ვისაც არ გახსოვთ: როჯერ შმიდტს 3:0 ჰყავს დამარცხებული "ბაიერნი"
ბუნდესლიგის მე-14 ტურში ცენტრალური მატჩის არჩევა პრობლემას არ წარმოადგენდა: "ალიანს არენაზე" ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" მესამეადგილოსან "ლევერკუზენს" მიიღებს. ბოლო სეზონებში ამ გუნდების მატჩები დაძაბულობით გამოირჩევა. საინტერესოა, რა გველოდება ამჯერად...

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" ყველანაირი ლოგიკით ფავორიტია "ლევერკუზენთან" მატჩში, "ფარმაცევტებს" მაინც აქვთ ერთი, შესაძლოა, უმნიშვნელო კოზირი: ეს არის მთავარი მწვრთნელი როჯერ შმიდტი.

"ბაიერის" დამრიგებელი პირველად არ ხვდება "ბაიერნს". შარშან, ზამთრის პაუზის დროს პეპ გვარდიოლას გუნდი "ზალცბურგთან" ავსტრიაში ჩავიდა ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად და იქიდან 0:3-ით დაბრუნდა შინ.

"ლევერკუზენის" ახალმა მწვრთნელმა გასულ ზამთარს უკვე მოახდინა ჩვენზე შთაბეჭდილება", - აღიარებს თომას მიულერი. მაშინ შმიდტის ტაქტიკა კონტრშეტევებზე იყო აგებული და ასეა ახლაც "ლევერკუზენში".

ისიც გავიხსენოთ, რომ ამ სეზონში ბუნდესლიგაში "ბაიერნს" ყველაზე კარგად "გლადბახი" ეთამაშა და ეს სწორედ კონტრშეტევებით მოახერხა - ამდენი საქმე მანუელ ნოიერს წელს არც ერთ სხვა გუნდთან არ ჰქონია. იმ მატჩში ძალიან აქტიურები იყვნენ "ბორუსიას" ფლანგის მოთამაშეები - ჰანი და ჰერმანი. ასეთი ყაიდის მოთამაშეები "ლევერკუზენსაც" ჰყავს: ბელარაბი და სონი და სწორედ მათი შეჩერება იქნება "ბაიერნისთვის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

აი, ასეთია ორი, შესაძლოა, "უსუსური" ფაქტორი "ლევერკუზენის" სასარგებლოდ.

არის კიდევ გარკვეული ნიუანსები. მაგალითად, 2008-09 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ბაიერნს" არც ერთხელ არ მოუგია ერთ ჩემპიონატში ორი მატჩი ამ პრინციპული მეტოქისთვის. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ არ იყო მოსაწონი "ბაიერნის" ბოლო ორი მატჩი "მანჩესტერ სიტისთან" და "ჰერტასთან" და ეს თავად მიუნხენელებმაც აღიარეს.

და კიდევ, მასპინძლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯარიმდნენ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, თორემ ჩალჰანოგლუ ჯარიმებს პენალტებივით ურტყამს.

სხვა მხრივ, თუ "ბაიერნის" შთამბეჭდავ სტატისტიკას გადავხედავთ, რთულია, "ლევერკუზენს" რაიმე სასიკეთო უწინასწარმეტყველო. საკმარისია ერთი მონაცემის მოყვანა - 3 გაშვებული გოლი 13 მატჩში!

"ბაიერნის" წარმატების მთავარ რეცეპტად ტაქტიკურ მოქნილობას ასახელებენ. გერმანიაში გამოითვალეს - წელს 21 ოფიციალურ შეხვედრაში გვარდიოლამ 11 სხვადასხვა სქემა გამოიყენა. ხშირად ტაქტიკა მატჩის დროს იცვლება, თანაც არაერთხელ. ესპანელი მწვრთნელის ბოლო ექსპერიმენტი იყო არიენ რობენის "მეათე ნომრად" დაყენება.

საინტერესოა, ამჯერად რას ამზადებს პეპი პირველი წრის ერთ-ერთი მთავარი მატჩისთვის.

ტრავმირებულების სია ორივე გუნდისთვის უცვლელია, ასე რომ, შემადგენლობებში განსაკუთრებული სიახლე არ იქნება. შმიდტი, სავარაუდოდ, ისევ კისლინგით დაიწყებს თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში მისმა შემცვლელმა დრმიჩმა დუბლი შეასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ჩაბი ალონსო, მიულერი, რობენი, გიოტცე, რიბერი, ლევანდოვსკი.

ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში, ლ. ბენდერი, გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი, კისლინგი.

სხვა მატჩები

ტური იხსნება ძალიან საინტერესო შეხვედრით - "დორტმუნდი"-"ჰოფენჰაიმი".

ამ კვირას "ბორუსიას" გასაჭირზე იმდენი დავწერეთ, რომ დასამატებელი არაფერია. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მხიარული თამაშის მოწმენი უნდა გავხდეთ, რადგან "ჰოფენჰაიმი" შარშანდელივით ისევ ბევრს იტანს და ბევრს უშვებს. ეს "დორტმუნდს" აწყობს, რადგან შეტევაში საქმე გაუადვილდება, დაცვამ კი, შესაძლოა, ღირსეული სახე დაიბრუნოს, რადგან შემადგენლობაში ბრუნდება ჰუმელსი.

ცოტა ხნის წინ დაუმარცხებლად მოთამაშე "გლადბახს" კრიზისის პერიოდი აქვს. გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდა. ლუსიენ ფავრის გუნდმა დაკარგა ის სიმსუბუქე, რაც დაუმარცხებელი სერიისას ჰქონდა. აურია დაცვამ და მეკარე ზომერიც აღარ არის ძველებურად საიმედო.

"ბორუსიას" მეტოქე "ჰერტამ", მართალია, ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში "ბაიერნთან" პროგრესი შეიმჩნეოდა. რაც მთავარია, გუნდმა ორი ტურის წინ ნავსი გატეხა და იანვრის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო სტუმრად.

ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი ქვედა საქსონიის დერბიმ. უნდა გაირკვეს, მართლა ასეთი ძლიერია თუ არა "ჰანოვერი"; რამდენად ამბიციურია "ვოლფსბურგი", რომელსაც თუ უმაღლეს მიზნებზე ფიქრი სურს, ასეთი დონის მატჩებში უდანაკარგოდ თამაში უნდა ისწავლოს.

დაბოლოს, "მგლებს" ნავსის გატეხვა მართებთ, რადგან ბოლო ხუთი მატჩი ზედიზედ აქვთ წაგებული "ჰანოვერთან".

ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა ჰოლანდიელი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი თავისი ყოფილი კლუბის - "შალკეს" წინააღმდეგ.

სტევენსმა ძალიან კარგად დაიწყო "შტუტგარტში" თავისი ხელმეორე მოღვაწეობა (4:1 სტუმრად "ფრაიბურგთან"), მაგრამ ჯერ კრიზისიდან გამოსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

"შტუტგარტისთვის" სერიოზული გამოცდა უნდა გახდეს მატჩი "შალკესთან", რომლის რიგებში ბრწყინვალედ ათამაშდნენ ჰუნტელაარი და ჩუპო-მოტინგი (მათ გასულ ტურში "კიკერისგან" შეფასება "ერთიანი" დაიმსახურეს). თან გელზენკირხენელთა დამრიგებელი რობერტო დი მატეო აუცილებლად ეცდება იმ უცნაური ტენდენციის დარღვევას, რაც გუნდს მისი მოსვლის შემდეგ აქვს - "შალკემ" ქულების ასი პროცენტი აიღო შინ, სტუმრად კი ყველა მატჩი წააგო.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური

პარასკევი. 5 დეკემბერი

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 23:30

დისკვალიფიკაცია: - შალაი

ტრავმა: პაპასტატოპულოსი, როისი, ჟი - კასტელსი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 მატჩი: +4=4-4 (17-17)

შაბათი. 6 დეკემბერი

გლადბახი-ჰერტა 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: შტრანცლი - ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 52 მატჩი: +17=14-21 (77-83)

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სტანკევიჩუსი, ანდრეასენი, ჰოფმანი - ფელიპე, ოხსი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 მატჩი: +9=3-12 (36-39)

შტუტგარტი-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: - ჰიოგერი

ტრავმა: ნიდერმაიერი, აბდელაუე, იბიშევიჩი - გიფერი, ფელიპე სანტანა, კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი, სემი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 90 მატჩი: +43=14-33 (146-108)

კიოლნი-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ლემანი

ტრავმა: ნაგასავა, ჰელმესი - ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, მატავჟი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 მატჩი: +1=0-1 (4-2)

პადერბორნი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: - მიტროვიჩი

ტრავმა: ბერტელსი, ამედიკი - ბატცი, იულიენი, რიტერი, სტანკო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

ბაიერნი-ლევერკუზენი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, პისარო - პაპადოპულოსი, რაინარტცი

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 72 მატჩი: +42=14-16 (140-89)

კვირა. 7 დეკემბერი

ჰამბურგი-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი - ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, ჰოფმანი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 მატჩი: +6=5-5 (20-19)

აინტრახტი-ვერდერი 20:30

დისკვალიფიკაცია: - გალვესი

ტრავმა: ტრაპი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი - ბუში, ობრანიაკი, დი სანტო

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 88 მატჩი: +31=19-38 (126-140)

ბომბარდირები:

8 - მაიერი (აინტრახტი); 7 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), რობენი (ბაიერნი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია