მარკო როისმა ბოდიში მიიღო
დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი მარკო როისი, რომელმაც "პადერბორნთან" მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, 2015 წლამდე დაემშვიდობა ფეხბურთს.

ერთი კვირის განმავლობაში გერმანულ პრესაში ბევრს მსჯელობდნენ "პადერბორნის" ფეხბურთელის, მარვინ ბაკალორცის უხეშობაზე, რის გამოც გერმანიის ნაკრების მოთამაშე პირველი წრის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. თავად დაზარალებულ როისს გუშინდელ დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია მომხდარის შესახებ.

"მარვინმა ბოდიში მოიხადა. დარწმუნებული ვარ, მას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია. თავადაც შეძრწუნებული იყო, როცა ეპიზოდის ჩანაწერი იხილა. ამით ეს თემა ჩემთვის ამოწურულია", - განაცხადა როისმა.

"მარკოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა ჩემს შეტყობინებაზე, რომელშიც ბოდიში მოვიხადე. გახარებულიც იყო ამის გამო. მოგვიანებით, როცა ემოციები ჩაცხრება, მშვიდ ვითარებაში ვისაუბრებთ", - ეს უკვე ბაკალორცის სიტყვებია. სხვათა შორის, მარვინი "დორტმუნდის" ყოფილი მოთამაშეა და კლუბის ბაზაზე ოთახში როისის მეზობელი იყო.

დორტმუნდელთა ლიდერისთვის ეს მეოთხე ტრავმა იყო 2014 წელს. ყველაფერი დაიწყო იმ დაზიანებიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სომხეთთან მატჩში მიიღო.

"ეს წელი ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო ჩემს კარიერაში, მაგრამ ვერაფერს გამოასწორებ, თუ მხოლოდ უკან ყურებას დაიწყებ და ბედის გამო იწუწუნებ. ის ადამიანი ვარ, ვინც მხოლოდ წინ იყურება და ყოველთვის უკეთესზე ფიქრობს. 2015 წელს ისევ მწყობრში ვიქნები. მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მოედანზე, რათა დავეხმარო გუნდს ახალ წარმატებებში", - ამბობს როისი.

ამასობაში, "ბორუსიას" კაპიტანმა სებასტიან კელმა მოუწოდა როისს - რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მომავალი კარიერის შესახებ. დორტმუნდელთა კაპიტანს მიაჩნია, რომ ამ საკითხში გაურკვევლობა გუნდზე ნეგატიურად მოქმედებს.

"მარკომ იცის, რომ ადრე თუ გვიან უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ღიად ილაპარაკოს თავის მომავალზე", - ამბობს კელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა