ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პლანეტრაგბის პრემიის ლაურეატები

პლანეტრაგბის პრემიის ლაურეატები

პლანეტრაგბი ყოველი სეზონის ბოლოს საუკეთესო მორაგბეების, მწვრთნელებისა და გუნდების საკუთარ ვერსიას აცხადებს. მოდით, ჯერ სერიოზულიი ნომინაციები დავასახელოთ...

პლანეტრაგბი ყოველი სეზონის ბოლოს საუკეთესო მორაგბეების, მწვრთნელებისა და გუნდების საკუთარ ვერსიას აცხადებს. მოდით, ჯერ სერიოზულიი ნომინაციები დავასახელოთ:

წლის საუკეთესო გუნდი: ვინ მოიგო სამი ერი? ვინ მოიარა ტრიუმფით ევროპა და დიდ სლემი შეასრულა? პასუხი: ახალი ზელანდიის ნაკრებმა. "ოლ ბლექსმა" 14 თამაშიდან 13 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ჰონკონგში, ავსტრალიის ნაკრებთან "ბლედისლოუს თასის" მატჩში. წლეულს ახალზელანდიელებზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.

წლის საუკეთესო მწვრთნელი: ყველაზე ხშირად წლეულს პიტერ დე ფილიერსს ახსენებდნენ, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. IღB-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად მეოთხედ დაასახელა ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცი გრემ ჰენრი. პლანეტრუგბყ მსოფლიო რაგბის მამებს ეთანხმება.

წლის საუკეთესო მოთამაშე: ჩვენ არც ახალზელანდიელი რიჩი მაკქოუ ავირჩიეთ და არც ავსტრალიელი დევიდ პოკოქი. 2010 წელს საუკეთესო "ოლ ბლექსის" მესამეხაზელი კირან რიდია, რომელიც შერკინების უკან კედელივით იდგა.

ყველაზე დიდი პროგრესი: სეზონი ისე დაიწყო, რომ "ლესტერის" ცხრა ნომერი ბენ იანგზი ინგლისის ნაკრებში, ამ პოზიციაზე მესამე ნომრად მოიაზრებოდა. ის სწრაფად წავიდა მაღლა, მწვერვალისკენ და 2010 წელი "პომების" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ დაასრულა.

წლის საუკეთესო ლელო (ჩრდილოეთ ნახევარსფერო): კრის ეშტონმა ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრბების მატჩში 95 მეტრი ირბინა და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლელო გაიტანა, რომელიც "თვიქნემს" ოდესმე უნახავს.

წლის საუკეთესო ლელო (სამხრეთ ნახევარსფერო): ზე 14-ის გათამაშების შეხვედრა "ჩიფსსა" და "სტორმერზს" შორის დაძაბულად მიმდინარეობდა. ჩიფსელები გაჭირვებით უმკლავდებოდნენ მეტოქის შეტევებს, თუმცა სამხრეთ აფრიკის ნაკრების გარემარბის ბრაიან ჰაბანას 60-მეტრიან სოლორეიდს ვერაფერი დაუპირისპირეს.

ევროპული რაგბის მეფე: ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" ევროპაში ყველაზე ტიტულოვანია. 2010 წელს ტულუზელებმა ყველაზე პრესტიჟული ევროპული ჯილდო, "ჰეინეკენის თასი" მეოთხედ მოიგეს.

ახლა კი სახუმარო...

გაქცევა შოუშენკიდან: ბრისბენის "რედსის" მგეზავ ქუადე კუპერს ბრალს ძარცვაში სდებდნენ. ის რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს. მისთვის ამას ხელი არ შეუშლია ,"რედსში" შესანიშნავი სეზონი ჩაეტარებინა. მეტიც, კუპერმა "ვოლაბებში" მგეზავის პოზიციაზე მეთ გიტო შეავიწროვა.

მაჩვენეთ ფული: ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი შერკნების ბურჯი კარლ ჰეიმენი, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველ მარჯვენა ბურჯად მიიჩნევა, ფრანგულ "ტულონში" გადაბარგდა. ტულონელთა მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა მისთვის წელიწადში 620 ათასი ევრო გადაინახა.

ბოლო წამის ლაურიატი: ეს ჯილდო ორ მორაგებს ეკუთვნის და ორივე ავსტრალიელია. ქართლი ბეილიმ "ვოლაბებს" სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ბოლო წამებზე მოაგებინა - 41:39, რითაც "ბოკესთან" რვამატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. მეორე ლაურიატი ჯეიმზ ოკონორია, რომელმაც თავისივე გატანილი ლელო გარდასახა და ჰონგ კონგში, "ბლედისლოუს თასზე" ახალ ზელანდიასთან მატჩში "ვოლაბებს" გამარჯვება მოუტანა.

ყველაზე უტაქტო: ამ პრიზის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრებისა და "ჰარიკენზის" შუამარბი მაა ნონუა. ზე 14-ის გათამაშებაში, "ჩიფსთან" მატჩის შემდეგ კომენტარში, პირადაპირ ეთერში მან დაახლოებით ასე ილაპარაკა: "ეს თამაში ერთ-ერთი იყო იმ მატჩებიდან, რომელიც რაგბის ყველასთვის მიმზიდველს ხდის. როდესაც ისინი 24:8 დაწინაურდნენ......(გინება), ჩვენ საკუთარ ლელოს ვიყავით მიჯაჭვული ......(ისევ გინება), გვჯეროდა ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მატჩის 50-ე წუთის შემდეგ ჩვენ მთელი სიმძლავრით ავთამაშდით და მოვიგეთ ...(მწარე გინება), ბოლო წუთებამდე ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ ეს ..... (გინება) გამარჯვების მომტანი ქულები."

გმირობიდან სამარცხვინო კრახამდე: სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2009 წელს ყველაფერი მოიგო, რისი მოეგბაც შეიძლებოდა. წლეულს კი "ბოკეს" საკმაოდ დიდი ჩავარდნა ჰქონდა. მსოფლიოს ჩემპიონებმა სამი ერის გათამაშებაში მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს. ნოემბრის ტესტებზე კი შოტლანდიასთან წააგეს, უელსს და ირლანდიას კი გადაურჩნენ.

გიყვარდეს თუ გძულდეს: ინგლსიური "სარასენზის" აღმასრულებელი დირექტორი ბრენდონ ვენტერი უცნაური კაცია. მის ირგვლივ წლეულს ბევრი აურზაური იყო. მას კონფლიქტი ჰქონდა ინგლისის რაგბის კავშირის მაღალჩინოსნებთან და ლამის მარტო გაუმკლავდა "ლესტერის" ქომაგებს. ის ჟურნალისტებთან გულახდილობით გამოირჩეოდა და თავისი თამამი განცხადებებით რაგბის მმართველ ორგანოებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. "ჰეინეკენის თასზე" პარიზულ "მეტრო რასინგთან" მარცხის შემდეგ კი, ერთ-ერთ გაზეთს ისეთი ინტერვიუ მისცა, რომ მთელი რაგბის სამყარო ხარხარებდა."

მივედი, ვნახე, ფეხი მოვიტეხე: ახალი ზელანდიის ნაკრების ცხრა ნომერი პირი ვიპუ სშინლად უიღბლო გამოდგა. მან ჯერ IთM-ის თასის გათამაშებაში დაიშავა ფეხის ტერფი. მერე, "ოლ ბლექსის" ევროპული ტურნეს წინ, ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა.

ცოტა ჭკუანაკლული: სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელმა ბაკის ბოთამ სამი ერის გათამაშების მატჩში ახალზელანდიელ ჯიმი ქოუანს თავი ჩაარტყა და ოთხკვირიანი დიკვალიფიკაცია დაიმსახურა. ის იყო სასჯელი მოიხადა, რომ ბოთამ პირველივე მატჩში ჩვეულებას, რომელიც სჯულზე უმტკიცესია, ვერაფრით უღალატა და მორიგი ბინძური თამაშისთვის ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა

გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან