დავით გიგაური: ქართული ფეხბურთი სიბინძურეა და ამასაც გავექეცი
ფოტოზე: დავით გიგაური მარცხნივ

იყო დრო, თბილისის "დინამოში" დავით გიგაური თამაშობდა - ნიჭიერი ცენტრალური მცველი, ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელიც ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "ოლიმპის" რიგებში. სამჯერ (თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივისა" და "გაგრის" შემადგენლობაში) საქართველოს თასის მოგებითაც გაიხარა, ერთხელ სუპერთასსაც დაეუფლა, ერთხელაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა...

მაგრამ სამი წელია, გიგაური ფეხბურთს შეეშვა და აღმოვაჩინეთ, რომ 28 წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კაცი ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობს.

რატომ უგანა ფეხბურთს? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? ამაზე გიგაური გულახდილად ლაპარაკობს.

ვფიქრობთ, ინტერვიუ დაგაინტერესებთ...

- ერთი ხანობა, ეროვნულ ნაკრებშიც იყავი მიწვეული.

- დიახ, ასეთიც იყო. ნაკრებში ერთხელ კლაუს ტოპმიოლერმა მიმიწვია, ექტორ კუპერმა ორჯერ მიხმო, ალბანეთთან გასვლით საკონტროლო შეხვედრა კი მათამაშა კიდეც...

- მერე? რატომღა უგანე ფეხბურთს?

- 2011 წელს "გაგრაში" ვიყავი. თასიც მოვიპოვეთ და მერე წელი ამტკივდა. ცხოვრებაშიც პრობლემები შემემქნა, პლუს, წელის ტრავმის მოსარჩენად ფული იყო საჭირო, ფინანსური პრობლემები კი კარგი და დროული მკურნალობის საშუალებას არ მაძლევდა და შევეშვი. მაგრამ მთავარი, რის გამოც ეს ნაბიჯი გაავდგი, რომ არ დაგიმალოთ, მაინც სხვა მომენტი იყო - დავფიქრდი, რას ვწვალობდი, როდესაც საქართველოში ფეხბურთს პერსპექტივა არ აქვს.

ქეცბაიას იმაში კი ვეთანხმები, რომ ჩვენს პირობებში მალე ფეხბურთელებს მეორე პროფესიის არჩევა მოუწევთ. უცებ თავში დატრიალდა ყველაფერი. ოჯახი მყავდა და არაფერი გამოდიოდა, სულ წვალება და პრობლემები იყო. თვიდან თვემდე მიღწევა მიჭირდა. მე კიდევ რა მეთქმის, "გაგრაში" ბესო ჩიხრაძე ფეხბურთელებს შვილებივით გვივლიდა. მაგრამ მარტო კაცი კლუბს ვერ მოერევა, დახმარება სჭირდება - ფეხბურთი ხომ საქართველოში სულ ხარჯია, მოგება - ნულის ტოლი და ძნელია ისეთი კლუბის ჩამოყალიბება, სადაც მოთამაშეები ურზუნველყოფილები იქნებიან. ამბობენ, ფეხბურთელები თავს არ იკალვდნენო. თავს არ ვზოგავდი და ვარჯიშიც არ მეზარებოდა. მაგრამ ეს პრობლემები არ თავდება, ძნელია მომავალზე იფიქრო. არასტაბილური გარემო ძნელია ასატანი იყო. თანაც, "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ მეც გული ამიცრუვდა.

ღმერთმა დამიფაროს, ვინმე განვიკითხო. მაგრამ წასასვლელი მქონდა და არ გამიშვეს. ლატვიის ჩემპიონი "ვენტსპილსი" მიწვევდა, რომელსაც მაშინ ევროპაში სატრამპლინედ საკმაოდ კარგი პირობებიც ჰქონდა და ნორმალური გუნდი იყო.

რუსეთის პრემიერლიგის გუნდიდან ჩამოსული კონკურენტი მყავდა, რომელიც ჩემს გამო გაუშვეს.

მანამდე კი მოსკოვში "თანამეგობრობის თასზე" ვითამაშე კახა ცხადაძის დროინდელ "დინამოში" და ნორვეგიული "ვალერენგა" მიწვევდა. იმ პერიოდში "ლოკომოტივში" ვთამაშობდი და ცხადაძემ იჯარის შემდეგ გუნდში დამაბრუნა. მაშინ მხოლოდ მელქაძე წავიდა. მაგრამ რაღაც ვერ გამოვიდა, ცალკე "დინამომ" არ გამიშვა... ეეჰ, საწყენი იყო.

- პირადად შენი ბრალი არაფერი იყო?

- ეგეც არის, მუღამი დავკარგე. თავიდან ვარჯიშის შემდეგ სახლში რომ მივდიოდი, მეორედ დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი. მერე ახალგაზრდულში ვითამაშე, "დინამოში", ნაკრებშიც დაინტერესდნენ. მაგრამ უამრავი პრობლემა დამიგროვდა და უპერსპეტქივობაში წვალება მომბეზრდა და უაზრობად ჩავთვალე. მანამდე თუ ვარჯიშის შემდეგ დამოუკიდებლადაც ვვარჯიშობდი, მერე საღამოს სირბილს შევევშვი და ეს დამეტყო. უშრომელად კი არაფერი მოდის და მგონი, ესაა ყველაზე მთავარი.

- ამ მეორე ვარჯიშს ბევრი ფეხბურთელი აგდებს?

- კი, ბევრი, არადა, ეს აუცილებელია. დილით 2-3 კილომეტრს რომ ირბენ და საღამოსაც დაიტვირთები, ორგანიზმი სხვაგვარად გამოცოცხლდება, ამას კი თამაშის დროს გრძნობ. პირადად მე მაგრად მშველოდა, ხალისიანადაც ვიყავი და უკეთაც ვთამაშობდი.

- შენს ძმაზე, მერაბ გიგაურზე რას იტყვი?

- მამა რომ გარდაგვეცვალა, ფსიქოლოგიურად გაუჭირდა, ვარჯიშს გულს ვერ უდებდა. ახლა მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვიდა და ფორმის აღდგენას ცხინვალის "სპარტაკში" ცდილობს. ისე, მიხარია, რომ ორივე ძმამ ეროვნულ ნკრებში ვითამაშეთ. ჩემი ფეხბურთი დამთავრდა, მაგრამ იმედია, ის მაინც მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს. ახლა სტადიონზე რომ მივდივარ, მაკანკალებს.

სამწუხაროდ, ადამიანი საკუთარ შანსს რომ ვერ გამოიყენებ, მერე ნანობ, მაგრამ გვიანია.

- ახლაც არაა გვიანი, ჯერ 28 წლის ხარ...

- კი მაგრამ მეტროში ვმუშაობ და ვაკეში, წმინდა ანდრიაპირველწოდებულის ეკლესიაში სტიხარი შემმოსეს. ეკლესიური ცხოვრება მიყვარს და ასეც მირჩევნია. აქ კი სიკეთე და ის კეთილშობილებაა.

ქართული ფეხბურთი სიბინძურეა და ამასაც გავექეცი. მე განკითხვა კი არ მსურს, მაგრამ ზედმეტებია.

ფეხბურთელი რომ თვეობით ხელფასებს ვერ აიღებს, ის მერე ხომ ცდუნდება და ათასში ერთს ხელი წაცდება. ასეთი მოთამაშე ვითარების მსხვერპლია და არა დამნაშავე. ფეხბურთელს ფინანსურ პრობლემებს ევროპელები აგვარებენ და იქაც კი, ხელი მაინც ბევრს წაუცდება.

აქ კი უფულობაში უარესი არ მოხდება? არც სამედიცინო მომსახურებაა, არც დაზღვევა, კვება და ბევრი სხვა რამ, რის გარეშეც დიდი ფეხბურთი წარმოუდგენელია. არადა, გული იმაზე მიკვდება, რომ უნიჭიერესი ბავშვები გვყავს და გასაქანს ვერ პოულობენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

mesi
როსტიაშვილმა 16 წლისამ უმაგლესი ითამაშა, 17 წლამდელებშჰი მაისურაძესტან თამაშობდა,ბევრი გუნდი თხოვდა გადასვლას- დგეს უგუნდოდაა, არავინ არ დაინტერესდა სადაა ეს ნიჭიერი ფეხბურთელი
messi
ჩემი გუნდელი როსტიაშვილი
beqa
ერთი ენის მოსაფხანი დაიჭიროს სასტავმა და მიუშვით.. ქართული ფეხბურთი არასდროს აღსდგება იმიტომ რომ საქართველოში ფული არ ტრიალებს ... ამ ბიჭს კიდე ცილს რომ წამებთ ეკლესიაში ფულის საშოვნელად წავიდაო ენა არ უნდა გიტრიალდებოდეთ პირში ... უფალი ყველაფერს ხედავს და განსჯის თქვენ ჩასვრილ საქმეებს მიხედეთ
ბექა
სათაური არასწორადაა შერჩეული
gio
ეკლესიაში კარგი ფული კეთდება (99% შემთხვევაში). რა ბაითებს იშენებენ და რა მანქანები ჰყავთ რო იცოდეთ..
tamazi
რა ქაჯები ხართ ზოგიერთები, არ იცით კაცს რა პრობლემე ჰქონდა და რაღაც უტვინობას წერთ,ეგ როგორ უნდა თქვა ეკლესიაში იმიტომ წავიდა, ფულები რომ Eსოვაო, არ გჩხვენიათ? მართლაც ნიჭიერი ბიჭია და ბევრ "ბლატნოი" ვითომ პოპულარულ ფეხბურთელებს არც ალაპარაკებდა
giorgi kekua
თუ ქართულ ფეხბურთში პერსპექტივა არ იქნება ძნელია მის განვითარებაზე ფიქრი
Avtors
ეკლესიამდე რა შუაშია? Kაცი მეტროში მუშაობს
გოგა
უფულობას გაუტანჯავს ბიჭი და წავიდა იქ სადაც დიდი ფოსტა იჭრება. თუ გაგიმართლებს და კაი პატრონი გამოგიჩნდება მაგარ ადგილზე გაიჩითები, მერე პრადო და მისთანები არ აგცდება ხოლო საწყალი, უპატრონო, მიჩმორებული მამაოები მეტროში მათხოვრობენ
vato
რა შუაშია აქ სოფლელი და ქალაქელი ზოგადად ქართულ ფეხბურთია საშინელ დღეში ქალაქშიც და სოფელშიც. საიდან ესეთი პროვინციულობა? ყიფიანიც ქალაქელი იყო და მესხიც. რომელი ქართველი ფეხბურთელი იცი ამათზე უკეთესი ? აი არველაძეებზე 100 % გეთანხმები.
vato
:დ
Dato
Da eseti ramdeni nichieri bavshvebia dakarguli
fedo
ვერ გავიგე,ფინანსური პრობლემები მქონდაო,ბიჭო, მერე მაგიტომ წახვედი ეკლესიაში,რომ ეგ პრობლემები მოგეგვარებინა?!
gio
ღიპზე არ ეტყობა რატო წავიდა, თვითონ ამბობს მეზარებოდა ვარჯიშიო...
maniu
ase ikargebian nichieri fexburtelebi
jeje
ფეხბურთელები არ ვარგიან ამ კაცმა რეა ქნას დარბიან..სუყველა გასაყრელები არიან..სოფლებსი არიან ღარიბი ბიჭები.მაგრამ მაგრები იქ ნახეთ-ქალაქში კარაქზე დედიკოს ბიჭებით რომ გაავსეთ..და პირველი-არველაზეების მაფია უნდა მოშორდეს
emre
გაიხარე კაი კაცი ხარ. ძალიან ბევრი უნიჭიერესი ბიჭი ჩამოშორდა ფეხბურთს პერსპექტივა რო ვერ დაინახეს საქართველოში.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ხმები: "დინამო" ჯიღაურს, გიგაურს, თებიძეს, ტაბატაძეს და მარკოზაშვილს იმატებს
ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]