ბახი მკაცრი ზომებით იმუქრება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა გამოაცხადა იმ მკაცრი ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისა და ამ ქვეყნის მძლეოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო დროს აგორებული სკანდალის ფიგურანტები არიან.

"თუ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისია არსებულ ეჭვს დაადასტურებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამაზე "ნულოვანი მოთმენის" პოლიტიკის რანგში იმოქმედებს", - განაცხადა ბახმა.

როგორც უკვე ვწერდით, 3 დეკემბერს გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოყვანილია რუსი მძლეოსნების მიერ დოპინგის მიღების ფაქტები. მაგალითად, ფილმშია მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც 800 მეტრზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მარია სავინოვა დოპინგის გამოყენების ფაქტს აღიარებს.

ამ სკანდალს უკვე გამოეხმაურა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი და ARD-ს ფილმს პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ეცდება, იურიდიულ პასუხისგებაში მისცეს ფილმის გამავრცელებლები.

თავის მხრივ, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ ფილმს რუსული სპორტის დამცირების მცდელობა უწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი გაკეთდა დოპინგთან ბრძოლის საქმეში. ამასთან, მუტკომ დაამატა, რომ სამინისტრო მზად არის, რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტები გამოიძიოს, თუ გერმანელი ჟურნალისტები შესაბამის მასალებს მიაწოდებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა