2011 წლის პირველივე დღეებში "ბარსელონა" გულშემატკივრებს კარგი ამბით გაახარებს - გუნდის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს

2011 წლის პირველივე დღეებში "ბარსელონა" გულშემატკივრებს კარგი ამბით გაახარებს - კლუბის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ძალიან ახლოსაა გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დასრულებასთან და მალე ახალ კონტრაქტზე მოაწერს ხელს. პეპს ახლა ეს სეზონიღა აკავშირებს "ბლაუგრანასთან", სანდრო როსელი კი მოწადინებულია წარმატებული სპეციალისტი, რაც შეიძლება, დიდი ხნით დატოვოს "კამპ ნოუზე". კლუბის პრეზიდენტი, გვარდიოლა და მისი აგენტი ხოსე მარია ორობიტგი გასულ კვირაში შეიკრიბნენ, სადაც როსელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ კლუბში ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა სურს. მხარეებმა თითქმის მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას, რომლის დეტალებიც მალე დაზუსტდება და იანვრის დასაწყისში კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.

ეს ინფორმაცია მადრიდულმა "დიარიო ას-მა" და ბარსელონურმა "ელ მუნდო დეპორტივომ" გაახმაურეს. 39 წლის გვარდიოლა მოწადინებულია კარიერა მშობლიურ კლუბში გააგრძელოს, მიუხედავად იმ ხმებისა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. "ელ მუნდო დეპორტივო" მიიჩნევს, რომ ყველაფერი შეთანხმებულია და კონტრაქტის შესახებ, შეიძლება, ახალი წლის პირველივე დღეებში გამოაცხადონ. "დიარიო ასი" ამტკიცებს, რომ მხარეებს ერთადერთი საკითხი დარჩათ შესათანხმებელი - სანდრო როსელი გვარდიოლას 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ მწვრთნელი ამას უარობს. გვარდიოლა პრეზიდენტს საინტერესო სახის კონტრაქტს სთავაზობს - კონტრაქტი განახლდეს ყოველი სეზონის შემდეგ ავტომატურად, ყოველგვარი ახალი მოლაპარაკების გარეშე, თუკი ორივე მხარე თანახმა იქნება. სხვათა შორის, ასეთი სახის ხელშეკრულება სულაც არ არის სიახლე კატალონიურ გრანდში - ზუსტად ასეთი სახის კონტრაქტი აკავშირებდა "მფრინავ ჰოლანდიელ" იოჰან კრუიფს "ბარსელონასთან" და მიუხედავად ამისა, მან "კამპ ნოუზე" 1988 წლიდან 1996 წლამდე გაძლო ანუ - 8 წარმატებული სეზონი.

გასულ კვირაში როსელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეიმედება გვარდიოლასი და მიაჩნია, რომ პეპს აქვს შანსი იმდენი ხანი გაძლოს კლუბის თავკაცად, რამდენიც სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერში" (აგერ 24 წელზე მეტია ფერგიუსონი "წითელ ეშმაკუნებს" წვრთნის). სერ ალექსისა და "მანჩესტერის" ხსენება ბევრს ენიშნა - ინგლისური წყაროები ხომ გვარდიოლას ბედს "ოლდ ტრაფორდს" უკავშირებდნენ. ამით კი როსელმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ წარმატებულ ახალგაზრდა სპეციალისტს არაფრის დიდებით არ დაუთმობს "მანჩესტერ იუნაიტედს": "პეპი "ბარსაა", ის ამ კლუბში და ამ კლუბით ცხოვრობს. ამითაც გამოირჩევა სხვა მწვრთნელებისგან, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ და წავიდნენ, პეპი კი რჩება. მას შეუძლია გახდეს "ბარსას" ფეგიუსონი და გააგრძელოს კონტრაქტი კლუბთან რამდენჯერაც მოისურვებს", - განაცხადა მაშინ როსელმა.

გვარდიოლა 1991-2001 წლებში თამაშობდა "ბარსელონაში", 2006 წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო, 2008 წელს მთავარი მწვრთნელი გახდა, პოსტზე ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი შეცვალა. გვარდიოლამ კლუბს ორჯერ ლა ლიგა მოაგებინა, ერთხელ "სამეფო თასი", ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკლუბო ჩემპიონატი.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა