება მე და კრის ბოშს. ჩვენთვის მიმდინარე სეზონი ნამდვილი გამოცდა უნდა გახდეს, რადგან ეს ჩემპიონატი საერთოდ არ ჰგავს წინა ოთხს.

- მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ახლა "მაიამი" აღარ არის საერთო ყურადღების ცენტრში და ყოველი ვარჯიში ან მოთელვა არ გეჩვენება დაუსრულებელი სატელევიზიო რეალითი-შოუს მორიგ სერიად...

- და ეს კარგია! ჩვენ არ გავურბოდით ტელეკამერების ობიექტივებსა და აჟიოტაჟის სხვა ატრიბუტებს, რაც მაშინ "ჰიტის" განუყრელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიღებდით და ვიყენებდით ამას, მაგრამ ახლა თავიდან მოვიცილეთ ეს დაჟინებული ყურადღება. შესანიშნავად მესმის, რომ "ხმაური" ხელოვნურად იყო გაბუქებული. ახლა ამით კლივლენდელი ბიჭები დატკბნენ. NBA-ში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. დღეს ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ფეხდაფეხ დაგყვებიან, ხვალ კი არავის სჭირდები.

- დიახ, მართალი ხართ, გარშემო ყველაფერი იცვლება. დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ სასტარტო სეზონში დუეინ უეიდი გამთამაშებლის როლს ასრულებდა...

- უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, გამთამაშებელი არ ვყოფილვარ, მაგრამ მის ფუნქციებს ვასრულებდი მოედანზე. სახალისო იყო NBA-ში კარიერის დაწყება "არამშობლიურ" პოზიციაზე.

- დაბრძენებული მამაკაცივით ლაპარაკობთ. არადა, სულ რაღაც 32 წლის ხართ...

- ასეთია ჩვენი სამყაროს რეალობა - ერთნაირი პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. გაიხსენეთ, რამდენი სიახლე მოგვიტანა ტექნიკურმა პროგრესმა NBA-ში ჩემი დებიუტის მომენტიდან დღემდე. იგივე ხდება კალათბურთში. თვალი უნდა ვადევნოთ ყველანაირ ცვლილებას და ფეხი უნდა ავუწყოთ დროს. მიაქციეთ ყურადღება, რამდენი კალათბურთელი არ არის დღეს დასაქმებული ლიგაში. ბევრ მათგანზე შეიძლება თქმა: "როგორ, ის არ თამაშობს? მას უნდა გაეგრძელებინა გამოსვლა". მაგრამ ისინი აქ აღარ არიან.

ახლა კი შეხედეთ კობი ბრაიანტს. ის აგრძელებს თავის გზას და რჩება კობი ბრაიანტად, ვითარდება კალათბურთთან ერთად - ტრავმებისა და ჩავარდნების მიუხედავად. მიაქციეთ ყურადღება: აი ეს არის სათამაშო დღეგრძელობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
ჯიმი ბატლერმა დუეინ უეიდის ცოლის პიკანტურ ფოტოზე დააკომენტარა
მშვიდი მკვლელი
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა