ფილ ესპოზიტო შემდეგი სამიზნეა
"ნიუ ჯერსი დევილზის" ფორვარდმა იარომირ იაგრმა "დეტროიტ რედ უინგზთან" საშინაო მატჩში მესამე წუთზე გაიტანა შაიბა, რომელიც 709-ე იყო კარიერაში. ამით 42 წლის ჩეხმა გაუსწრო მაიკ გარტნერს და ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის სნაიპერთა სიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. იაგრისთვის შორს არ არის მეხუთე ადგილი.

ამ პოზიციაზე ლეგენდარული ფილ ესპოზიტო იმყოფება, რომელმაც კარიერაში 717 შაიბა გაიტანა.

გოლის გარდა, იაგრმა "დეტროიტთან" მატჩში ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა და ჯამში 1770 ქულა დაუგროვდა. ჩეხი ვეტერანი NHL-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაშიც მეექვსე ადგილზეა და ასევე ახლოს არის მეხუთე ადგილზე მყოფ მარსელ დიონთან - მათ შორის სხვაობა ერთი ქულაა.

და კიდევ, თუ იაგრი უახლოეს მატჩებში ორ საგოლე გადაცემას შეასრულებს, დაეწევა სტივ აიზერმანს, რომელსაც NHL-ის საუკეთესო ასისტენტთა შორის მეშვიდე ადგილი უკავია. "დეტროიტის" ლეგენდას 1063 შედეგიანი პასი აქვს შესრულებული.

"დეტროიტთან" შეხვედრა "ნიუ ჯერსიმ" ბულიტების სერიაში წააგო - 4:5.

შაბათს, ასევე მნიშვნელოვანი დღე იყო "ნიუ იორკ რეინჯერსის" ფორვარდ მარტინ სან ლუისისთვის. მან "ფილადელფიასთან" შეხვედრაში ორი ქულა მიითვალა და კარიერული მონაგარი 1000 ქულამდე აიყვანა.

39 წლის ფორვარდს 379 შაიბა და 621 შედეგიანი პასი აქვს 1082 მატჩში. ამ სეზონში სან ლუიმ 22 მატჩში 19 (9+10) ქულა დააგროვა.

რეინჯერსი-ფილადელფია 5:2

1:1, 1:1, 3:0

გოლები: 1:0 ბრასარი-7 (რიკ ნეში-9, სტეპანი-10), 1:1 გროსმანი-2 (ვორაჩეკი-23, ბ. შენი-9), 1:2 ვორაჩეკი-9 (ბ. შენი-10, ჟირუ-20), 2:2 ფასტი-1 (კლაინი-3, მილერი-1), 3:2 ბრასარი-8 (ჰეიესი-5, კლაინი-4), 4:2 მილერი-1 (ფასტი-2, ჰანვიკი-7), 5:2 სტემპნიაკი-5 (მაკდონაჰი-5).

ტორონტო-ვაშინგტონი 6:2

2:0, 3:1, 1:1

გოლები: 1:0 რაილი-3, 2:0 ფრენსონი-4 (ლუპული-2, სანტორელი-10), 3:0 ბოჟაკი-10 (ვან რიმსდიკი-9, კესელი-13), 3:1 ბროუერი-6 (ბექსტრიომი-18, ჯ. კარლსონი-12), 4:1 კლარკსონი-7 (კადრი-6, გარდინერი-4), 5:1 ბოჟაკი-11 (კესელი-14, ვან რიმსდიკი-10), 5:2 ტ. უილსონი-2 (ბექსტრიომი-19, ჯ. კარლსონი-13), 6:2 ლუპული-3 (გარდინერი-5, რაილი-6).

მონრეალი-ბაფალო 3:4 (ბ)

0:1, 1:0, 2:2, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 გირგენსონსი-7 (ენისი-9, დელორიერი-4), 1:1 გალაჰერი-6 (გალჩენიუკი-10, ალენი-2), 1:2 კ. სტიუარტი-3 (მ. ფოლინო-3), 2:2 ელერი-7 (პრუსტი-5, ემელინი-7), 3:2 პასიორეტი-11 (ვაიზი-6, საბენი-9), 3:3 ფლინი-3 (ბ. ჯონტა-6, ტ. მიტჩელი-2).

ბულიტები გაიტანეს: ფლინი (ბაფალო).

ტამპა ბეი-ოტავა 4:1

0:1, 1:0, 3:0

გოლები: 0:1 ლეგუანდი-3 (ე. კარლსონი-11, ტარისი-11), 1:1 კელეჰანი-11 (სტემკოსი-13, კილორნი-5), 2:1 კილორნი-7 (სტრალმანი-11, კელეჰანი-10), 3:1 მოროუ-1 (პაკეტი-1), 4:1 კუჩეროვი-9 (ტ. ჯონსონი-17, გარისონი-12).

აილენდერსი-ნიუ ჯერსი 3:1

1:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 კულემინი-5 (ოკსოპო-16, ტავარესი-13), 1:1 ბრუნერი-2 (ა. ლარსონი-3, რაიდერი-8), 2:1 კლატერბეკი-3 (დე ჰაანი-4, ჩიზიკასი-4), 3:1 ჩიზიკასი-3 (ნილსენი-8, ჰიკი-6).

კაროლინა-პიტსბურგი 2:3

1:2, 0:0, 1:1

გოლები: 1:0 ფოლკი-3 (რასკი-4, გერბე-7), 1:1 კუნიტცი-9 (მალკინი-18, კომო-6), 1:2 ბორტუცო-2 (მარტინი-5, ებეტი-1), 1:3 ერჰოფი-1 (მაატა-7), 2:3 ლინდჰოლმი-7 (რასკი-5, ე. სტაალი-9).

ნეშვილი-კოლამბუსი 2:1

0:0, 1:0, 1:1

გოლები: 1:0 რიბეირო-6 (იოსი-9, შ. უებერი-9), 1:1 რ. იოჰანსონი-9 (ნ. ფოლინო-12, ჯ. ჯონსონი-9), 2:1 კ. უილსონი-4 (კ. სმიტი-7, იარნკროკი-4).

მინესოტა-სტ. ლუისი 2:3 (ბ)

0:0, 2:1, 0:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 ტარასენკო-14, 1:1 მ. კოივუ-3 (ცუკერი-3, კოილი-9), 2:1 პარიზე-9 (რ. სუტერი-12, პომინვილი-11), 2:2 ბეკსი-7 (ბერგლუნდი-3).

ბულიტები გაიტანეს: ტარასენკო (სტ. ლუისი).

კოლორადო-დალასი 5:2

2:2, 1:0, 2:0

გოლები: 0:1 იკინი-5 (სეგუინი-13, ჯეიმი ბენი-15), 1:1 ბრიერი-5 (ჯ. მიტჩელი-3, გენინი-2), 2:1 იგინლა-4 (ლანდესკოგი-7, ბერი-14), 2:2 ივსი-3, 3:2 ტანგეი-8 (დუშენი-8, ბერი-15), 4:2 დუშენი-8 (ბერი-16, ტანგეი-6), 5:2 ლანდესკოგი-7 (ტანგეი-7, მაკინონი-13).

არიზონა-კალგარი 0:3

0:0, 0:1, 0:2

გოლები: 0:1 ბროდი-6 (ჰუდლერი-11, გოდრო-13), 0:2 გოდრო-4 (ჰუდლერი-12, ჯორდანო-19), 0:3 ჰუდლერი-11 (მონეჰანი-8, ვიდემანი-5).

ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 1:4

0:2, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 კარჩილო-3 (ბიკელი-6), 0:2 ბ. რიჩარდსი-5 (ვერსტიგი-10), 1:2 ნოლანი-1 (მუზინი-10), 1:3 ბ. რიჩარდსი-6 (როჟსივალი-2, ვერსტიგი-11), 1:4 საადი-4 (მარიან ჰოსა-14).

სან ხოსე-ანაჰაიმი 6:4

3:1, 2:1, 1:2

გოლები: 1:0 კუტური-9 (უინგელსი-6, მარლო-13), 1:1 ბელესკი-11 (ლინდჰოლმი-6, სმიტ-პელი-6), 2:1 კუტური-10, 3:1 პაველსკი-10 (ჯ. ტორნტონი-14, უინგელსი-7), 4:1 უინგელსი-7 (მარლო-14, ჯ. ბრაუნი-8), 5:1 ჰერტლი-5 (შეპარდი-3), 5:2 პერი-13 (გეტცლაფი-14, ვატანენი-14), 5:3 პერი-14 (გეტცლაფი-15, ფაულერი-10), 5:4 გეტცლაფი-7 (პერი-6), 6:4 ნიეტო-2 (უინგელსი-8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველა დროის მესამე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს
იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი "მოხუცი" იაგრია
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წინ მხოლოდ გრეტცკი დარჩა