ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძიუდოს 2015 წლის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ძიუდოს 2015 წლის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ამ დღეებში გაიმართა ძიუდოს აღმასკომის სხდომა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
ამ დღეებში გაიმართა ძიუდოს აღმასკომის სხდომა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: დაამტკიცეს 2015 წლის ძიუდოს განვითარების სახელმწიფო პროგრამა და დაამტკიცეს საანგარიშო ყრილობის გამართვის თარიღი. იგი ახალი წლის დადგომისთანავე, 3 იანვარს გაიმართება, დღის წესრიგი კი ასეთია: 2013-14 წლების ფედერაციის მუშაობისა და მიღწეული შედეგების შეფასება; საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები და წესდებაში საჭირო ცვლილების შეტანა; აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.

ყრილობა ცოტა შეუფერებელ დროს კი დაინიშნა - ზედ საახალწლო ფორიაქის დღეებში, როცა მედიის უმეტესობა ისვენებს, თუმცა ეტყობა, ურჩევნიათ, ვიწრო წრეში განიხილონ საკითხები. ეს ხომ ისედაც შიდა სამზარეულოა - მხოლოდ საანგარიშო და არა საარჩევნო ყრილობა, თუმცა ბოლო საკითხზე მაინც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, როგორც ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოს.

როგორც ნახეთ, მესამე საკითხად აღმასკომის წევრის ჩანაცვლება განიხილება. ჩვენთვის ცნობილია იმ პიროვნების გვარ-სახელი, ვის ჩანაცვლებასაც აპირებს ფედერაცია, მაგრამ თავს ვიკავებთ მისი დასახელებისგან - ის ქართულ ძიუდოში აქტიურად საქმიანობს, ერთ-ერთი პირველი კლუბის დამფუძნებელიცაა და სულაც არ გვინდა, შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი.

უბრალოდ, მიზეზთა გამო აღმასკომის მუშაობაში ვერ აქტიურობს და ფედერაციამაც ამიტომ მიიჩნია აქტუალურად მისი შეცვლა უფრო აქტიური კანდიდატით.

ამ ფაქტმაც ამით მიიქცია ჩვენი ყურადღება და ამიტომაა უპრეცედენტო - ჩვენთან ხომ აღმასკომში, პრეზიდიუმში ყოფნა, მისი წევრობა ყველას უნდა, მაგრამ რისთვის უნდათ, აი, აქ კი შავადაა საქმე.

აღმასკომის წევრობა ერთგვარი სტატუსია და რომელიმე ვეტერანს თუ არ შეიყვან, შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, მაგრამ იქ რომ საქმე უნდა აკეთოს და მართოს ფედერაცია, ამაზე აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს.

არადა, სწორედ აღმასკომი, პრეზიდიუმია ფედერაციის მმართველი და მისი როლი განუზომლად დიდია. თუმცა ქართული აღმასკომ-პრეზიდიუმების რეალობა ისაა, რაც ახლახანსაც ვიხილეთ ჭიდაობის ფედერაციაში, როცა პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება დაუკანონეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჭიდაობა არაა გამონაკლისი და აღმასკომი ყველა ფედერაციაში წლების განმავლობაში რჩებოდა პრეზიდენტის "აგრესიულად მორჩილ უმრავლესობად", რაც ბევრგან ახლაც გრძელდება.

ასეთი მოდელი საქართველოში წესად დამკვიდრდა, ევროპული გამოცდილებიდან კი მახსოვს რუმინეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი, როცა იქაური ეოკ-ის პრეზიდენტმა, ახლო წარსულის სახელოვანმა მორაგბე ოქტავიან მორარიუმ აღმასკომიდან ერთბაშად 4 წევრი გარიცხა ზემოთ მოყვანილი მიზეზის მსგავსად - აღმასკომის სხდომებს აცდენენ და სათანადოდ ვერ აქტიურობენ ეოკ-ის მუშაობაშიო.

ამ ოთხიდან ერთი ადგილობრივი მედია-მაგნატი იყო, ორიც - ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობასა და კიდევ რომელიღაც სახეობაში, მეოთხე კი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით "კარპატელ მარადონად" წოდებული რუმინული ფეხბურთის ლეგენდა გეორგე ჰაჯი, ვისაც პირდაპირ აღმერთებენ რუმინეთში.

ამის მიუხედავად, ჰაჯი მის ავტორიტეტსაც არ მოერიდა, რადგან ვერ ასრულებდა მოვალეობას, რითაც საერთო საქმეს აზარალებდა.

არადა, რუმინეთი სულაც არ არის დასავლური სტანდარტების სადარი ქვეყანა. ეტყობა, ახალ დროსთან, ახალ თაობასთან ერთად საქართველოშიც მოდის მსგავსი შეგნება, რისი მაგალითიც ძიუდოს ფედერაცია და მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილია, ვისგანაც მოდის ეს ინიციატივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნოვატორი პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი რეფორმებს კვლავაც გვპირდება

• Dato

ქევხიშვილებმა, ყიზილაშვილებმა და მათმა ოჯახებმა დაიპყრეს ფედერაცია .

• giorgi

ბატონო ირაკლი, თუ წერთ, დაწერეთ ბოლომდე ვიზეა ლაპარაკი.თუ თემო ძიას გულისხმობთ,მაშინ მისთვის იმის დაბრალება, რომ აღმასკომის წევრობა უნდა, მუშაობა კი ეზარება - აბსურდია და ვიღაცას შეყავხართ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ, ამ კაცს სასირცხვილო არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და მით უმეტეს, ქართულ ძიუდოში. იგი გვავარჯიშებდა თბილ დარბაზში, ხელფასებს გვიხდიდა. შეკრებებსა და შეჯიბრებებზე დაგვატარებდა ბევრ ძიუდოისტს, მათ შორის ბ-ნ ქევხიშვილსა და ბ-ნ ყიზილაშვილს.სანაცვლოდ არასდროს არაფერი სდომებია ჩვენი წარმატებების გარდა. ეხლაც კარგი ბიჭები ყავს, თუნდაც ზვიად გოგოჭური რად ღირს! აღმასკომის მუშაობაში მის არაქტიურობას დარწმუნებული ვარ თავისი მიზეზები აქვს. რაც მე ვიცი, ალბათ ის, რომ იგი ბ-ნ ქევხიშვილს უკრძალავდა სპორცმენების, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის ჯიბეში ხელის ფათურს. იქნებ ჩაატაროთ ჟურნალისტური კვლევა, თემო ძიასაც გაესაუბროთ (საკმაოდ ადვილი სანახავია და არ მგონია, უარი გითხრათ ქართული ძიუდოს საჭირბოროტო საკითხებზე საუბარზე) და დაადგინოთ რეალური მიზეზი. ჩემი აზრით მისი ჩანაცვლება აბსოლუტურად სხვა მიზეზითაა განპირობებული - ბატონ ქევხიშვილს უნდა წინასწარვე მოიცილოს მისი მოწინააღმდეგე ხმა, რათა თვითონ არ მოიცილონ ფედერაციიდან ისევე, როგორც ყვარლის გამგებლობიდან მოიცილეს.

[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს

აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია