"ქუთაისთან" საშინაო მარცხის შემდეგ ლევან მოსეშვილის შეგირდებმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგეს და პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულეს

პირველი წრის კალენდარი ისე იყო შედგენილი, რომ "არმიამ" საწყისი ტური გამოტოვა, მეორეში კი "ქუთაისთან" შინ დამარცხდა. მას მერე არმიელებმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგეს და პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულეს.

გუშინ ლევან მოსეშვილის შეგირდებს მეორეადგილოსანი "ენერჯი" დაუპირისპირდა, რომელიც ტანმაღალი აკაკი დვალიშვილით გაძლიერდა (კანარის კუნძულების აკადემიაში თამაშობდა).

ორივე გუნდმა დაცვას დიდი ყურადღება დაუთმო, რის გამოც შედეგიანი იერიშების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. საბოლოოდ "არმიამ" 68:60 მოიგო.

სტუმართაგან მხოლოდ ბაბიაშვილმა და ტუღუშმა გადალახეს 10-პუნქტიანი ზღურბლი, 18-18 ქულა ჩააგდეს. თვალშისაცემი იყო მატჩის ოქმში მოხსნებში დაფიქსირებული სხვაობა: "არმიამ" "ენერჯის" ამ კომპონენტში 55:38 აჯობა. თუმცა ეს დანაკლისი რუსთაველებმა შეცდომების სიმცირით დააბალანსეს. მათ 15 შეცდომა დაუშვეს, "არმიამ" - 21. რუსთაველებმა ჩაჭრებში 14:8 იმარჯვეს.

სუპერლიგა. XI ტური

28 დეკემბერი, თბილისი

რუსთავი

ენერჯი-არმია 60:68

20:14, 13:18, 15:19, 12:17

ენერჯი: მაჭავარიანი (5მ, 5ფ), ცეკვავა (24ქ, 5მ, 3პ, 3ჩ, 5ფ), წივწივაძე (6ქ, 3პ), აბაიშვილი, დვალიშვილი (2ქ, 6მ), ტუჯანი (13ქ, 6მ, 2დ), ლამუ (5ქ, 5მ), სანაძე (10ქ, 3პ, 3ჩ).

არმია: ტუღუში (18ქ, 7მ, 6პ), ბოისა (7ქ), პირველაშვილი (2ქ), ბაბიაშვილი (18ქ, 11მ), ათანელიშვილი (4მ), ბაქრაძე (7ქ), მინაშვილი, მ. ბერიშვილი (3ქ), უგრეხელიძე (7ქ, 4მ), საყვარელიძე (4ქ, 7მ), ათუაშვილი (2ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე

მ. რატიშვილი

წინა ტურში "ქუთაისის" მძლეველმა "ბათუმმა" შინ ვერაფერი გააწყო "სამედიცინოსთან", რომელსაც ჭოჭუა, თავართქილაძე, ნინიაშვილი და კეიდია გაუძღვნენ. საყურადღებოა, რომ ბათუმელებმა ოდენ 9 ორქულიანი ჩააგდეს ("სამედიცინომ" - 21)... ამ მოგებით თბილისელებმა "ბათუმს" სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით გაასწრეს.

ბათუმი

ბათუმი-სამედიცინო 53:71

10:24, 13:19, 16:8, 14:20

ბათუმი: ვ. მაისურაძე (12ქ, 12მ), თენიეშვილი (4ქ, 9მ), მიქელაძე (6ქ, 8პ, 5მ, 3ჩ), ნინუა (5ქ, 4პ), ჩხატარაშვილი (4ქ), კეშელავა (14ქ, 7მ), ელიაშვილი, ელიაძე (8ქ, 9მ).

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (3ჩ), თავართქილაძე (16ქ, 4მ, 4პ), ბექაური (5ქ, 5მ, 5ფ), ნინიაშვილი (12ქ, 9მ, 3პ), კეიდია (14ქ, 16მ, 3დ), ჭოჭუა (24ქ, 6მ), ფაიქრიძე.

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე

კომისარი: თ. ქიქოძე

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 10 9 1 916/712 19

2. ენერჯი 10 7 3 748/705 17

3. თსუ 9 7 2 814/720 16

4. შსს 9 6 3 814/695 15

5. ქუთაისი 9 6 3 769/683 15

6. სოხუმი 9 6 3 725/703 15

7. სამედიცინო 10 3 7 741/759 13

8. ბათუმი 10 3 7 760/833 13

9. სტუ 9 2 7 746/824 11

10. აგრარული 9 2 7 630/761 11

11. დინამო 10 1 9 677/945 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"