ასე იცის ბოლო ადგილმა
ბუნდესლიგაში დორტმუნდის "ბორუსიას" მერვე წაგების შემდეგ გუნდის აქციების ფასი ექვსი პროცენტით დაეცა, - იტყობინება გაზეთი "ბილდი". ამ მომენტისთვის ერთი აქციის ღირებულება 3.99 ევროს შეადგენს. გერმანიის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი 11 ქულით ბოლო ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

ამასობაში, "დორტმუნდის" ნახევარმცველმა კევინ გროსკროიტცმა ღია წერილით მიმართა კლუბის გულშემატკივრებს. 26 წლის ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

"უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, - მოჰყავს "ბილდს" გროსკროიტცის სიტყვები. - რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში მე, როგორც ფეხბურთელს, არაფრის თქმის უფლება არ მაქვს. უმჯობესი იქნება, თუ ჩუმად ვიქნები და ვეცდები შედეგების გაუმჯობესებას. ჩემთვის და გუნდისთვის ეს სრულიად ახალი სიტუაციაა.

და ამაში დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ. სრულიად მესმის გულშემატკივრების რეაქცია "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია.

ერთი მხრივ, მეგობრები მყავს ტრიბუნებზე, ისინი განაწყენებულნი და განრისხებულნი არიან; მეორე მხრივ, ჩემი მეგობრები მოედანზე და ისინიც იმავეს გრძნობენ, მაგრამ მომხდარში დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ... მაპატიეთ გრძელი სიტყვისთვის, მაგრამ ვამბობ იმას, რაც გულიდან ამოდის. თუმცა ერთი უცვლელი რჩება - "ბორუსია" არასოდეს დაეშვება უფსკრულში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა