ზვიად სიჭინავა მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების ხელმძღვანელებს, არბიტრებსა და ასისტენტებს შეხვდა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების ხელმძღვანელებს, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგებში დასაქმებულ არბიტრებს და ასისტენტებს შეხვდა. ფედერაციის თავკაცმა მათ აცნობა, რომ ახალი წლიდან უმაღლესი ლიგის მსაჯები (არბიტრებიც და ასისტენტებიც) თითო მატჩის მომსახურებისთვის ოთხ-ხუთჯერ გაზრდილ ჰონორარს მიიღებენ. კერძოდ, დაქვითვის შემდეგ არბიტრი ათას ლარზე მეტს (დაახლოებით 1080 ლარს) მიიღებს, ასისტენტი კი ამის ნახევარს. შეგახსენებთ, რომ აქამდე, უმაღლესი ლიგის თითო მატჩის მომსახურებისთვის არბიტრი დაახლოებით 280 ლარს იღებდა, ლაინსმენი კი - 190 ლარამდე.

ჰონორარის გაზრდით არბიტრებისა და ლაინსმენების პასუხისმგებლობაც იზრდება და ზვიად სიჭინავამაც მსაჯობის დონის ამაღლება მოითხოვა. ფედერაციის პრეზიდენტი ცალ-ცალკე ესაუბრა არბიტრებსა და ასისტენტებს და მათგან სწორედ მაღალკვალიფიციური მსაჯობა და შეცდომების მაქსიმალურად შემცირება ითხოვა.

სეზონის მეორე ნახევრიდან უმაღლესი ლიგის მატჩებს კვლავ 12 არბიტრი და ორჯერ მეტი ასისტენტი მოემსახურება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოსგან მიღებული ფინანსური დახმარების წყალობით მსაჯების წინა თვეების დავალიანება გაისტუმრა.

გადაწყდა ისიც, რომ 10 იანვრიდან მსაჯებს მოსამზადებელი შეკრებები დაეწყებათ. ისინი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებენ. უმაღლესი და პირველი ლიგების არბიტრებისა და ასისტენტებისთვის ჩატარდება სემინარები, რასაც ნორმატივებისა და სპეციალური ტესტების ჩაბარება მოჰყვება.

სიახლეა ისიც, რომ ფიფამ 2011 წლისთვის ჩვენი ფედერაციის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა - ოთხი არბიტრი და რვა ასისტენტი. არბიტრები: ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია, გიორგი ვადაჭკორია, დავით ხარიტონაშვილი. ასისტენტები: ზაზა მენთეშაშვილი, მამუკა ელიკაშვილი, გურამ ჩიგოგიძე, ზაზა ფიფია, ლევან თორდია, ლევან მიქელაძე, გიორგი ყრუაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალ ასისტენტთა შორის ფიფამ პირველად დაამტკიცა ქართველი მსაჯი. ასე რომ, ზემოთ ჩამოთვლილი არბიტრებისა და ასისტენტების მსგავსად, საერთაშორისო მატჩებს გაისად ხათუნა მაისურაძეც ლაინსმენის რანგში მოემსახურება.

ჩვენი ერთი მსაჯი უეფამ საერთაშორისო ტურნირზე უკვე მიავლინა. ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შესარჩევ მატჩებს (20-25 იანვარი, მალტა), შოთა ქუხილავა არბიტრის რანგში გაუძღვება. ჯგუფში კი მალტის, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ლიტვის ნაკრებები ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე