ლევან ცხოვრებაშვილი: "წინა მთავრობამ ციხეში გამიშვა, ახლა გამაჩერეს და ვერ ვხვდები, რას მერჩიან?!"
ზუსტად 10 წლის წინ ახლად დაარსებულმა პროფესიული ფეხბურთის ლიგამ უხარისხო მოედნებზე უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება აკრძალა და ყანად ქცეული არენების მოწესრიგება მოითხოვა. ავლაბრის, ზესტაფონისა და ეროვნულ სტადიონებზე საფარის შეცვლა სწორედ მაშინ დაიწყო და უხარისხო მოედნებზე თამაშს შეჩვეული ფეხბურთელები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ბედუინები - ოაზისში.
თანამოაზრეებთან ერთად, ეს პროექტები ლევან ცხოვრებაშვილის კომპანიამ განახორციელა და სეზონის შემაჯამებელ გალა-საღამო "დეაზე" პროფლიგის საგანგებო პრიზიც დაიმსახურა.
თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ცხოვრებაშვილის თავზე ერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა - დააკავეს და, ფაქტობრივად, ბიზნესი მოუკლეს, საპყრობილედან გათავისუფლებული კი ამბობს, რომ მოედნების მეურნეობის ქართულ ბიზნესს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
"ადრე კომპანია "გეოგრასს" ვხელმძღვანელობდი, რომელმაც მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. ამ საქმეში პიონერები ვიყავით და საქართველოში მოედნის საფარის მეურნეობის ჩამოყალიბებას ვცდილობდი. პროფლიგიდან მხარდაჭერა მქონდა და ვგრძნობდი, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდი.
მრავალი ობიექტი ავიღეთ და მოედნების მოწესრიგებაში მნიშვნელოვანი პროგრესიც გამოჩნდა.
უფრო სწორად, ვცდილობ, მაგრამ ვერ ვსაქმიანობ, რადგან ბარიერად გადაგვექცა გაუგებარი კანონმდებლობა. რულონური გაზონების წარმოება ამიკრძალეს და წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, ხელოვნურად გამაჩერეს", - ამბობს ცხოვრებაშვილი და პრობლემის მიზეზსაც ასახელებს:
"რულონური გაზონები სოფლის მეურნეობის პროდუქტს განეკუთვება და იგივე კოდი აქვს მინიჭებული, რაც ბოსტნეულს. ჩვენი საქმიანობის შეჩერების მიზეზი ახალი კანონი გახდა, რომელიც შარშან, 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ჩემს 13-წლიან საქმიანობას, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა.
კანონმდებლობაში წერია - ანგარების მიზნით, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და რეალიზაცია აკრძალულია, რადგან ბალახის მოჭრის დროს ნაყოფიერ გრუნტს ვაზიანებთ. ამის გამო შემაჩერეს, მერე ჯარიმაც დამაკისრეს და არ ვიცი, რა ვქნა".
ცხოვრებაშვილის თქმით, თუ კანონმდებლობა არ მოწესრიგდება, საქართველოში ეს სფერო ჩაკვდება:
"ნიადაგს ბოსტნეული უფრო აზიანებს, გაზონი კი, პირიქით - ერთი წლის განმავლობაში 1,5-2 ტონამდე ჰუმუსს გამოიმუშავებს. დავუშვათ, მართლები არიან - სოფელში მოსავალს რომ იღებენ, მიწა მაშინაც ზიანდება და ამ ლოგიკით ისე გამოდის, რომ გლეხებს პროდუქტების მოყვანა და გასაღება უნდა ავუკრძალოთ?
მთელ მსოფლიოში მოედნების მეურნეობა ასეა მოწყობილი და მაინტერესებს, ისინი საკუთარ ქვეყანაზე ნაკლებად ზრუნავენ? ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იმავე საქმიანობას საქართველოში სხვები უპრობლემოდ ეწევიან და ვიკითხე, რას მერჩით-მეთქი?! რა რაოდენობის საფარიც დაგვრჩა, იმის რეალიზაციის უფლებას მოგცემთო, მითხრეს. მაგრამ აბსურდული რეგულაციები შემდეგ მაინც შეგვეხება. ბოლოს პირდაპირ გვითხრეს - არ იმუშავებთო.
წინა მთავრობამ ციხეში გამიშვა, ახლა გამაჩერეს და ვერ ვხვდები, რას მერჩიან?! ასეთი გამოუვალი მდგომარეობის გამო ოთხი კომპანია ასოციაციაში გავერთიანდით - ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას ვაპირებთ. მაგრამ დღემდე გონივრული პასუხი ვერ მივიღეთ.
ფაქტია, ამ შეზღუდვებით საქართველოში მხოლოდ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი თუ გასაღდება, ჩვენი მოედნების მეურნეობები კი ჩაკვდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
nuca
ჯორდანო უბრუნებელო! იქნებ მობრუნდე აქეთ და გრამატიკა მაინც ისწავლო, ბრჭყალები რა დროს უნდა დასვა და წერტილ-მძიმე? იმ პროდუქციას რა მოუხერხონ, რომელიც უკვე არსებობს? ან სად არის მიწის ბანკი, იქნებ მისამართი მიასწავლოთ? თქვენნაირი კომპეტენტური ხალხი რომ მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტროში, იმიტომ არის კარგად ქვეყნის საქმე.
ჯორდანო უბრუნებელი
რადგან ამდენი არ იცის, გადაეცით ბატონ "ლევან ცხოვრებაშვილს" რომ უნდა მივიდეს გარემოს დაცვის სამინისტროში და მათთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუთანხმდნენ რომ იქ სადაც გზები შენდება და მიწის ნაყოფიერი ზედაპირის მოსპობა გარდაუვალი ხდება, იმ მიწის გამოსყიდვა- გამოყენების უფლება რომ მისცენ ლევანს და მის კომპანიას.ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუკი კატეგორიები არ ემთხვევა მაშინ შეუძლია გამოიყენოს ჩანაცვლების მეთოდი კატეგორიაში, ეგაა და ეგ.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია