დაუმარცხებელმა მძიმეწონოსანმა ვლადიმირ კლიჩკოსთან შეხვედრის უფლება მიიღო
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ თანამემამულე დერეკ ჩისორა დაამარცხა, რომელიც EBU-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

ფიურის სიმაღლესა და ხელების სიგრძეში უპირატესობა ჰქონდა და ჯების საშუალებით კარგად აკონტროლებდა დისტანციას. ჩისორა ცდილობდა ახლო ან საშუალო დისტანციაზე ბრძოლაში გადასვლას, მაგრამ ფიური კარგად მოძრაობდა და დარტყმებიც ზუსტი ჰქონდა.

ბრძოლა ასეთ სცენარით მე-10 რაუნდამდე გრძელდებოდა, როცა ფიური შეტევაში წავიდა. მან მძლავრი კომბინაციებით კუთხიდან კუთხეში არბენინა ჩისორა, რომლის გუნდმაც მე-11 რაუნდის წინ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ფიურიმ კარიერაში 23-ე ბრძოლა ჩაატარა და 23-ედ გაიმარჯვა, რისი წყალობითაც სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება მიიღო. საქმე ისაა, რომ ნოემბერის დასაწყისში WBO-მ მიიღო გადაწყვეტილება - ფიურისა და ჩისორას ბრძოლაში გამარჯვებული კლიჩკოსთან შეხვედრის შესაძლებლობას მიიღებდა.

უფრო ადრე ფიური აცხადებდა, რომ უკრაინელი ჩემპიონი გაურბის მასთან შეხვედრას: "იძულებული ვარ, ყველგან ვსდიო მას, რადგან კლიჩკოს არ ჰყოფნის სითამამე იმისთვის, რომ შემებრძოლოს. ამ თითქოსდა პლანეტის საუკეთესო მძიმეწონოსანს სიკვდილივით ეშინია ჩემი".

2011 წელს ბრიტანელები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინელთან ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად. მაშინაც ფიურიმ გაიმარჯვა, მაგრამ ვლადიმირმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, ჩისორა 2010 წელს უნდა შეხვედროდა უკრაინელს, თუმცა ის ბრძოლა კლიჩკოს ტრავმის გამო გაუქმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
რონალდო პირველზეა - რომელმა ხუთმა სპორტსმენმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს
"ნამდვილი იდიოტია" - კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა [VIDEO]
"დიდი მახინჯი ტომარა ხარ" - უძლეველმა ჩემპიონმა UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია
უსიკისა და ფიურის ბრძოლის ახალი თარიღი ცნობილია
რევანში არ შედგა - უსიკმა ფიური კვლავ დაამარცხა [VIDEO]
უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]