ქუთაისში ტრადიციას არ უღალატეს და ქალაქის მერიაში 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაასახელეს

ქუთაისში დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებულ ტრადიციას არ უღალატეს და ქალაქის მერიაში ქუთაისის 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაასახელეს. წლის ნომინანტების გამოვლენაში ჟურნალისტებთან ერთად ქალაქის ვიცე-მერი დავით გორდელაძე, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილი, ამავე სამსახურის წევრები გია ჩიხლაძე, ზაზა სებუა, ნუგზარ ძაგნიძე, ქუთაისის საკრებულოს წევრები ლევან კირკიტაძე, რაულ ხარშილავა და ქალაქის სპორტული მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე მონაწილეობდნენ.

ქუთაისის 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე, რომელსაც სხვა კანდიდატებთან შედარებით მიმდინარე წელს სოლიდური შედეგები ჰქონდა (მსოფლიოს გრან-პრი - 1 ადგილი, ევროპის გუნდური ჩემპიონატი (ხორვატია) - II ადგილი, მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება (სომხეთი) - 1 ადგილი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა - III ადგილი, მსოფლიო სუპერთასი (რუსეთი) - 3 ადგილი, დუბაის საერთაშორისო ტურნირი - 1 ადგილი). საუკეთესო ათეულის ასარჩევად კანდიდატთა სია საკმაოდ დიდი იყო. საბოლოოდ ათეული ასე გამოიყურება:

ლაშა გოგიტაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა)

მიხეილ ბახტიძე (კრივი)

სალომე სირაძე (მძლეოსნობა)

ირაკლი ჩხიკვაძე (რაგბი)

გიორგი ლომთაძე (ძალოსნობა)

ზურაბ საკანდელიძე (კარატე)

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)

გენადი ჩირგაძე (სამბო).

შეგირდების შედეგების მიხედვით დასახელდა 10 საუკეთესო მწვრთნელი:

გია ცირეკიძე (ძალოსნობა)

ხვიჩა გოგიტაძე (ბ/რ ჭიდაობა)

მერაბ მერაბიშვილი (ძიუდო)

ანატოლი ცქიფურიშვილი (კრივი)

ბესიკ ხამაშურიძე (რაგბი)

გივი სარდანაძე (სამბო)

ვაჟა უნგიაძე (კარატე)

მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა)

მერაბ ბაზაძე (ფარიკაობა)

ვასილ მახარაძე (მძლეოსნობა).

ქუთაისში წყალბურთის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადაეცემა წყალბურთის მწვრთნელს, გიორგი ქუთათელაძეს, რომელიც თავის დროზე ცნობილ ქართველ წყალბურთელს, რევაზ ჩომახიძეს ავარჯიშებდა. ყველაზე რთული წლის საუკეთესო გუნდების დასახელება გამოდგა. წინა წლებში სამ საუკეთესო გუნდს ავლენდნენ, წლეულს კი 5 გუნდი დასახელდა: სარაგბო კლუბი ''აია" (მე-4 ადგილი საქართველოს ჩემპიონატში), ბალახის ჰოკეისტთა ქალთა გუნდი (საქართველოს ჩემპიონი), ბალახის ჰოკეის კაცთა გუნდი (საქართველოს ჩემპიონი), ქალთა საკალათბურთო გუნდი (საქართველოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი), ვაჟ ხელბურთელთა გუნდი (2-ე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში).

სიაში არ მოხვდნენ წლეულს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ქუთაისის ''ტორპედო" და ვაჟთა საკალათბურთო გუნდი ''ქუთაისი", რომლებსაც ქუთაისში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავთ.

საუკეთესო ათეულში დასახელებულ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და გუნდებს ქუთაისის მერიისგან პრიზები და ფულადი პრემიები გადაეცემათ. მათი დაჯილდოება 30 დეკემბერს ქუთაისის მერიაში შედგება.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა