პოლონეთი არ არის გრანდი, თუმცა ჩვენს ჯგუფში ყველას კი სჯობს, გერმანიის გარდა. პოლონეთს ჰყავს ერთი ვარსკვლავი და 5-6 კარგი

რას ჰგავდა საქართველოს ნაკრები პოლონეთთან მატჩის მეორე ტაიმში? ბევრი ვიფიქრე ამ კითხვაზე და უკეთესი პასუხი ვერ მოვძებნე - ეზოში მოთამაშე მოყვარულთა გუნდს, რომლის დასასჯელად პროფესიონალებით დაკომპლექტებული, კლასიანი ნაკრები მოსულიყო მეზობელი სტადიონიდან...

პოლონეთი არ არის გრანდი, თუმცა ჩვენს ჯგუფში ყველას კი სჯობს, გერმანიის გარდა. პოლონეთს ჰყავს ერთი ვარსკვლავი და 5-6 კარგი ფეხბურთელი. ამ რესურსით ისინი ევროპის ჩემპიონატზე გადიან.

თავის დროზე, დაახლოებით 15-16 წლის წინ საქართველოს ნაკრებში 11 თუ არა, 8 ვარსკვლავი მაინც გვყავდა, მაგრამ ჩვენ ვერსად ვითამაშეთ. მაშინ საქართველო, საფეხბურთო მუღამში, ევროპა არ იყო და ახლა უფრო არ არის. ახლა ასეა - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი უგუნდოდ რჩება და თავზე ჩალმას ახურავს მეგობარს - ვითომ, არაბულ კლუბთან აწერს კონტრაქტს ხელს. არის ასეთი ფოტოც.

თითქოს არაფერი, მაგრამ ინფანტილიზმის ზეიმია - ის ახლა ფეხბურთს უნდა თამაშობდეს, საქართველოს ნაკრების წარმატებას უნდა ჭედავდეს, ამის ნაცვლად კი უაზროდ ანგლობს.

გულწრფელად უნდა დავწერო: ამ კონტინგენტით პოლონეთს თემურ ქეცბაია კი არა, ნეტარხსენებული რინუს მიხელსიც ვერ მოუგებდა. ქეცბაიას მინუსი სხვაა. იმ მინუსებზე ხშირად დაგვიწერია. ამჯერად, საქართველოს ნაკრების ზადი მოვიკითხოთ.

პოლონეთის ნაკრებთან მატჩმა ნათლად გვაჩვენა: საქართველოს ნაკრებში არ არიან, ან თითზე ჩამოითვლებიან ისეთი მოთამაშეები, ორი ტაიმის მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარება რომ შეუძლიათ.

რას უნდა მიაღწიოს გუნდმა, რომლის წევრიც მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ვეღარ სუნთქავს? ვერაფერს, რადგან დღეს ფეხბურთში ფიზიკური მომზადების გარეშე არაფერი ხარ!

ცალკე უნდა ვთქვათ ჩვენი ფეხბურთელების უკლასობის შესახებ. რაზეა საუბარი, როცა კარში დარტყმის... გეშინია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოს ნაკრებს ცოტა მეტი კლასი რომ ჰქონოდა, პირველ ტაიმში გაიტანდა კიდეც. მერე, ალბათ, პოლონეთი მაინც მოგვახვევდა თავს საკუთარ თამაშს, თუმცა მცირე ხნით მაინც გავიხარებდით. პატარა სიხარულიც მოგვენატრა...

არ მესმის, რატომ არ მოვიდა ჩვენამდე საფეხბურთო ცივილიზაცია? რატომ ვერ ვისწავლეთ აქამდე გუნდურად მოძრაობა? რატომ არ ხდება ისე, რომ ერთხელ მაინც საქართველოს ნაკრები ძაფზე აცმულივით, სინქრონულად დარბოდეს?

პოლონეთთან მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ლევან მჭედლიძემ შთამბეჭდავი დრიბლინგით წაიღო ბურთი პოლონელთა კარისკენ. კუთხურის ალამთან მივიდა და პასის გასაკეთებლად თავი ასწია. ჰოი, საოცრებავ - არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ იყო არც მეტოქის საჯარიმოში და არც მის ახლოს.

ეს არ იყო რიგითი სათამაშო ეპიზოდი - ეს საქართველოს ნაკრებისთვის დამახასიათებელი შტრიხია. სამწუხაროდ, დღეს ამ ფორმაციის ნაკრებს არ შეუძლია გუნდურად თამაში.

ამას წინათ ცხარედ ვიკამათე ერთ ჩემს კოლეგასთან. ის მიმტკიცებდა, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელები არ არიან და რომ ამ შემადგენლობით ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ.

არ ვარ ამ თაობის მეხოტბე, პირიქით - ეს თავხედი ბიჭები (ყველას არ ეხება) დაუნდობლად ფლანგავენ თავიანთ ნიჭს. ნიჭს, რომელიც ძველებურად უსაზღვრო აღარ არის.

და მაინც - ვერავინ დამარწმუნებს, რომ თუნდაც დღეს, ჩვენი რესურსის უკიდურესი დაშრეტის ჟამს, ალბანურ ფეხბურთს მეტი შეუძლია, ვიდრე ქართულს. ალბანეთი პორტუგალიას უგებს და საფრანგეთს უზავდება. უკვე ასეა საქმე.

ვერავინ დამაჯერებს, რომ ფარერების ნაკრები საქართველოსას სჯობს. მაგრამ ფარერები საბერძნეთში იგებს. საქართველო საბერძნეთში ვერ მოიგებს, ყოველ შემთხვევაში, დღეს. ვინ ჰყავს ფარერებს? ადგილობრივი მოყვარულები. რამდენიმე კაცი დანიის მეორე ლიგიდან. დანიის მეორე ლიგაში მათე ვაწაძე ბომბარდირობს, ის ვაწაძე, ნაკრებში რომ არ ეძახიან...

თუ გავერთიანდებით, თუ მთლიანად იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის მიერ გამოყენებული რესურსი, თუ დავაბრუნებთ ნაკრებში ფეხბურთელთა ჯგუფს, მაშინ მომდევნო შესარჩევ ციკლში ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება.

გასვლაზე და პირველ-მეორე ადგილზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. ამხელა უფსკრულიდან უცბად ვერ ამოხვალ. ვაკეთოთ საქმე მშვიდად და შეგნებით, ვითამაშოთ ფეხბურთი, არ შეგვეშინდეს, ვიბრძოლოთ მაქსიმუმისთვის ყოველ კონკრეტულ თამაშში და პროგრესი თავისთავად მოვა.

სადაა დღეს ქართული ფეხბურთი? ამ კითხვაზე საპასუხოდ პოლონეთის ნაკრების მიერ ჩვენს კარში გატანილი მეოთხე გოლი გამოდგება. ასეთი გოლები დღეს ევროპულ ფეხბურთში აღარ გადის. ასეთი გოლები ქუჩაში გააქვთ. ისიც მაშინ, თუ ეზოში მოთამაშე მოყვარულების დასასჯელად მეზობელი სტადიონიდან პროფესიონალთა გუნდი გადმოდის.

იმ საღამოს საქართველოს ნაკრები მოყვარულთა ბანდა იყო, პოლონეთი კი პროფესიონალთა გუნდი. დაუნდობელი გუნდი.

დანდობას ტყუილად ველოდებით. დღევანდელ ფეხბურთში სან მარინოს და გიბრალტარს არ ინდობენ... სამწუხაროდ, არც საქართველოს!

ალეკო კაკაურიძე

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს