აბა, ვალტერ მაცარი რას აკეთებდა გუნდში?
სერია A-ს მიმდინარე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგა, სადაც "რომამ" "ინტერს" უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 4:2. მართალია, სტუმრებმა ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ მთელი თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და თითქოს, მათი საბოლოო წარმატება არცკი დამდგარა ეჭვქვეშ.

მატჩის პერიპეტიების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას. შესანიშნავად ითამაშა მირალემ პიანიჩმა და გარდა იმისა, რომ მოედნის ცენტრის სრული ბატონი იყო, ორი გოლი მიითვალა აქტივში. განსაკუთრებით ეფექტური მისი მეორე, "რომასთვის" კი მეოთხე გოლი იყო, როდესაც საჯარიმო დარტყმით ბურთი ცხრიანში მოათავსა.

რომაელთა შორის ჟერვინიოც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც რამდენიმე შთამბეჭდავი სოლო-რეიდი მოაწყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგარიში სწორედ მან გახსნა. და, რა თქმა უნდა, ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ჩვეულად დირიჟორობდა საკუთარი გუნდის თამაშს და არიგებდა ჩინებულ პასებს.

ტოტიმ საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, როდესაც ორ მეტოქესთან ჭიდილში შეინარჩუნა ბურთი და წაქცეულმა დაუგორა დასარტყმელად პიანიჩს. მოკლედ, "რომას" შეტევამ ივარგა, თუმცა შეტევით ფაზაში მცველმაც იყოჩაღა და ეს მცველი ჰოლებასი გახლავთ - მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მარცხენა ფრთა გაარღვია, ორ მეტოქეს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით ცხრიანი დალაშქრა.

მოკლედ, "სტადიო ოლიმპიკოზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა კარგი სანახაობა იხილეს, მატჩის შემდეგ კი მწვრთნელებმა კომენტარები ჩამოარიგეს...

რუდი გარსია (რომა): "ცსკა-სთან მატჩი ცუდად ჩავატარეთ და დასანანი ქულები დავკარგეთ. მაშინვე ვთქვი, რომ თავის მართლებას არ ვაპირებდი და ჩვენი პასუხი მოედანზე გამოჩნდებოდა. ჩვენ ეს შევძელით და ყველას დავანახვეთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში.

რამდენჯერაც ტემპს მოვუმატეთ, მეტოქე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. "ინტერი" ძლიერი გუნდია და ასეთ უპირატესობას არც ველოდი. მადლობა შეგირდებს, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ, თუმცა ჩვენ მეტი შეგვიძლია".

რობერტო მანჩინი (ინტერი): "საინტერესო თამაში იყო, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. პერიოდულად კარგად ვთამაშობდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მეტოქე გვჯობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რუდი გარსია დიდი ხანია, ამ გუნდს აკეთებს, ჩვენ კი ჩამოყალიბების სტადიაში ვართ.

ყველა კომპონენტში უნდა მოვუმატოთ, რომ ასეთ ძლიერ გუნდებს ტოლ-სწორად ვეპაექროთ. ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი და კიდევ გვაქვს შანსი, რომ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ".

მანჩინის მაცარი შემოელანძღა

მეორე დღეს რობერტო მანჩინი კიდევ ერთხელ გაესაუბრა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ "ინტერი" ჯერ გუნდად უნდა აქციოს და შემდეგ ძლიერ გუნდად. ეს სიტყვათა თამაში ვალტერ მაცარის კრიტიკაა, რადგან მანჩინის თქმით, მას მძიმე მემკვიდრეობა ერგო...

რას აკეთებდა მაცარი "ინტერში" წელიწადნახევრის განმავლობაში? - რისთვის აიღო მილიონები, თუ ისიც ვერ შეძლო, რომ რობერტო მანჩინისთვის გუნდი გადაებარებინა? - "გაძეტა დელო სპორტმა" ეს თემა აიტაცა და თავად მაცარის შეეხმიანა, მისი პასუხი კი ასეთია:

"არ ვიცი, რა განცხადება გააკეთა მანჩინიმ, მაგრამ "ინტერში" მუშაობისას თავი არ დამიზოგავს. შესაძლოა, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ვპროგრესირებდით და დარწმუნებული ვარ, შედეგი მალე მოვიდოდა. "ინტერი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, დაბალანსებული შემადგენლობით და ტაქტიკურად ორგანიზებული - ვინც ამას ვერ დაინახავს, მისი პრობლემაა. რობერტო მანჩინი კარგი მწვრთნელია და მას წარმატებას ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა
რონალდომ სანაკრებო კარიერა სკანდალურად დაასრულა - მისმა დამ პორტუგალიელებს უვიცები უწოდა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ნაწყენი რონალდო ჟესუსს ესაუბრა - პორტუგალიელთა ბაზაზე მისვლა ფედერაციის პრეზიდენტსაც მოუწია
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
ვალტერ მაცარის გაშვების მიზეზი რობერტო მანჩინია
იტალიის უჩვეულო უმუშევართა ბირჟა - ვარსკვლავურ მწვრთნელებს აღარ იწვევენ
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ვინ გაწვრთნის ტურინულ გუნდს - "ტორინო" ცვლილებების მოლოდინში
გენუის "სამპდორია": ვინ შეცვლის სინიშას?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
შესაძლოა, ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეგრი შეცვალოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
შოკი: ვალტერ მაცარიმ შეიძლება სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს