ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თავის ახალ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გოგიტა გოგუას ნალჩიკის "სპარტაკმა" ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა კონტრაქტის გაგრძელება. თუმცა გარიგება არ შედგა. ზაფხულშივე გაირკვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას გოგიტა თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებდა და კლუბს შეიცვლიდა. მისი სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა საბოლოოდ სამი გამოიკვეთა - თურქული "კაისერისფორი", ჰოლანდიური "ვიტესი" და რუსული "ვოლგა". საბოლოოდ გოგუა ომარ თეთრაძის "ვოლგაში" აღმოჩნდა. საინტერესოა, რატომ შეაჩერა არჩევანი გოგუამ პრემიერლიგის დებიუტანტ გუნდზე. გოგიტას, რომელიც "ბენდელას თასზე" ასპარეზობს, საკლუბო და სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ.

- კარიერას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გავაგრძელებ. კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ იანვრის დასაწყისში შევუერთდები და სამწლიან ხელშეკრულებას მოვაწერ ხელს.

- ახალი გუნდის თავკაც ომარ თეთრაძეს თუ ელაპარაკეთ, იცნობთ მას?

- დეტალურად, ასე ვთქვათ პროფესიულად, ჯერ არ გვილაპარაკია. ომარ თეთრაძე რუსულ ფეხბურთში ცნობილი მწვრთნელია. მან ორი გუნდი, ჯერ მახაჩყალის "ანჟი", ახლა კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში ზედიზედ გადაიყვანა. რუსულ ფეხბურთში ეს პატარა საქმე არ არის და რომ არა მისი კვალიფიკაცია, ეს ძალიან გაჭირდებოდა. თეთრაძეზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. მასაც საკმაო წარმოდგენა აქვს ჩემზე და მჯერა, ჩვენი ერთად მუშაობა ორივესთვის სასარგებლო და წარმატებული იქნება.

- სააგენტოები რუსულ და უცხოურ კლუბებში გიწინასწარმეტყველებდნენ კარიერის გაგრძელებას. "ვოლგას" გარდა, რა ვარიანტები გქონდათ?

- წინადადებები მართლაც იყო, მაგრამ ყველაფერი ავწონ-დავწონე და ბოლოს "ვოლგაში" ვარჩიე. თუმცა ნალჩიკის "სპარტაკი" ახალ კონტრაქტს მთავაზობდა კარგი პირობებით და დარჩენაც შემეძლო.

- უჩვეულო ამბავია, როცა რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ადგილზე გასული გუნდიდან ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ლიგის დებიუტანტ გუნდში გადადის. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- მართალი გითხრათ, გარემოს შეცვლა მინდოდა და ამიტომაც ვთქვი უარი ნალჩიკში დარჩენაზე. ვფიქრობ, "ვოლგაში" ის ვითარება იქნება, როგორიც მე წარმომიდგენია. მართალია, ჩემი ახალი გუნდი ლიგის დებიუტანტია, მაგრამ სამომავლოდ ამბიციური მიზნები ექნება.

- ეტყობა, ახალი გუნდის მიზნებზე უკვე ინფორმირებული ხართ.

- როგორც მითხრეს, პირველ სეზონში "ვოლგა" ათეულში მოსახვედრად იბრძოლებს, მერე კი ხუთეულში მოხვედრა იქნება ჩვენი გუნდის მიზანი.

- გარემოს შეცვლა ახსენეთ და, ჰოლანდიურ "ვიტესშიც" ხომ შეგეძლოთ გადასვლა?

- "ვიტესს" მართლაც ჰქონდა ინტერესი, მაგრამ რეალურ წინადადებამდე საქმე არ მისულა. "კაისერისფორმა" უფრო მეტად მოინდომა ჩემი დამატება, ვიდრე "ვიტესმა".

- "ვოლგამ" "კაისერისფორზე" უკეთესი პირობები შემოგთავაზათ?

- დიდი სხვაობა არ ყოფილა. თითქმის ერთნაირი პირობები იყო. თუმცა საბოლოოდ მაინც რუსეთი ვამჯობინე, რადგან ვიცი, რუსეთში რა დონის და რა ყაიდის ფეხბურთია. თურქეთი კი ჩემთვის უცხო ხილია.

- "ვოლგაში" ქართველები საკმაოდ ხართ, რაც ალბათ საფრთხილოც არის. ომარ თეთრაძეს "ანჟიშიც" ბევრი ქართველი ჰყავდა, მაგრამ...

- იმას რა სჯობს, თუ ბევრნი ვიქნებით, მაგრამ ბევრი ქართველი ერთ გუნდში, რუსეთში ზოგისთვის მძიმე სურათია. თუმცა, თუ კარგი შედეგი გვექნება, ეს არავის გაახსენდება.

"ვოლგაში" ჩვენებურების მართლაც კარგი კონტინგენტია. ოთარ მარცვალაძე პირველ ლიგაში ბომბარდირი გახდა და იმედი მაქვს, მას მათე ვაწაძე კარგ პარტნიორობას გაუწევს.

დაცვაში საიმედოდ არიან ედიკ საჯაია და გიორგი ნავალოვსკი. ნახევარდაცვიდან კი მე და გოჩა ხოჯავა შევუტევთ მეტოქეებს.

- ნაკრებზეც ვთქვათ. ეროვნულისთვის 2010 წელი შედეგიანად მიიჩნევა.

- რვამატჩიანი წაუგებელი სერია, თანაც ბოლო წლების წარუმატებლობისა და იმდგაცრუების შემდეგ, მართლაც წარმატებაა. დღეისთვის ეროვნულ ნაკრებს ამბიციური და ღირსეული მწვრთნელი ჰყავს. მწვრთნელი ამბიციურ უნდა იყოს, მაგრამ ეს ამბიცია მისი მაღალი კვალიფიკაციით უნდა იყოს ზურგგამაგრებული. ვფიქრობ, სწორედ ასეთია თემურ ქეცბაია. თემური მთელ სულსა და გულს დებს საქმეში და შედეგიც ამას მოაქვს.

ზოგი მწვრთნელისთვის, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ექნება თუ არა მის გუნდს შედეგი.

- თქვენი აზრით, კონკრეტულად რამ განაპირობა ეს შედეგი?

- ქეცბაიას ახალი არაფერი მოუგონია. მან მარტივად გადაწყვიტა, ნაკრების რესურსს მაქსიმალურად იყენებს. წინა მწვრთნელების დროს ერთი ხანობა მეც არ ვიყავი ნაკრებში, რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებზე საერთოდ ხელიც კი აიღეს. არადა, ჩემი აზრით, რუსეთის ჩემპიონატი ევროპაში ხუთეულ-ექვსეულში შედის. აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერები ნაკრებისთვის ჩამოსაწერი არ ვართ.

- საგაისო მატჩებზე რას ფიქრობთ?

- შესარჩევ ციკლში ჯერ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩავატარეთ, უფრო მეტი და უფრო მძიმე მატჩები გველის. ვფიქრობ, მარტის თამაშები, შინ ხორვატიასთან და სტუმრად ისრაელთან, ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება. ეს ორი თამაში ბევრს გადაწყვეტს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჯგუფში ჩვენი ყველა მეტოქისთვის. მოკლედ, კარგი წელი იყო, მაგრამ გულშემატკივარი ახლა უფრო მეტს ელის ჩვენგან და უნდა გავახაროთ.

- ბოლოს ისევ კლუბზე გკითხავთ. როდის იკრიბებით და სად მოემზადებით?

- 3 იანვარს ვიკრიბებით, ორი მოსამზადებელი შეკრება ანთალიაში გვექნება, ერთი კი, თუ არ ვცდები, ესპანეთში. ნალჩიკში თამაშისას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და ეს როლი ახლა "ვოლგაში" უნდა მოვირგო. მინდა ნიჟნი ნოვგოროდშიც გავიჩინო ქომაგები და მჯერა, ამას მოკლე ხანში შევძლებ. ეს მოსამზადებელი ეტაპი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, კარგად შევთამაშდეთ და სეზონი რიხიანად უნდა დავიწყოთ - ქართველებმა "ვოლგას" ხელი უნდა დავატყოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"