ამონარიდები ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან "ვაზროვნებ, ესე იგი, ვთამაშობ"
მწერლების პოპულარობას მათ მიერ დაწერილი წიგნები განაპირობებს, თუმცა წინასწარ მაინც რთული განსასაზღვრია, რამდენად მოიწონებს ამა თუ იმ ნაშრომს მკითხველი. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთა მიერ დაწერილ წიგნებსაც პოპულარულობა გარანტირებული აქვთ. იმიტომ, რომ ვიდრე კალამს მოჰკიდებენ ხელს, მსოფლიო მათზე უკვე ლაპარაკობს. თუნდაც ფეხბურთელები, რომელთა ავტობიოგრაფიები ბესტსელერთა კატეგორიიდანაა...

მით უმეტეს, როცა წიგნს ისეთი ჭკვიანი მოთამაშე წერს, როგორიც ანდრეა პირლოა.

მის ავტობიოგრაფიას გამთამაშებლისთვის შესაფერისი სახელწოდება აქვს: "ვაზროვნებ, ესე იგი, ვთამაშობ". გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ნაშრომიდან.

პასი, პასი მომეცით!

ანდრეა პირლო ბრეშასთან ახლოს, ფლეროში დაიბადა (1979 წელს). ფეხბურთის თამაში "ბრეშაში" დაიწყო. როგორც გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ სხვა ფეხბურთელებს, თანატოლთა მოტყუება პირლოსაც იოლად გამოსდიოდა:

- მეც მიკვირდა, მაგრამ შემეძლო მეტოქის ყველა ფეხბურთელი მომეტყუებინა და შეტევა გოლით დამესრულებინა. სწორედ ისე, როგორც კომპიუტერულ თამაშებში.

ისე, კაციბრიობის ისტორიაში, ბორბლის შემდეგ ყველაზე კარგი გამოგონება "პლეი სთეიშენია".

ზოგჯერ ვერც პარტნიორებს ვამჩნევდი და ვერც მოწინააღმდეგეებს. ამის გამო დავისაჯე კიდეც: 14 წლისა ვიყავი, როცა ერთ-ერთი მატჩისას კარგად გავიხსენი და პასი მოვითხოვე. თანაგუნდელებმა ვერ შემნიშნეს. მეორედ უფრო ხმამაღლა დავიძახე - პასი მომეცით-მეთქი. ყურადღება არავინ მომაქცია, თითქოს ყველა ერთიანად დაყრუვდა. პირი შეკრეს, ყველა ჩემ წინააღმდეგ დაირაზმა და თამაშიდან გამომრიცხეს.

დავრბოდი და ვტიროდი, არ ვიცოდი, რა მექნა...

საწნახელში

გაბრაზების წამალს თავად ანდრეა პირლო გვთავაზობს:

- როცა არ იცი, სიბრაზისგან საით წახვიდე, ეცადე, სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება. მაგალითად, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩნდები, თვალს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მივდივარ ბებია მარიასთან, როგორ ვკრეფ ყურძენს, როგორ ვდგები საწნახელში და ყურძენს ღვინოდ როგორ ვაქცევ. ეს პროცესი ძალიან მაწყნარებს.

ბრეშა ლომბარდიის რეგიონის ქალაქია, სადაც ყურძნის მოსაყვანად შესანიშნავი ბუნებრივი პირობებია და ბევრი იქაური სწორედ მევენახეობას მისდევს. ბებიის გზას ანდრეა პირლოც გაჰყვა - რომ წამოიზარდა და ფეხბურთით ფული იშოვა, დიდი სავენახე ტერიტორია შეიძინა და წელიწადში 15-20 ათას ბოთლს ყიდის.

პირლოს იმიტომაც სურდა ბებიის საქმის გაგრძელება, რომ იცოდა ღვინის ფასი და გემო: მოსწონდა, დედამისი წითელ ღვინოში წყალს რომ ურევდა და ცოტას ასმევდა.

ხელოვნებათმცოდნე გატუზო

იტალიის ნაკრების 21-ე ნომრისთვის ყველაზე მწარე გასახსენებელი "დეპორტივოსთან" ჩემპიონთალიგური მარცხია:

- 2004 წელს "მილანში" რომ ვთამაშობდი, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ესპანურ "დეპორტივოს" 4:1 ვაჯობეთ. განმეორებით მატჩში დეპორტივოელებს 3:0 მოგების ისეთივე მცირე შანსი ჰქონდათ, როგორც ჯენარო გატუზოს - ხელოვნებათმცოდნის ხარისხის მიღებისა.

ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში მოედანზე დამშვიდებულები გავედით. ვიცოდით, მეტოქე სამი ბურთით ვერ მოგვიგებდა, მაგრამ მოხდა საოცრება: ჩვენ გადაადგილება გვიჭირდა, "დეპორტივოს" ფეხბურთელები კი თითქოს 1000 კმ/სთ სიჩქარით დაჰქროდნენ. 0:4 წავაგეთ.

ასეთი მწარე მარცხი კარიერაში არ განმიცდია. ამ მატჩიდან კარგი გაკვეთილი მივიღე: მოედანზე გასვლამდე თავი გამარჯვებულად არასოდეს უნდა წარმოიდგინო.

იტალიისთვის

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთის წინაშე წარდგნენ იტალია და საფრანგეთი. ეს ის შეხვედრა იყო, ზინედინ ზიდანმა იტალიელ მარკო მატერაცის თავი რომ უთავაზა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

პენალტების სერიაში პირველი დარტყმა ანდრეა პირლოს მიანდეს. აი, როგორ იხსენებს იგი ამ ეპიზოდს:

- ბურთს მოვეფერე და ღმერთს დახმარება ვთხოვე. ღრმად ჩავისუნთქე. იმ მომენტში ანდრეა პირლო არ ვიყავი, ფაბრიკის რიგითი მუშა გახლდით, ან სულაც გასუქებული ბიზნესმენი, მასწავლებელი, სტუდენტი, ემიგრანტი, უბრალო მეძავი... მოკლედ, თითოეულ იტალიელს წარმოვადგენდი და ბურთის აცილების უფლება არ მქონდა.

გავიტანე და ის ბედნიერი დღე არასოდეს დამავიწყდება.

ფერარები?

თავის ავტობიოგრაფიაში პირლო ბევრ რჩევა-დარიგებას იძლევა, რომელთა გათვალისწინება ახალგაზრდა სპორტსმენებს უთუოდ წაადგებათ. მას მოჰყავს ყატარელებთან ურთიერთობის მაგალითი და ამბობს - ვთამაშობ ჩემი სიამოვნებისთვის, ფულის გულისთვის არასოდეს გავსულვარ მოედანზეო.

ანდრეა და მისი მენეჯერი ერთ-ერთი ყატარული გუნდის მფლობელებს იტალიის სასტუმრო "პრინსიპ დი სავიოლაში" შეხვდნენ.

- გამარჯობა, ბატონო ანდრეა, კონტრაქტი უკვე გავამზადეთ.

- მადლობელი ვარ ჩემდამი ინტერესის გამოხატვისთვის.

- რამდენი ბავშვი გყავთ?

- ორი.

- ჩვენთან, ყატარში შესანიშნავი ინგლისურენოვანი სკოლაა.

- მირჩევნია, იტალიაში დარჩნენ და მშობლიურ ენაზე ისწავლონ.

- მაშინ ავაშენებთ იტალიურ სკოლას და საუკეთესო მასწავლებლებს მოვიწვევთ. მანქანები გიყვართ?

- დიახ.

- გვინდა რამდენიმე "ფერარი" გაჩუქოთ.

- რამდენიმე?

- "ფერარი" იტალიური ფირმაა და სამშობლო ძალიან რომ არ მოგენატროთ, რომელსც გნებავთ, იმას გააქროლებთ. პირადი თვითმფრინავიც მოგემსახურებათ, რომელიც ყოველ წამს მზად იქნება ასაფრენად.

- მაგრამ...

- კონტრაქტი ოთხწლიანია, წელიწადში 10 მილიონ ევროს გთავაზობთ.

- უნდა მოვიფიქრო.

- თუ 10 მილიონი გეცოტავებათ, 11 იყოს, 12, 13...

ანდრეა პირლომ მენეჯერს ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა. ქუჩაში საათს რომ შეხედა, ციფერბლატზე 21:21 ეწერა.

- 21 ჩემთვის მაგიური რიცხვია და მივხვდი, ყატარელებისგან გაქცევა სწორი ნაბიჯი იყო, - ამბობს ფეხბურთელი და დასძენს, - მამაჩემი 21-შია დაბადებული, 21 რიცხვში მქონდა დებიუტი "ბრეშაში", 21-ში ვიქორწინე და რაც მთავარია, 21-ე ნომრით მოვიპოვე უამრავი ტიტული.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

გიორგი
სად შეიძლება ხომ არ იცით ჩემი უსაყვარლესი ფეხბირთელის წიგნი შევიძინო??
tengo
დავით ყიფიანს მაგონებს.ცხონებული ინტე- ლექტით აღსავსე ფეხბურთელი იყო და გული მწყდება,რომ ასეთი ფეხბურთელი საქართვე- ლოში ჯერ არ ჩანს.
geronti
კარგი კაციც ყოფილა
ZVELI
აი ვინ არის მოაზროვნე და თამაშის წამყვანი ფეხბურთელი, ასეთები ძალიან იშვიათობაა, მაგრამ სწორედ მათ სანახავად დადის ხალხი სტადიონზე.
sake
ძაან მაგარი ფეხბურთელი ხარ,გაფასებ.ეხლა კი ათმაგად გაფასებ იმიტომ,რომ ვაზიც გიყვარს,საწნახელიც,ვენახიც და ღვინო ჩემსავით. გენაცვალე ბახუსში.
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
"ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო" - მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
"თუ კარგი წინადადება იქნება" - გატუზო რუსული კლუბის გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს
"შენს დას ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
მატერაცი და ტრეზეგე რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ექსპერტად იმუშავებენ
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
მატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება