რეაბილიტაცია გერმანიის ჩემპიონატში?
საჩემპიონთალიგო ბატალიები გერმანული კლუბებისთვის კრახით დასრულდა - მეხუთე ტურში ბუნდესლიგის ოთხივე ბინადარმა წააგო და ისინი რეაბილიტაციას შიდა ჩემპიონატის მე-13 ტურში შეეცდებიან...

რურის გუნდების კრიზისი გრძელდება. "შალკეს" დამრიგებელი რობერტო დი მატეო იმით იწონებდა თავს, რომ შინ ქულებს არ კარგავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" საკუთარ მოედანზე შერცხვა. არადა, მანამდე "ფელტინს არენაზე" ბუნდესლიგის მეორეადგილოსან "ვოლფსბურგს" მოუგო (3:2).

ამ ტურში "მეშახტეები" ისევ შინ თამაშობენ და აუცილებლად სჭირდებათ მოგება - სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად და პრესტიჟის აღსადგენად. "მაინცმა" კარგი სტარტის შემდეგ ბოლო ექვს ტურში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, თუმცა ბრძოლა ეხერხება და "შალკეს" იოლად არაფერს დაუთმობს. შეიძლება ქულასაც გამოჰკრას ხელი იმ დაცვის შემხედვარე, რაც დი მატეოს გუნდს "ჩელსისთან" ჰქონდა.

სხვათა შორის, შარშან ამ გუნდების მატჩი "ფელტინს არენაზე" 0:0 დასრულდა, ისე კი, "მაინცს" "მეშახტეები" ექვსი შეხვედრაა არ დაუმარცხებია.

რთული გასვლა აქვს ფრანკფურტში დორტმუნდის "ბორუსიას". "აინტრახტმა", როგორც ჩანს, დაძლია კრიზისი - თომაშ შააფის გუნდმა წინა ტურში დამაჯერებლად მოუგო სტუმრად "გლადბახს" და შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. "დორტმუნდი" აქამდე იმით იწონებდა თავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ მეხუთე ტურში ლონდონში "არსენალთან" წააგო. ეს მატჩი "ბორუსიასთვის" ბევრს არაფერს წყვეტდა, მაგრამ მაინც დაამძიმა საერთო სურათი.

ლიდერთა გაუთავებელი ტრავმები და ქულების უაზრო და აუხსნელი განიავება ცუდად მოქმედებს გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უკვე დაიწყეს საუბარი - ექვსი წელი გუნდში მუშაობის შემდეგ ხომ არ ამოწურა საკუთარი თავი იურგენ კლოპმა. სწორედ ასეთი მოსაზრება გააჟღერა "რეალის" ყოფილმა დამრიგებელმა ბერნდ შუსტერმა. ასე რომ, "დორტმუნდისთვის" ფრანკფურტში მოგება, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი.

კლოპის გუნდისთვის მომავალი მეტოქე თითქოს მოსახერხებელია - "ბორუსიამ" ბოლო ექვსი ოფიციალური მატჩიდან ხუთი მოუგო "აინტრახტს" და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

მე-13 ტურში ერთი ცენტრალური შეხვედრაა - "ვოლფსბურგი" "გლადბახს" უმასპინძლებს. შეწყდა ამ გუნდების ბრწყინვალე სერიები: "მგლებმა" ზედიზედ ექვსი მატჩის მოგების შემდეგ "შალკესთან" წააგეს, "ბორუსიამ" კი 18-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორჯერ წააგო.

ეს მატჩი გაარკვევს - რომელ გუნდს დაეწყო კრიზისი და რომლისთვის იყო ბოლოდროინდელი წაფორხილება შემთხვევითობა. მეტოქეები თანაბარ პირობებში არიან - თითო წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ მოედნის ცენტრში:

დისკვალიფიცია აქვთ ლუიშ გუსტავოსა და გრანიტ ჯაკას. სამაგიეროდ, სტატისტიკა "ვოლფსბურგის" მხარესაა: 2004 წლიდან მოყოლებული, "ფოლკსვაგენ-არენაზე" ეს გუნდები ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და რვაჯერ მასპინძლებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

კონკურენტების პრობლემებით კი კარგად სარგებლობს "ბაიერნი" და ბუნდესლიგაში თანდათან ქრება საჩემპიონო ინტრიგა. სავარაუდოდ, "ჰერტა" ცუდ დროს გადაეყარა რეკორდმაისტერს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეწყვიტა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია, როცა "სიტისთან" 2:3 დამარცხდა.

ახლა გვარდიოლას შეგირდებმა მთელი ჯავრი, შესაძლოა, ბერლინელებზე იყარონ. ამ გუნდების ბოლო ექვსი მატჩი "ბაიერნმა" მოიგო, თანაც თითო შეხვედრაში მინიმუმ სამ გოლს იტანდა. იყო ასეთი ანგარიშებიც: 6:0, 5:2, 4:0... კომენტარი ზედმეტია.

ტურის ყველაზე პრინციპული მატჩი "ბაი-არენაზე" გაიმართება - რაინის დერბიში "ლევერკუზენი" "კიოლნს" ეთამაშება.

როჯერ შმიდტის გუნდს შუა კვირას დეჟავუ ჰქონდა - პირველ ტაიმში დაჯაბნა "მონაკო" და მაინც წააგო, როგორც ეს ამ გუნდების პირველ მატჩში მოხდა (და ბუნდესლიგის რამდენიმე მატჩშიც).

მიუხედავად ამისა, "ფარმაცევტებს" განწყობა მაინც დადებითი უნდა ჰქონდეთ: ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდნენ, წინა ტური მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდნენ. იმავე გასულ ტურში შტეფან კისლინგმა შეწყვიტა თავისი 850-წუთიანი უგოლო სერია...

მაგრამ შმიდტმა და მისმა შეგირდებმა ერთი რამ არ უნდა დაივიწყონ - "კიოლნს" წელს სტუმრად ორჯერ მეტი ქულა აქვს დაგროვებული, ვიდრე შინ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური

პარასკევი. 28 ნოემბერი

ფრაიბურგი-შტუტგარტი 23:30

დისკვალიფიკაცია: შვააბი, ორიოლ რომეუ

ტრავმა: ბატცი, იულიენი, რიტერი, სტანკო - ნიდერმაიერი, დიდავი, აბდელაუე, იბიშევიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 მატჩი: +10=2-18 (36-47)

შაბათი. 29 ნოემბერი

შალკე-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გიფერი, კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი, სემი - ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, ჰოფმანი.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 მატჩი: +9=4-3 (25-12)

ლევერკუზენი-კიოლნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პაპადოპულოსი, რაინარტცი - რისე, ჰელმესი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 54 მატჩი: +20=21-13 (81-73)

აუგსბურგი-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: დიკმაიერი

ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი - იანსენი, ბაისტერი.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 მატჩი: +4=1-1 (7-4)

ჰერტა-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პეკარიკი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი - რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, პისარო.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 მატჩი: +9=16-33 (68-140)

ვერდერი-პადერბორნი 18:30

დისკვალიფიკაცია: ფრიტცი, გარსია

ტრავმა: ბუში, ობრანიაკი, დი სანტო - ბერტელსი, ამედიკი, ვემერი, პეპიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 21:30

დისკვალიფიკაცია: შალაი

ტრავმა: კასტელსი - სტანკევიჩუსი, ანდრეასენი, ჰოფმანი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 მატჩი: +7=2-3 (25-13)

კვირა. 30 ნოემბერი

ვოლფსბურგი-გლადბახი 18:30

დისკვალიფიკაცია: ლუის გუსტავო - ჯაკა

ტრავმა: ფელიპე, ოხსი.

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 მატჩი: +16=4-8 (50-34)

აინტრახტი-დორტმუნდი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტრაპი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი - ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, ბლაშჩიკოვსკი, როისი, ჟი.

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 82 მატჩი: +27=16-39 (110-153)

ბომბარდირები:

7 - გიოტცე (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი); 6 - დი სანტო (ვერდერი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), ოკაზაკი (მაინცი), მიულერი (ბაიერნი); 5 - კრუზე (გლადბახი), ბელარაბი (ლევერკუზენი), ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოლიჩი (ვოლფსბურგი), რობენი (ბაიერნი), სონი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო