ბრაიანტ ჯენინგსი, რომელსაც 19-დან 19 მოგება აქვს
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს მეორე პოტენციური მეტოქე გამოუჩნდა. ეს გახლავთ ამერიკელი პრეტენდენტი ბრაიანტ ჯენინგსი, რომელსაც 19-დან 19 ბრძოლა აქვს მოგებული.

როგორც ვარაუდობენ, კლიჩკოსა და ჯენინგსის ორთაბრძოლა ნიუ იორკში 2015 წლის აპრილში გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ თავად უკრაინელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკელს თავის ერთ-ერთ კონკურენტად ასახელებდა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კლიჩკოსა და ჯენინგსის შეხვედრით დაინტერესებულია ამერიკული ტელეარხი HBO, რომელიც მზად არის, ამ ბრძოლისთვის 3 მილიონი დოლარი გამოჰყოს.

როგორც იცით, ამა წლის შემოდგომაზე ვლადიმირ კლიჩკომ სამ ბრძოლაზე გააფორმა კონტრაქტი HBO-სთან და ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა - ბულგარელი კუბრატ პულევი ნოკაუტით დაამარცხა. ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინელის კიდევ ერთი პოტენციური მეტოქეა ბრიტანელი ტაისონ ფიური, რომელმაც გასულ კვირას თანამემამულე დერეკ ჩისორა დაამარცხა და კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია