სპორტული გამოცემა "მარკას" გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ესპანეთის ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენია

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ესპანეთის ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. გამოკითხვა ქვეყნის წამყვანმა სპორტულმა გამოცემა "მარკამ" ჩაატარა. გარდა ამისა, ნადალი "2010 წლის ათლეტი" გახდა "ელ პაისის" ვერსიით.

ორივე გამოკითხვაში რაფას კონკურენტები იყვნენ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელი პაუ გასოლი და "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო.

"მარკას" გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 50 ათასზე მეტმა ადამიანმა. "დიდი სლემის" ტურნირების 9-გზის გამარჯვებულმა დაახლოებით 20 ათასი ხმა მიიღო, იმ დროს, როცა მეორე ადგილზე გასულ გასოლს 7 ათასმა კაცმა დაუჭირა მხარი, ალონსოს - 6 ათასმა.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონები - მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი და "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გავიდნენ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა