დღეს "ბენდელას თასის" საიუბილეო, მეოცე გათამაშების გამარჯვებული იოსებიძის ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" მოედანზე გამოვლინდება

გუშინ "ბენდელას თასზე" ჯგუფური ეტაპის ბოლო და ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. სეუ-მ "პრობაციონერები" 7:2 დაამარცხა, "თბილისმა" კი "ოლიმპი" – 3:2.

ჯგუფური ეტაპი

სეუ 7:2 "პრობაციონერები"

ცხადაძე 2 ბადრიშვილი

ნავალოვსკი 2 ციცხვაია

ოდიკაძე

ლ. ნოზაძე

ცხომარია

"ოლიმპი" 2:3 "თბილისი"

სტეფნაშვილი ჯანელიძე 2

ფანცულაია გორგოძე

ნახევარფინალები

სეუ 4:2 "ოქროს თევზი"

ნოზაძე 2 ამისულაშვილი

ოდიკაძე მაზიაშვილი

ცხადაძე

"თბილისი" 2:6 "საბურთალო"

ჭელიძე ჭანტურია 3

ვაშაკიძე გოგუა

რეხვიაშვილი

გოგოლაძე

ორივე ნახევარფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სეუ-მ დაძაბულ მატჩში ტურნირის ფავორიტი "ოქროს თევზი" 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა. სეუ-ს ბაქოს "ინტერის" და არნემის "ვიტესის" მცველები დავით ოდიკაძე და გურამ კაშია დაემატნენ, დავით მუჯირის "ოქროს თევზს" კი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი ლევან კობიაშვილი ვეღარ დაეხმარა, რადგან "ჰერტა" მეორე წრისთვის მზადებას ადრიანად იწყებს და გერმანიაში გაემგზავრა.

გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებისგან შემდგარმა "საბურთალომ" ვეტერანები, დავით სოლოღაშვილი, დავით გოგოლაძე, ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია დაიმატა და ლატვიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების "თბილისს" 6:2 მოუგო.

მერწმუნეთ, ღირდა გიორგი ჭანტურიას ნახვა. ფეხბურთელი, რომელიც ასაკის მიუხედავად, ჰოლანდიურ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა, უფრო გამოცდილი მეტოქეების წინააღმდეგ ლაღად და თავისუფლად თამაშობდა, პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისიანების გამარჯვება განაპირობა.

დღეს კი "ბენდელას თასის" საიუბილეო, მეოცე გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება.

15 საათზე იოსებიძის ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" მოედანზე ერთმანეთს სეუ და "საბურთალო" შეხვდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე