საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის თქმით, "ვერონაში" მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ რუმინეთის თასის გათამაშების მეოთხედფინალში შორეული დარტყმით გაიტანა და სოლიდური წვლილი შეიტანა ქვედალიგელი "მიოვენის" სტუმრად დამარცხებაში (4:3), მაშინ, როცა ქართველი შემტევის გუნდი 61-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა.

3 დეკემბერს ჭანტურიას რუმინეთში შევეხმიანეთ. ცხადია, თავდაპირველად საუბარი "მიოვენთან" მატჩით დავიწყეთ, მერე კი უფრო საინტერესო თემას გადავწვდით.

- რთული თამაში გამოვიდა, - გვითხრა ჭანტურიამ საუბრის დასაწყისში, - მეტოქეს სამი ბურთით ჩამოვრჩით. თან მძიმე კლიმატური პირობები იყო, თოვლიანი მოედანი... გახარებული ვარ, რომ მოვიგეთ და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე - გოლი გავიტანე და საგოლე პასიც გავაკეთე.

- ეს გასაგებია, მაგრამ "კლუჟზე" ცალკე უნდა გკითხოთ. როგორც წერენ, კლუბს ფინანსურად არ ულხინს. სწორედ ამიტომ წავიდა "დიორში" მთავარი მწვრთნელი ვასილე მირიუცა...

- "კლუჟში" მართლაც მძიმე ფინანსური პრობლემებია. იანვარში ნახევარ გუნდზე მეტი წავა, მათ შორის - მეც.

- სად შეიძლება გააგრძელოთ კარიერა?

- ჯერ არ ვიცი, სად გავაგრძელებ თამაშს. მაქვს შემოთავაზებები და ჩემს ოჯახთან ერთად ავირჩევ საუკეთესო ვარიანტს.

- რა ხდება "ვერონასთან" დაკავშირებით?

- ჩემი და "ვერონას" ამბავი არ არის გარკვეული. ოფიციალურად ხელი არაფერზე მომიწერია, მხოლოდ ორმხრივი სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ჯერ არის დრო და გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ.

ერთს კი დანამდვილებით გეტყვით: ძალიან ბევრი კარგი შემოთავაზება მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ნაკრების დღევანდელობასთან დაკავშირებით. ყველა ახალი მწვრთნელის მოლოდინშია...

- პრინციპში, ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ. მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ - მოუთმენლად ველი ახალი მწვრთნელის დანიშვნას და მერე უფრო მეტის თქმა შემეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gela
გიო,შენ თუ მოინდომებ ვარსკვლავი გახდები,ოღონდ ფეხბურთში
ლუბლიანკა
ვანგაალმა დაურეკა მანჩეში მიდის ამის ფეხბურთი არ გაიშვას:D :D , რა შემოთავაზება რა კაი გუნდები მაქსიმუმ ლუცჩენერგია ან ობოლონი :))
qutaiseli
ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის თავისი კარიერის აწყობაში დაიკიდე გიო ყველანაირი უარყოფითი კრიტიკა მთავარია შენიყო შენთავთან მართალი.
qutaiseli
ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის თავისი კარიერის აწყობაში დაიკიდე გიო ყველანაირი უარყოფითი კრიტიკა მთავარია შენიყო შენთავთან მართალი.
Bayluck
ყველაფერი ჭანტურიაზეა დამოკიდებული საცაა უნდა აიწყვიტოს ვნახოთ ჩემ რჩევა თუ ახსოვს და და თუ გაითვალისწინებს?! თუ კარგად დააკვირდებით ამ ბოლო დროს ხშირად უმართლებს.
ZVELI
გაბოროტებული შენსკენ მოიკითხე ძმაო. მე როგორ კომენტარს გავაკეთებ ეს ჩემი საქმეა. ისე სიმართლე ბოროტებათ არ უნდა მიიღო. სიმართლეს, რომ იშვიათად წერენ, ამიტომ არიოს ქართული ფეხბურთი ამ დღესი დაა ეს არის გულსატკენი. შენც ძალიან კარგად ხდები, რომ ასეთი სტატიები პიარია, რომელსაც ფეხბურთის ინტერესთან საერთო არაფერი აქვს.
koki
ZVELI-ს. რა იყო შე კაი დედმამიშვილო, რამ გაგაბოროტა. მე არ ვიცი შენი ასაკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ იქნები ახალგაზრდა (კომენტარიდან გამომდინარე)და არ ჯობია ეს ახალგაზრდა ბიჭი გაამხნევო და წარმატებები უსურვო? გასაკვირია პირდაპირ, რამ გაგიქროთ ადამიანების თამადგომის სურვილი.
SHUKOVANI
ra gindat chanturiasgan ver vxvdebi, dzaan didi klasi akvs am bichs, da shromismoyvarec aris sxvebisgan gansxvavebit. ubralod ar umartlebs, ager klujhshi gadavida, atamashda, da phinansuri problemebi "gadaeghoba" win. ise sjobs, zaphxulamde mainc darches, kargad sheewyo gunds.
ZVELI
ამის ნააზრები ნეტა კიდევ ვის აინტერესებს. დაგვპირდა ტიპი, მომავალში უფრო მეტს გვეტყვის. საწყალო "ჟურნალისტო" შენი საშველი არ იქნება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
გიორგი ჭანტურიას გუნდის უეცარი ნახტომი მე-16 ადგილიდან მესამეზე
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
ფიბა ევროპის თასი. დინამო-კლუჟი [LIVE]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
iamcalcio.it: ნიკო ლოპესი "ვერონადან" წავა, გიორგი ჭანტურიას საკითხი ჯერ გასარკვევია
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
შეთანხმება მიღწეულია - “ნაპოლი” 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ძლიერდება
ლევან ყენიას "დუდელანჟის" მეტოქე გუნდში ჟულიო ბაპტისტა ჩაირიცხა