"ლეიკერსს" ბრაიანტი "ქაჩავს"
მიმდინარე სეზონში კობი ბრაიანტმა უკვე არაერთი რეკორდი დაამყარა, მაგრამ მხოლოდ გუშინ დაემთხვა ვეტერანი ვარსკვლავის პირადი მიღწევა გუნდის წარმატებას. შესაძლოა, იმიტომაც, რომ კობის რეკორდი შედეგიან გადაცემებსაც შეიცავდა.

ბრაიანტი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, ვინც ორ ზღვარს გადააბიჯა: 30 ათასი ქულასა და 6 ათას შედეგიან გადაცემას. გარდა ამისა, გუშინდელი სამმაგი დუბლი პირველი იყო ლეგენდისთვის წლევანდელ სეზონში.

"ტორონტო" პირველ შეხვედრას ატარებდა დემარ დეროზანის გარეშე, რომელიც ტრავმის გამო გაურკვეველი ვადით გამოეთიშა რეგულარულს. მისი ადგილი სასტარტში ვასკესმა დაიკავა, ხოლო შედეგიანობა ერთმანეთში როსმა, უილიამსმა და იმავე ვასკესმა გადაინაწილეს. განსაკუთრებით მისდიოდა სროლა როსს - ფორვარდმა 12-დან 8 ტყორცნა მოათავსა კალათში, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე, როცა "ტორონტო" ორი ქულით იყო ჩამორჩენილი. იქვე ბრაიანტმა გაათანაბრა ანგარიში - ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

დარჩენილ დროში გუნდების ლიდერებმა უშედეგო შეტევები გაცვალეს: ლაური შეტევაში დაჯარიმდა, ბრაიანტმა კი სირენასთან ერთად ესროლა, მაგრამ ვალანჩუნასმა დაუფარა. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი იყო, მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ლიტველს წესი არ დაურღვევია და მას ბლოკშოტი ჩაუწერეს.

დამატებით ხუთ წუთში კი მასპინძლებმა თამაშის რიტმი დაიჭირეს და საკმაოდ იოლად გაუსწორდნენ აღმოსავლეთის ლიდერს. "ლეიკერსმა" 11:2 სპურტის განხორციელება მოასწრო, რომლის დროსაც ბრაიანტმა 5 ქულა დააგროვა, ჰილი კი ორი დაფარებით დაეხმარა გუნდს. კანადელებმა კი შვიდი ტყორცნიდან მხოლოდ ერთი მოათავსეს კალათში.

და მაინც, სტუმრებმა გაიბრძოლეს, როცა როსმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მეტოქის ნახევარზე პრესინგისას "რეპტორზს" ჯონსონის გაქცევა გამოეპარა, რომელმაც ეფექტური ჩატენვით გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

ლეიკერსი-ტორონტო 129:122 (ო)

27:24, 31:25, 23:31, 28:29, 20:13

ლ: ბრაიანტი (31+12 პასი+11 მოხსნა), იანგი (20), ბუზერი (18+9 მოხსნა), ჰილი (16+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (13), ლინი (11), ელინგტონი (10).

ტ: ლაური (29+9 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), როსი (20), ვასკესი (19+5 პასი), უილიამსი (19), პატერსონი (10+13 მოხსნა), ვალანჩუნასი (9+13 მოხსნა+3 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა