უკრაინის დედაქალაქ კიევში დამთავრდა ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 27 ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ჩემპიონობას ეცილებოდნენ
უკრაინის დედაქალაქ კიევში დამთავრდა ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 27 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს ჩემპიონობას.

მედლებისთვის მებრძოლთა შორის საქართველოს (დელეგაციის ხელმძღვანელი - ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ თავართქილაძე) 10 სპორტსმენიც იყო. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 13 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ვალიტა მელიქიძე-გორელჩანიკი (75 კგ, წოლჭიმი), დავით გაბელაია (90, წოლჭიმი) და გივი მარგველაშვილი (67,5 კგ, ძალისმიერ სამჭიდი და ამოწევა). საგულისხმოა, რომ გაბელაიამ წლეულს ბაქოში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა, კიევში კი აბსოლუტურში ბრინჯაო დაიმსახურა, ხოლო მელიქიძე-გორელჩანიკს ამავე წონაში ვერცხლი ერგო.

ახალგაზრდებში ორ-ორი ოქრო ხვდათ: ამირან ჯაჯანიძეს (წოლჭიმსა და სამჭიდში), ჯამბულატ ხოფერიას (სამჭიდსა და ამოწევაში), ალექსანდრე ჯოხაძეს (წოლჭიმსა და ამოწევაში).

მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი ისახელეს ვეტერანებმაც. სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ გია ცირეკიძე (წოლჭიმი), ჯიმშერ ჭელიძე (სამჭიდი) და ავთანდილ ახვლედიანი (წოლჭიმი).

საქართველოს სპორტულ დელეგაციას ვერცხლის მედლები შესძინეს ნოდარ თეთრაშვილმა (110 კგ, სამჭიდი) და ემზარ ქილიფთარმა (125 კგ, ამოწევა), ახალგაზრდებში ამირან ჯაჯანიძეს ორ ოქროსთან ერთად ამოწევაში ბრინჯაოც ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა