ფილიპო ინძაგი და რობერტო მანჩინი ვერ ამართლებენ
სერია A-ს მე-14 ტური გუშინ გამართული ორი მატჩით დასრულდა, თუმცა დიდი ინტერესი და შესაბამისად, დიდი რეზონანსი უქმეებზე გამართულმა შეხვედრებმა გამოიწვია.

იტალი. სერია A. XIV ტური

კალიარი-კიევო 0:2

გოლები: 0:1 მეჯორინი (4), 0:2 პალოსკი (9)

კალიარი (4-3-3): კრანიო - პიზანო (46. აველარი), ბენედეტი, როსეტინი, ბალცანო - კონტი, ეკდალი, კრიშეტიგი (46. დონსა) - ფარიასი, იბარბო, კოსუ (46. ლონგო)

კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა (69. სკელოტო), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - პალოსკი (88. ლოპესი), მეჯორინი (79. პელისიერი)

გაფრთხილება: ბენედეტი, კონტი, ეკდალი, კოსუ, იბარბო, ფარიასი - ფრეი, ზუკანოვიჩი, ისკო

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-27; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 6-7 (1-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 10 000

ვერონა-სამპდორია 1:3

გოლები: 0:1 ედერი (28-პენ.), 1:1 ტონი (37), 1:2 ოკაკა (57), 1:3 გაბიადინი (62)

ვერონა (3-5-2): რაფაელი - როდრიგესი, მარკესი, მორასი - აგოსტინი (85. თალები), გუსტავო (80. ვალოტი), პანაიოტისი, გონსალესი, ხრისტოდოლოპულოსი - ლოპესი (74. ნენე), ტონი

სამპდორია (4-3-3): რომერო - დე სილვესტრი (71. კაჩატორე), სილვესტრი (40. გასტალდელო), რომანიოლი, მესბა - დუნკანი (55. კრსტიჩიჩი), პალომბო, რიცო - გაბიადინი, ედერი, ოკაკა

გაფრთხილება: აგოსტინი, ვალოტი - დე სილვესტრი, სილვესტრი, დუნკანი

გაძევება: მარკესი (26. ვერონა)

კუთხური: 10-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-11 (6-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 20 000

საგულისხმოა, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდებს ხელი მოეცარათ და გამარჯვება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა. "იუვენტუსი" ფლორენციაში ჩავიდა და იქაურ "ფიორენტინას" დაუზავდა - 0:0. "რომამ" "სასუოლოს" უმასპინძლა და ასევე ფრეს დასჯერდა - 2:2. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა "ნაპოლი"-"ემპოლის" პაექრობა. "მილანმა" და "ინტერმა" სულაც წააგეს თამაშები და კიდევ უფრო გაირთულეს სატურნირო ვითარება. "როსონერი" "ჯენოასთან" დამარცხდა, ხოლო "ნერაძური" "უდინეზესთან"...

ზეედორფი უკეთესი იყო

"მილანი" სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, "ინტერი" კი სულაც მეთორმეტეა. ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს მიზნად დასახული, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, ვეჭვობთ, ვერც ევროპალიგას შეწვდებიან.

"მილანის" ქომაგები ფილიპო ინძაგიზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ჯერჯერობით, შედეგი არასახარბიელოა.

"გაძეტა დელო სპორტმა" ინძაგი კლარენს ზეედორფს შეადარა და გვამცნო, რომ გასულ სეზონში, ჰოლანდიელს უკეთესი შედეგი ჰქონდა. თუ ინძაგის "მილანმა" მხოლოდ 5 მატჩი მოიგო, ზეედორფს ამ დროისთვის 8 თამაში ჰქონდა მოგებული. მართალია, კლარენსმა ერთით მეტი მატჩი წააგო, ვიდრე ფილიპომ, მაგრამ ქულები მეტი მოაგროვა.

მოკლედ, ინძაგის კარგი სტარტი არ გამოუვიდა, "ჯენოასთან" მარცხი კი თითქოს ლოგიკური იყო - თავად ფილიპო პრესასთან შემდეგს აცხადებს:

"რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით და ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც გვაკლია, რასაც დაცვაში შეცდომებიც ემატება. ეს იყო თამაში, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. გუნდი ჩამოყალიბების სტადიაშია და ეს ხარვეზები მოსალოდნელი იყო, თუმცა დროა, უკეთ ავთამაშდეთ".

მანჩინიც ვერ ყოჩაღობს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ უარეს დღეშია "ინტერი", რომელმაც თუ ასე გააგრძელა, გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა. რობერტო მანჩინიმ თითქოს, კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ აურია და აგერ, "უდინეზესთანაც" შერცხვა. თავად მანჩინიმ მარცხი ასე შეაფასა:

"პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, დიდ უპირატესობას ვფლობდით, რაც გატანილ გოლშიც ავსახეთ. მეორე ნახევარში კონცენტრაცია დავკარგეთ, ავირიეთ და შედეგად, დროის მოკლე მონაკვეთში ორი გოლი მივიღეთ. თამაში 90 წუთის განმავლობაში გრძელდება და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ბრძოლაა საჭირო. შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონს სასურველ პოზიციაზე დავასრულებთ".

გენუელთა რენესანსი

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 14 ტურია გასული, გენუური გუნდები კი სატურნირო ცხრილში მილანურ გრანდებზე მაღლა დგანან. გასული სეზონი "ჯენოამ" და "სამპდორიამ" ცხრილის ქვედა ნაწილში დაასრულეს, ასეთ აღმასვლას კი ცოტა თუ წარმოიდგენდა.

მიმდინარე სეზონი "სამპდორიამ" უკეთ დაიწყო და თავიდანვე ლიდერებში გაერია, თუმცა შემდეგ "ჯენოამ" აიწყვიტა და სულაც მესამე ადგილზე მოკალათდა სატურნირო ცხრილში. ისიც გავიხსენოთ, რომ გენუურ დერბიში გამარჯვება "სამპას" დარჩა, რასაც გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

და მაინც, რაშია გენუელთა წარმატების ფორმულა? - ამ თემაზე "გაძეტა დელო სპორტში" ვრცელი სტატია დაიბეჭდა, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ ამოვქექოთ, იქამდე კი "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო გასპერინის კომენტარს გავეცნოთ:

"სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ ველოდი, თუ ასე წარმატებით ვიასპარეზებდით და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ვიქნებოდით. გასულ სეზონში გუნდი გავარდნის კანდიდატი იყო და მას შემდეგ შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. წარმატების ფორმულა? - ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს, რომელიც ერთი მიზნის ქვეშაა გაერთიანებული. ყველაზე მძიმე პერიოდშიც არ ვკარგავთ ერთობას და ეს ძალიან გვეხმარება.

როდესაც გენუურ დერბიში დავმარცხდით, პირობა დავდეთ, რომ გულშემატკივარს ბოდიშს კარგი თამაშით მოვუხდიდით - საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის".

ეს ის "ნაპოლი" აღარ არის

"იუვენტუსის" და "რომას" წაფორხოლების ფონზე, "ნაპოლის" კარგი შანსი ჰქონდა, რომ ლიდერებს მიახლოებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა "ემპოლისთან" მხოლოდ ქულა მოიპოვეს და მარცხთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გამარჯვებასთან.

ამ "ნაპოლის" პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა - ამასთან, ეს ის "ნაპოლი" აღარ არის, რომელიც მთელ საფეხბურთო იტალიას და არა მარტო იტალიას აღაფრთოვანებდა. ბენიტესის გუნდს ის ცეცხლი აკლია, რომელსაც ესეკილ ლავეცი და ედინსონ კავანი ანთებდნენ.

თავად მწვრთნელმაც მიანიშნა ყველას, რომ ეს მისი ბოლო სეზონია ნეაპოლურ გუნდში და ასეთ დროს რომელიმე ტურნირის საგზურისთვის ბრძოლა და არა ტიტულისთვის, ნაკლებად საინტერესოა - შესაძლოა, გუნდზე ეს ფაქტორიც ახდენს უარყოფით გავცლენას. ფაქტია, რომ "ნაპოლის" მეტი შეუძლია და შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს. თავად ბენიტესი ოპტიმიზმს ინარჩუნებს:

"ბევრ კომპონენტში საუკეთესო შედეგი გვაქვს და ეს ოპტიმისტურად განმაწყობს. არ შეიძლება, რომ თამაშში 20 მომენტი შექმნა, მეტოქე შენს ნახევარზე 3-ჯერ გადმოვიდეს და მატჩი ფრედ დასრულდეს. შესაძლოა, რამდენიმე შეხვედრაში არ გაგიმართლოს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. "ნაპოლის" შესწევს იმის ძალა, რომ სამეულში იყოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ელ შაარავი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ფილიპო ინძაგი "სალერნიტანას" უთავკაცებს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო