"ბარბაროსებმა" ამ დღეს პირველი შეხვედრა გამართეს. მათ ჰართპულში "როვერსს" 9:4 მოუგეს...

1890 წელი

"ბარბაროსებმა" ამ დღეს პირველი შეხვედრა გამართეს. მათ ჰართპულში "როვერსს" 9:4 მოუგეს.

"ბარბაროსები" ვილიამ პერსი კერპმელმა დააფუძნა და ექვსი წლის განმავლობაში კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდის ბაზაზე ფუნქციონირებდა. 1890 წელს ბრენდმა "ბარბაროსებმა" სრულიად განსხვავებული დანიშნულება შეიძინა. სხვადასხვა კლუბებიდან მოთამაშეების რეგულარულად მიწვევის თაობაზე გაადაწყვეტილება 1890 წლის 9 აპრილს, ბრედფორდის სასტუმრო "ალექსანდრას" რესტორანში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

"ბარბაროსებმა" მალე გაითქვეს სახელი მთელს ბრიტანეთში და წელიწადში მინიმუმ ექვს მატჩს მართავდნენ, პენართში, კარდიფში, სუონსიში, ნიუპორტში, ლესტერსა და მიდლენდში.

1948 წელს კი "ბარბაროსები" ავსტრალიის ნაკრებთან სათამაშოდ მიიწვიეს. "ვოლაბები" მაშინ ევროპულ ტურნეში იმყოფებოდნენ და ინგლისის, ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ითამაშეს.

მალე "ბარბაროსებთან" თამაში ბობოლა სარაგბო ქვეყნების გუნდებისთვის ტრადიციად იქცა. მათ სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა, რადგან იმთავითვე ითვლებიდა, რომ ძველი, ნაღდი სარაგბო ტრადიციების მატარებლები და დამცველები იყვნენ.

"ბარბაროსებმა" პირველ დიდ წარმატებას 1973 წლის 27 იანვარს მიაღწიეს, როცა კარდიფში, "არმს პარკზე" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს - 23:11. იმ მატჩში ყველა დროის საუკეთესო ლელო გერეთ ედვარდსმა გაიტანა.

1895 წელი

"ბარბაროსებმა" ჩრდილო-აღმოსავლეთის სამმატჩიან ტურნეში "საუთ-შილდს" 27:5 მოუგეს.

1919 წელი

"ნიუპორტმა" ყველასთვის მოულოდნელად "ბარბაროსები" მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 19:0. ეს, იმ დროსითვის, შოკის მომგვრელი ამბავი იყო. თუმცა, მალე ახსნაც მოუძებნეს, "ნიუპორტის" 12 მოთამაშე უელსის ნაკრების წევრი ყოფილა.

1920 წელი

"კარდიფმა" უელსის დედაქალაქში, უმძიმეს ბრძოლაში დამარცხა "ბარბაროსები" - 6:5. ეს იყო ამ გუნდების ბოლო მატჩი, რომელიც შობის დღის ზეიმის შემდეგ გაიმართა.

1943 წელი

"დომინიონსმა" ლონდონის კლუბების ნაკრებს რიჩმონდში, საშობაო მატჩში 13:9 მოუგო. გამარჯვებული გუნდი, ძირითადად, მფრინავებით იყო დაკომპლექტებული. დამარცხებული კი, ლონდონის უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაკრებს წარმოადგენდა.

1947 წელი

ბი ბი სი-მ გადაწყვიტა "რიჩმონდისა" და "ჰარლიქუინზის" დაპირისპირების მეორე ტაიმი პირდაპირ ეთერში გადაეცა. რიჩმონდელებმა, რომლებსაც იმ წელიწადს შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ, მეტოქეს 12:3 მოუგეს.

2006 წელი

"ბარბაროსები" 2006 წლის ივნისში თბილისს ეწვივნენ და საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. თამაში ძალიან საინტერსო და დაძაბული გამოდგა, თუმცა "ბარბაროსებმა" მაინც შეძლეს გამარჯვება - 28:19.

საქართველოს ნაკრბი: 15. პალიკო ჯიმშელაძე, 14. ოთარ ელოშვილი, 13. რეზო გიგაური, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ოთარ ბარკალაია, 9. ბიძინა სამხარაძე. 1. მამუკა მაგრაქველიძე, 2.აქვსენტი გიორგაძე, 3. ავთანდილ კოპალიანი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. მამუკა გორგოძე, 6. ილია მაისურაძე, 7. რატი ურუშაძე, 8. ბესო უდესიანი.

16. მიხეილ სუჯაშვილი, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. შალვა პაპაშვილი, 19. ზვიად მაისურაძე, 20. გიორგი კაჭარავა, 21. ლექსო გუგავა, 22. გიორგი ელიზბარაშვილი.

ბარბაროსები: 15. ნეილ ჰალეტი (ეშერი), 14. უგო მონი (ჰარლიქუინზი), 13. ტონი მარში (კლერმონი), 12. კევინ მეგზი (ალსტერი), 11. ლი რობინსონი (ბრისტოლი), 10. კრის მალონი (ბასი), 9. იაკობ რაულუნი (ბრისტოლი). 1. ჯასტინ ფიცპატრიკი, 2.ოლივეი აზამი (გლოსტერი), 3. დარენ კრომთონი (ბრისტოლი), 4. ჯიმი ჰამილტონი (ლესტერი), 5. საიმონ მიალი (ჰარლიქუინზი), 6. ბრედ ჰენდერსონი (პარმა), 7. ვილ სკინერი (ლესტერი), 8. ბობ სკინსტადი (რიჩმონდი)

16. პიტერ დიქსონი (ბრისტოლი), 17. კევინ ტკაჩუკი (გლაზგო), 18. ჰოტი ლოუ (ჰლანეჰლი), დანიელ ბარაუნი (ნორსჰემპთონი), 20. იან ვასი (ჰარლექუინზი), 21. ლეონ ლოიდი (ლესტერი), 22. სტივ ჰენლი (სეილ შარქსი).

doopicivy
The seminal finding of this study is the striking association between high BP and nocturia in men who were under medical treatment for hypertension cialis online cheap 5 of tumor area positive; higher fibrosis levels correlated with poor outcome 37
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში