”თავად გამოიტანეთ დასკვნა, საით მიდის ფეხბურთი - კაცი დაფრინავს შეტევაში და დაცვაში თამაშს სთხოვენ”
43 წლის გოჩა ჯამარაული საქართველოს ნაკრებში არასოდეს ყოფილა რიგითი ფეხბურთელი. მას სტადიონზე გულშემატკივარი მიჰყავდა და მაღალოსტატური გარჯით ფეხბურთის გურმანის გულს იგებდა. მას 62 სანაკრებო შეხვედრა ჩაუტარებია და 6 გოლი გაუტანია.

სწორედ ჯამარაულს ვესაუბრეთ ჩვენი ეროვნული გუნდის დღევანდელობაზე...

- ამ ბოლო დროს მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი მთავარი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს, - გვითხრა ჯამარაულმა საუბრის დასაწყისში, - ფაქტია, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ამის დალაგება არ იქნება იოლი, თუმცა ვიღაცამ ეს უნდა შეძლოს.

პირადად მე, მინდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს. მთელი 90 წუთის განმავლობაში გულშემატკივარი არ უნდა ჯდებოდეს სკამზე - აი, ასეთი მწვრთნელი მინდა საქართველოს ნაკრებში.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე ქვეყნის პირველი გუნდი ქართველმა უნდა გაწვრთნას თუ უცხოელმა?

- მე არ ვიცი, ზუსტად რა მდგომარეობაა ბიუჯეტის მხრივ. ჩემი აზრი ასეთია - ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის უმჯობესი იქნება ქართველი სპეციალისტი. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება, რომ დიდი ფული გადავუხადოთ უცხოელს. არიან ქართველი მწვრთნელები, რომლებიც ამ შანსს იმსახურებენ. ახლა ჩამოთვლა და დაკონკრეტება არ მინდა.

ერთია - თუ ქართველს შანსი არ მივეცით, ვერასოდეს გავიგებთ, რეალურად რა შეუძლია აქაურ სპეციალისტს. მჯერა, რომ იმ კანდიდატურებში, რომლებიც განიხილება, არიან მწვრთნელები, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატების მოტანა რომ შეუძლიათ.

- რთულია, გამოარჩიო კონკრეტული ნიუანსი, მაგრამ მაინც - რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თამაშში?

- მე მაინც ჩემი პოზიციიდან შევხედავ. შუაში სამი ნახევარმცველით რომ ვთამაშობთ, სამივემ ბურთი უნდა "იცოდეს". სწორედ მათ მიჰყავთ თამაში. აქ საუბარი აღარ არის დაცვაში თამაშზე. ეს თავისთავად იგულისხმება. დღეს ყველამ "იცის" ბურთი, მეკარემაც - კი. არადა, ადრე თითქმის არავინ თვლიდა მეკარეს ფეხბურთელად. 10 კაცი წინ და 10 უკან - ესაა დღეს ფეხბურთი.

ამას წინათ, ერთ-ერთ ანალიტიკურ გადაცემას ვუყურე. ინგლისური გადაცემა იყო. ალექსის სანჩესი გააკრიტიკეს, დაცვაში თამაში არ იცისო. თავად გამოიტანეთ დასკვნა, საით მიდის ფეხბურთი - კაცი დაფრინავს შეტევაში და დაცვაში თამაშს სთხოვენ. არ არის საკმარისი მხოლოდ ჩამშლელი ფეხბურთელები. ახალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იპოვოს შემქმნელი მოთამაშეები. ეს არის ის, რის თქმის უფლებასაც მივცემ თავს, ჩემი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე.

- დაკონკრეტებას ერიდებით, მაგრამ რას ფიქრობთ თუნდაც კახა ცხადაძეზე, ვინც მზადაა, უახლოეს ორ ევროშესარჩევ შეხვედრაში უხელფასოდ გაუძღვეს ნაკრებს?

- რატომაც არა?! კახას ტიტულები არ აკლია. მას შანსი არასდროს ჰქონია ნაკრებში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
გოჩა ჯამარაული:"10 კაცი წინ და 10 უკან - ესაა დღეს ფეხბურთი". გეგულებათ 10 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2 ტაიმს ასეთ ტემპს გაუძლებს?
gio
Chocho-ს. ანუ "ვიღაცას" - რეებს წერ აბა, ტვინი გააქ ვიღაცა ხარ? არ ღირს კომენტარის გაკეტება ამ არარაობაზე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ასეთია რეალობა და ქართველი კაცის აზროვნებისა და ინტელექტის დონე. მადლობა Chocho-რო (სახელი შენი შერჩეულია).
Chocho
რეებს წერ აბა, ტვინი გააქ ვიღაცა ხარ?
gio
გოჩა, შენს პირს შაქარი , მაგრამ შენ თუ არა ვინ უნდა იცოდეს ყველაზე კარგად, რომ ჩვენმა დღევანდელმა ნაკრებმა რომ თავკუდმოგლეჯილი შეუტიოს გერმანიის ნაკრების, გოლების რაოდენობას ვეღარ დათვლი ჩვენი ნაკრების კარში. ან ვინ უნდა შეუტიოს, გაფიცებ ყველაფერს, ააა! მინდა შეგახსენო, რომ თქვენი თაობა, რომელიც 100 თავით მაღლა იდგა დღევანდელ ნაკრებზე (სამწუხაროდ თქვენც ვერაფერს მიაღწიეთ), ისიც ვერ აჩვენებდა ისეთ შემტევ ფეხბურთს, როგორიც შენ გინდა. შეტევას შემსრულებელი უნდა ჩემო კარგო.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება